"გაამდიდრე შენი სტილი" — CROSLEY ზუმერში
ფოტო: ზუმერი
ფირსაკრავი არაა უბრალოდ მუსიკალური ტექნიკა, ეს ცხოვრების სტილი, ახალი გამოცდილება და მუსიკალურ მიმდინარეობებში დიდი თავგადასავლის საგზურია. ბგერების სამყაროში ხომ თითოეულ აკორდს თავისი ემოციური მუხტი და ძალა აქვს.
მელომანებისთვის განსაკუთრებით მნიშვნელოვანი მუსიკის სრულყოფილად შეგრძნებაა, რაც ყველაზე ხარისხიანად, სწორედ ფირსაკრავებთან ურთიერთობისას არის შესაძლებელი.
ზუმერი დიდი ხანია მომხმარებელს მსოფლიოში საუკეთესო აუდიო ტექნიკის ფართო არჩევანს სთავაზობს. დღეიდან კი, მოწინავე აუდიო ტექნიკის რიგებს CROSLEY-ის ფირსაკრავები და დინამიკებიც შეუერთდა - CROSLEY უკვე ზუმერშია.
ნებისმიერი მელომანისათვის ფირფიტის მთავარი უპირატესობა ჟღერადობაა - გაციფრულებისას ბგერას ხარისხი და სიღრმე ეკარგება, ვინილის ბგერები კი, თბილი, ღრმა და შეკრულია. ამიტომაცაა, რომ, ტექნოლოგიურმა პროგრესმა ამ "მოძველებულ" აუდიო მოწყობილობას ვერაფერი დააკლო და ფირსაკრავი კვლავ ინარჩუნებს მელომანების საყვარელი ტექნიკის სტატუსს. უფრო მეტიც, ფირფიტების მომხმარებლებისა და კოლექციონერების რაოდენობა, მთელი მსოფლიოს მასშტაბით, დღითიდღე იზრდება. გლობალურ ტრენდს საქართველომაც აუწყო ფეხი და, ბოლო პერიოდში, ქართველები კარგად დავიწყებულ ფირსაკრავებს უბრუნდებიან. ზუმერი კი, ჩვეულებისამებრ, საჭირო დროს, საჭირო სიახლით გამოჩნდა.
"გაამდიდრე შენი სტილი" — მიმართავს გემოვნებიან მსმენელს ბრენდი, რომლის მთავარი ღირებულებაც წარსულისა და თანამედროვეობის იდეალური შერწყმაა.
ქართველი მელომანები CROSLEY-ის დიდი ხანია იცნობენ. მისი ფირსაკრავები და დინამიკები ჟღერადობასთან ერთად, სახასიათო რეტრო დიზაინითაც გამოირჩევა და მუსიკის მოყვარულთა კოლექციებში მნიშვნელოვან ადგილს იკავებს. ტექნოლოგიებისა და ვინტაჟური ესთეტიკის ჰარმონიული ნაზავი ბრენდის უნიკალურ სტილს ქმნის — CROSLEY-ის ტექნიკა ინტერიერში მშვენიერი დეკორაციის როლსაც ითავსებს და შენს ღირებულებებსაც გამოხატავს. ასე რომ, ზუმერმა ქართველი მსმენელების გული კიდევ ერთხელ მოიგო.
CROSLEY-ის ისტორია 1921 წელს იწყება. დღეს ბრენდი მომხმარებელს ფირსაკრავების 50 მოდელს, რადიოებს, ჯუკბოქსებს და ტელეფონებს, ასევე ავეჯის მზარდ ხაზს სთავაზობს. მისი პროდუქცია აშშ-ში, ევროპაში, აზიაში და სამხრეთ ამერიკაში იყიდება. პირველი ფირსაკრავი CROSLEY-მ 1992 წელს შექმნა და მას შემდეგ, ბაზარზე ერთ-ერთი მოწინავე ადგილიც დაიკავა.
კლასიკა და სიახლე CROSLEY-ის ხელწერაა. "ჩემოდნის" დიზაინის ფირსაკრავები კომპაქტური და მარტივად სატარებელია — სადაც წახვალ, თან წაიღებ; ფერად, ვინტაჟურ ვიზუალს ხმას უწყობს დახვეწილი ჟღერადობა, სამ სხვადასხვა სიჩქარეზე დაკვრის შესაძლებლობა, ბლუთუზის მხარდაჭერა ფირსაკრავის სპიკერთან დასაკავშირებლად, USB კავშირი ვინილიდან მუსიკის მეხსიერების ბარათზე გადასატანად... დინამიკები საკმაოდ მსუბუქი და პრაქტიკულია, მონაცემებით კი, არაფრით ჩამოუვარდება სხვა თანამედროვე ბრენდების პროდუქციას. ამასთან, გარდა ზემოთ ჩამოთვლილისა, მომხმარებლები CROSLEY-ს ტექნიკას გამოყენების წესების სიმარტივისა და ხელმისაწვდომი ფასის ხათრითაც ირჩევენ.
ასე რომ, თუ ვინილების სამყაროს აღმოჩენა გადაწყვიტე, CROSLEY პირველია, რომელიც უნდა გამოსცადო. ეს ბრენდი სწორედ მათთვისაა, ვის ცხოვრებაშიც მუსიკას განსაკუთრებული ადგილი უჭირავს და ვინც ტექნიკურ მონაცემებთან ერთად ვიზუალსაც არანაკლებ მნიშვნელობას ანიჭებს.
ზუმერში ფირსაკრავების ფასი 299 ლარიდან იწყება. ფილიალებსა და ვებგვერდზე CROSLEY-ის სხვადასხვა ფერის, ზომისა და ფორმის ტექნიკა დაგხვდება.
ფირსაკრავებთან ერთად, CROSLEY-ის დინამიკების შეძენა მხოლოდ ზუმერშია შესაძლებელი. რას ელოდები?!
-
უზენაესი სასამართლოს მოსამართლედ სერგო მეთოფიშვილი დაინიშნა უზენაესი სასამართლოს მოსამართლედ სერგო მეთოფიშვილი დაინიშნა
გადახედვა
-
თიბისი კონცეპტის მხარდაჭერით თბილისის არქიტექტურის ბიენალე გაიმართება თიბისი კონცეპტის მხარდაჭერით თბილისის არქიტექტურის ბიენალე გაიმართება
-
"სარაჯიშვილისა" და "ასკანელის" უკანონო დამზადების ფაქტზე 1 პირს ბრალი წარუდგინეს "სარაჯიშვილისა" და "ასკანელის" უკანონო დამზადების ფაქტზე 1 პირს ბრალი წარუდგინეს
გადახედვა
-
OpenAI-მ GPT-6 Sol და Luna წარადგინა — ახალი მოდელები უფრო იაფია და ნაკლებ შეცდომას უშვებს OpenAI-მ GPT-6 Sol და Luna წარადგინა — ახალი მოდელები უფრო იაფია და ნაკლებ შეცდომას უშვებს
გადახედვა
-
25 და 28 სექტემბერს დაგეგმილი საფეხბურთო მატჩების გამო "დინამო არენის" მიმდებარედ საავტომობილო მოძრაობა შეიზღუდება — დეტალები 25 და 28 სექტემბერს დაგეგმილი საფეხბურთო მატჩების გამო "დინამო არენის" მიმდებარედ საავტომობილო მოძრაობა შეიზღუდება — დეტალები
გადახედვა
-
ოკუპირებული აფხაზეთის ე.წ განათლების სამმართველოს მიერ დაშვებული დარღვევები ბიუჯეტს $180 000 დაუჯდა ოკუპირებული აფხაზეთის ე.წ განათლების სამმართველოს მიერ დაშვებული დარღვევები ბიუჯეტს $180 000 დაუჯდა
გადახედვა
-
ქართულმა პლატფორმა Optio-მ $1M ინვესტიცია მოიზიდა! ქართულმა პლატფორმა Optio-მ $1M ინვესტიცია მოიზიდა!
გადახედვა
-
naec.ge ე.წ. მეორადი ჩარიცხვის შედეგებს აქვეყნებს naec.ge ე.წ. მეორადი ჩარიცხვის შედეგებს აქვეყნებს
გადახედვა
-
უკრაინამ მსოფლიო ბანკისგან $841 მილიონი მიიღო უკრაინამ მსოფლიო ბანკისგან $841 მილიონი მიიღო
გადახედვა
-
ზურაბიშვილი აცხადებს, რომ ღარიბაშვილი წერილში "რეჟიმის სახეს აღწერს" ზურაბიშვილი აცხადებს, რომ ღარიბაშვილი წერილში "რეჟიმის სახეს აღწერს"
გადახედვა
-
საქართველოს ბანკის მხარდაჭერით, UWC—ის სტიპენდიების შესახებ საინფორმაციო ვებინარი გაიმართება საქართველოს ბანკის მხარდაჭერით, UWC—ის სტიპენდიების შესახებ საინფორმაციო ვებინარი გაიმართება
-
ენ ჰეთეუეის ოდისეაში შესრულებული როლისთვის ოსკარის ნომინაციაზე წარადგენენ ენ ჰეთეუეის ოდისეაში შესრულებული როლისთვის ოსკარის ნომინაციაზე წარადგენენ
გადახედვა
-
"გვსურს, ომი ზამთრამდე დასრულდეს" — ვოლოდიმირ ზელენსკი დონალდ ტრამპთან შეხვედრის შემდეგ "გვსურს, ომი ზამთრამდე დასრულდეს" — ვოლოდიმირ ზელენსკი დონალდ ტრამპთან შეხვედრის შემდეგ
გადახედვა
-
აზერბაიჯანი ოკუპირებულ ცხინვალის რეგიონში ჩატარებულ ე. წ "საპრეზიდენტო არჩევნებს" არ აღიარებს აზერბაიჯანი ოკუპირებულ ცხინვალის რეგიონში ჩატარებულ ე. წ "საპრეზიდენტო არჩევნებს" არ აღიარებს
გადახედვა
-
გიორგი სულამანიძე: დაცული ტერიტორიების სააგენტომ ცალმხრივად შეწყვიტა ჩემთან შრომით ხელშეკრულება გიორგი სულამანიძე: დაცული ტერიტორიების სააგენტომ ცალმხრივად შეწყვიტა ჩემთან შრომით ხელშეკრულება
გადახედვა
-
ირაკლი კობახიძე შვეიცარიის კონფედერაციის ვიცეპრეზიდენტ იგნასიო კასისს შეხვდა ირაკლი კობახიძე შვეიცარიის კონფედერაციის ვიცეპრეზიდენტ იგნასიო კასისს შეხვდა
გადახედვა
-
EU-მა რუსეთის წინააღმდეგ სანქციები გაახანგრძლივა, თუმცა უსმანოვი და ფრიდმანი სასანქციო სიიდან ამოიღო EU-მა რუსეთის წინააღმდეგ სანქციები გაახანგრძლივა, თუმცა უსმანოვი და ფრიდმანი სასანქციო სიიდან ამოიღო
გადახედვა
-
Anthropic-მა ახალი მოდელი Opus 5.5 გამოუშვა — კომპანია სიმძლავრეს უფრო იაფად გვპირდება Anthropic-მა ახალი მოდელი Opus 5.5 გამოუშვა — კომპანია სიმძლავრეს უფრო იაფად გვპირდება
გადახედვა
-
20-მდე მუნიციპალიტეტის ნაგავსაყრელების რეაბილიტაციისთვის ტენდერები გამოცხადდა 20-მდე მუნიციპალიტეტის ნაგავსაყრელების რეაბილიტაციისთვის ტენდერები გამოცხადდა
გადახედვა
-
რუსთაველზე მინიქანდაკებების რესტავრაცია/ხელახლა დამზადებისთვის მერია 273 815 ლარს გადაიხდის რუსთაველზე მინიქანდაკებების რესტავრაცია/ხელახლა დამზადებისთვის მერია 273 815 ლარს გადაიხდის
გადახედვა
-
5000 წლის წინ ძველ ეგვიპტეს, შესაძლოა, ქალი მართავდა — ახალი აღმოჩენა 5000 წლის წინ ძველ ეგვიპტეს, შესაძლოა, ქალი მართავდა — ახალი აღმოჩენა
გადახედვა


კომენტარები