ამერიკის გულის ასოციაციის ჟურნალში გამოქვეყნებული სტატიის თანახმად, ყოველდღე 30 ღრმად ჩასუნთქვა გულის დაავადებებისაგან დაგიცავთ. ეს სპეციალური სუნთქვის ტექნიკა შესამჩნევად არეგულირებს არტერიულ წნევას, ასევე უმჯობესდება სისხლძარღვების მდგომარეობა და მცირდება ანთებითი პროცესების წარმოქნის რისკები. ეს მეთოდი ცნობილია, როგორც სასუნთქი კუნთების მაღალ რეზისტენტული ძალისმიერი ვარჯიშები (IMST) — ამ მეთოდს შესაძლოა ისეთივე შედეგი ჰქონდეს, როგორიც გულსისხლძარღვთა გასაუმჯობესებელ სუნთქვით რეგულარულ ვარიჯიშებს აქვს.

ფოტო: IFLScience

ეს ტექნიკა, პირველად, 1980 წელს გამოიყენეს პაციენტთან, რომელსაც სასუნთქი გზების დაავადება ჰქონდა. IMST-ში შედის პატარა მოწყობილობა, რომელიც ადამიანს ღრმად ჩასუნთქვაში ეხმარება და ამით სასუნთქ კუნთებს ჭიმავს. მოწყობილობა აძლიერებს დიაფრაგმას და სხვა სასუნთქ კუნთებს.

აღნიშნულ კვლევაში 50-დან 79 წლამდე ასაკის 36 პაციენტი იყო ჩართული, რომელთა სისტოლური სისხლის წნევა (SBP) საშუალოს არ აღემატებოდა. თუმცა, კვლევაში მონაწილეებს ჯანმრთელობის სხვა პრობლემები ჰქონდათ.

ფოტო: IFLScience

ექვსი კვირის განმავლობაში, პაციენტების ნახევარი ყოველდღიურად 30-ჯერ ღრმად სუნთქავდა მოწყობილობის დახმარებით, როცა მეორე ნაწილი ვარჯიშობდა იმ ვარჯიშებს, რომლებიც დიდ დროში დებენ მცირე შედეგს. კვლევის დასასრულს, მათ, ვინც იყენებდნენ IMST-ს, სისტოლური სისხლის წნევა 9-მდე ჰქონდათ შემცირებული, რაც საშუალოზე დაბალია. კვლევაში მონაწილეთა მეორე ნაწილის ვარჯიშებმა კი საერთოდ არ გამოიღო შედეგი.

"ეს მოწყობილობა SBP-ის მკურნალობისას ძალიან მნიშვნელოვანია, რადგანაც სიკვდილის რისკებს (რომელსაც კარდიოვასკულარული დაავადებები იწვევს), 30-40 პროცენტით ამცირებს", — ვკითხულობთ სტატიაში.

მკვლევრები აღნიშნავენ, რომ ეს შედეგები ბევრად კარგია, ვიდრე 30 წუთით სიარულისა და არტერიული წნევის დამწევი წამლების მიღების შედეგად შეიძლება გვქონდეს.

ფოტო: IFLScience

გარდა ამისა, IMST-ს დღეში 5 წუთის დათმობა სჭირდება, რაც მკურნალობას მეტად მარტივს ხდის, ყველა სხვა ვარჯიშთან შედარებით, მით უმეტეს, მოხუცებისთვის.

თუმცა, მეცნიერებმა ჯერ ზუსტად არ იციან, როგორ აუმჯობესებს სუნთქვის ტექნიკა ამ ყველაფერს. მკვლევრებმა აღნიშნეს, რომ ვარჯიშისას სისხლძარღვების უჯრედები შლიან აზოტს, რაც ეხმარება არტერიას გაფართოებაში და იმაში, რომ თავი აარიდოს ფირფიტის დამატებით შენებას.

"SBP-ს შემცირება 75 პროცენტით ეფექტური იყო IMST-ს გამოყენების შეწყვეტიდან 6 კვირის შემდეგაც", — წერენ კვლევის ავტორები.

ფოტო: new atlas

მნიშვნელოვანია ისიც, რომ როგორც მოწყობილობის გამოცდამ აჩვენა, ის კარგად მოქმედებს პოსტმენოპაუზის მქონე ქალებზე, ისევე, როგორც მოხუც კაცებზე. მკვლევრების ინტერპრეტაციით კი, ეს მეთოდი მათ არტერიული წნევის რეგულირებაში დაეხმარებათ.

კვლევის ავტორი დენიელ კრეიგჰედი აღნიშნავს, რომ "IMST მხოლოდ სწრაფი შედეგით როდია ჩვეულებრივ ვარჯიშებზე უკეთესი, არამედ უფრო ხანგრძლივი შეძლება იყოს მისი მოქმედებაც." მან ასევე დასძინა, რომ მოწყობილობის დახმარებით "სუნთქვითი ვარჯიში შეიძლება შესრულდეს 5 წუთში, თუნდაც მაშინ, როცა უყურებთ ტელევიზორს."

აქვე შეგიძლიათ ნახოთ ამავე თემაზე მომზადებული ვიდეოც: