როგორც Hackaday იუწყება, ახალი რობოტის, სახელად PetBot-ის მიზანი პლასტმასის ბოთლების გადამუშავების პროცესის ავტომატიზაციაა. იგი ბოთლების ფილამენტებად გადაქცევამდე მათ ვიწრო ზონრებად ჭრის.

JRT3D-ს მიერ შექმნილი რობოტი ერთი და იმავე გამმეორებელი ძრავის გამოყენებით ორ სხვადასხვა პროცესს ერთდროულად ახორციელებს. ქვემოთ მოყვანილ ვიდეოში PetBot ბოთლებს ზონრებად ჭრის და ამავდროულად მათ ფილამენტებად აქცევს. ფილამენტების გამოყენება მრავალი საქმისთვის შეიძლება. მათ შორისაა 3D პრინტერები.

დასაწყისისთვის მომხმარებელი ბოთლს ჰორიზონტალურად შუაზე ჭრის და ღია მხარეს საჭრელში ათავსებს, რომელიც პლასტმასს ვიწრო ზონრად ჭრის. ზონარი კოჭას საშუალებით გადაიტანება მანქანის მეორე ნაწილში, სადაც პლასტმასი ექსტრუდერში გაივლის. აქ იგი საკმარისად ცხელდება იმისთვის, რომ მისი გამოქაჩვა გაწყვეტის გარეშე იყოს შესაძლებელი.

რობოტი მუშაობისას შესანიშნავად გამოიყურება, თუმცა მას თავისი შეზღუდვებიც აქვს. ამის ერთ-ერთი მაგალითი ისაა, რომ მას არ შეუძლია დაჭრის სრული პროცესის ავტომატიზაცია — ვიღაცამ აუცილებლად უნდა გაჭრას მოათავსოს ბოთლი საჭრელში მას შემდეგ, რაც მანქანა წინა ბოთლის დაჭრას დაასრულებს.

PetBot ძაღლისმაგვარი რობოტი არაა, რომელიც თითქმის ყველაფერს დამოუკიდებლად ასრულებს, თუმცა ეს მაინც საკმაოდ შთამბეჭდავი პროექტია — იგი, შესაძლოა, პლასტმასის გადამუშავების მიმართულებით ახალი ინოვაციების გაჩენის საქმეში კონკურენციის გაჩაღებას დაეხმაროს.

World Economic Forum-ის მიხედვით, ყოველწლიურად ოკეანეში 10 მილიონი ტონა პლასტმასის ნარჩენი ხვდება. აქედან გამომდინარე, PetBot-ის მსგავსი მანქანის შექმნა ნამდვილად საჭიროა.

JRT3D რობოტს Precious Plastic-ის ვებგვერდზე 400 დოლარად ყიდის. Precious Plastic ორგანიზაციაა, რომელიც ხალხს სახლში დამზადებული გამოგონებებით პლასტმასის გადამუშავების ბიზნესის დაწყების საშუალებას აძლევს.