ჩინეთი "ცის კიბის" შექმნას და მარსზე ადამიანების გაშვებას გეგმავს
Global Times-ის მიხედვით, ჩინეთის რაკეტების მწარმოებელმა მარსის ეკიპაჟიანი მისიის რუკა გამოააშკარავა. წითელ პლანეტაზე ადამიანების გაგზავნის გარდა, ეს სახელმწიფო აქ პერმანენტული ბაზის აშენებასაც გეგმავს.
როგორც Global Times იუწყება, ჩინეთის სარაკეტო ტექნოლოგიების აკადემიის (CALT) უფროსმა, ვანგ შაოჯუნმა აღნიშნული გეგმების შესახებ "კოსმოსის კვლევის გლობალურ კონფერენციაზე (GLEX 2021) თავის გამოსვლის, სახელწოდების "კოსმოსური სატრანსპორტო სისტემები მარსის შესწავლისთვის" დროს განაცხადა. ჩინეთის Tianwen-1 რაკეტის წარმატების, ორბიტაზე ქვეყნის პირველი საპლანეტთაშორისო მისიისა და წითელ პლანეტაზე მოხეტიალის დაშვების მიმოხილვისას ვანგმა ჩინეთის სამეტაპიანი გეგმა წარადგინა, რომელიც მარსზე ადამიანების გაშვებას ისახავს მიზნად.
პირველი ეტაპი, რომელსაც ასევე ტექნოლოგიების მომზადების ფაზა ეწოდება, რობოტების დამზადებას მოიცავს. მათი მიზანი მარსიდან ნიმუშების დაბრუნება და ბაზის ადგილის შესწავლა იქნება, აქ მომავალი ინსტალაციების განსათავსებლად. მეორე ეტაპზე მარსზე ადამიანების გაგზავნა იგეგმება, რომლებიც იქ პერმანენტულ ბაზას ააშენებენ. მისი დასრულების შემდეგ კი, მესამე ფაზის ფარგლებში, დედამიწიდან მარსის მიმართულების მასშტაბური საჰაერო ფრენები დაიწყება და მისიის მონაწილეები წითელ პლანეტაზე სხვადასხვა პროექტების განხორციელებას შეუდგებიან. აკადემიის მიხედვით, ამ და სხვა დამატებითი ფაზების თარიღებია 2033, 2035, 2037, 2041 და 2043 წლები.
"ცის კიბე"
აღსანიშნავია, რომ "Sky ladder", იგივე ცის კიბის სისტემის მშენებლობასთან ერთად, ჩინეთი მარსის შესწავლის მისიებისთვის ადამიანების გადასაყვანად ბირთვული ტრანსპორტის შექმნასაც განიხილავს. რაც შეეხება ცის კიბეს, ამჟამად მას განიხილავენ, როგორც წითელ პლანეტაზე სატრანსპორტო მისიებისა და ხომალდების ღირებულების შემცირების საშუალებას. ზუსტად ცნობილი არაა, თუ რას გულისხმობს აკადემია "ცის კიბეში", თუმცა, შესაძლოა, ეს კოსმოსური ლიფტის მსგავსი რამ იყოს. ეს ახალი იდეა სულაც არაა, თუმცა ისეთი ვერტიკალური ტრანსპორტის აშენება, რომელიც პლანეტის ზედაპირს თუნდაც ორბიტას დაუკავშირებს, ძალიან რთული იქნება როგორც დედამიწაზე, ასევე მარსზე. თუმცა, ის ტექნოლოგიური უნარები თუ მიღწევები, რაც ასეთი "ლიფტის" ასაშნებლადაა საჭირო, შესაძლოა, ჯერ სულაც არ არსებობდეს.
შინუას გლობალური სერვისის ანგარიშში "კოსმოსური კიბის" ილუსტრაციაც არსებობს, რომელიც ეკიპაჟიან კაფსულას გამოხატავს. ეს უკანასკნელი კოსმოსის აღმოსაჩენად ზემოთ ნახშირბადის ნანომილით მიემგზავრება. კაფსულას შეიძლება დაემატოს კიდევ ერთი კოსმოსური სადგური მთვარეზე, სადაც იგი კიდევ ერთი "კიბით" დაეშვება.
აღსანიშნავია, რომ ცოტა ხნის წინ ჩინეთმა შორეული ასტეროიდების შესწავლის გეგმებიც გამოამჟღავნა.
კომენტარები