ანტარქტიდაზე ტბა უეცრად გაქრა — რატომ
აღმოსავლეთ ანტარქტიდაზე მასიური გაყინული ტბა გაქრა. ეს კი, Phys.org-ის თანახმად, 2019 წლის ზამთარში მოხდა. ტბა 600-750 მილიონ კუბურ მეტრ წყალს მოიცავდა და ის ოკეანეში გაუჩინარდა.
აღნიშნულის ამსახველი კვლევა მეცნიერებმა ჟურნალ Geophysical Research Letters-ში, 23 ივნისს გამოაქვეყნეს. კვლევის ავტორებმა დასკვნების გასაკეთებლად თანამგზავრიდან გადაღებული ფოტოები გამოიყენეს. მდე და შემდეგ ფოტოები ქვემოთ შეგიძლიათ იხილოთ.
რა მოუვიდა ტბას?
მეცნიერებს მიაჩნიათ, რომ ტბის მოცულობიდან და სიმძიმიდან გამომდინარე, ის ოკეანეში ჩავიდა.
"ჩვენ გვჯერა, რომ ამ ღრმა ტბაში აკუმულირებულმა წყლის წონამ ტბის ფსკერზე, ყინულში ნაპრალი გააჩინა. ეს არის პროცესი, რომელსაც ჰიდროფრაქტს უწოდებენ და ის წყლის ქვემოთ მდებარე ოკეანეში ჩაღვრას იწვევს", — თქვა რონალდ ვარნერმა, კვლევის მთავარმა ავტორმა და გლაციოლოგმა ტასმანიის უნივერსიტეტიდან.
დიდი შანსია, რომ კლიმატის ცვლილების პარალელურად, უფრო მეტი ანტარქტიდისა და არქტიკის ტბის გაქრობის მომსწრენი გავხდეთ. გლობალური ტემპერატურის ზრდასთან ერთად, მსოფლიოს ყინული ნელ-ნელა სულ უფრო გადნება, რაც მეტი ტბის გაქრობას გამოიწვევს. გამქრალი ტბები კი, რომლებიც თავიანთ ფსკერებზე ნაპრალებს გააჩენენ, თავის მხრივ, ისევ ყინულის საფარის დესტაბილიზაციას შეუწყობენ ხელს. შესაბამისად, აღნიშნული მოვლენა კიდევ ერთი შეხსენება და გაფრთხილებაა კლიმატის ცვლილების შესახებ.
კომენტარები