დღეს პროკურატურამ მთელ ქვეყანას გამოგვიცხადა "ეს ის არ არის, რაც თქვენ გგონიათო"... მინისტრი კი არა მილი სტიო. კი, ნამდვილად მილი სტიო.

ამბობენ "ეძიებდე და ჰპოვებდეო", მაგრამ ვაი, რომ თანამედროვე საძიებო სისტემები მილი სტებზე საკმარის ინფორმაციას არ გვაწვდის. ამიტომ თქვენი დახმარება გვჭირდება, შეავსეთ ჩვენი ქვიზი, გაიგეთ მინისტრი ხართ, თუ მილი სტი და თუ ეს უკანასკნელი იქნებით, ჩვენც გაგვარკვიეთ, ვინ ხართ და რა გინდათ.

ჯერ მთავარი ამბავი გავარკვიოთ: მინი თუ მილი?

სად იცხოვრებდი: მინდელის ქუჩაზე თუ მილანში?

რითი გადადგილება სჯობს: მინივენით თუ მილებით?

სახლში რა უფრო ძველი გაქვს: მინები თუ მილები?

მილიონერი გირჩევნია იყო, თუ მილიარდერი?

ის თუ იცი, მილიარდერია სწორი თუ მილიარდელი?

რომელი სახელი უფრო მოგწონს: ბერა თუ ბელა?

მილიცია თუ პოლიცია?

მილენიალი ხარ თუ Gen Z?

რომელი კოკა-კოლა გირჩევნია: ჩვეულებრივი თუ უშაქრო?

და ბოლო, ტრი ტრი თუ ანტუნიიი?