ახალი კვლევა აჩვენებს, რომ COVID-19-ს ადამიანის დნმ-ში შეუძლია ინტეგრირება
ხშირად ადამაინებს, რომლებსაც COVID-19 უკვე გადატანილი აქვთ, მაგრამ ინფექციის ნიშნები არ აღენიშნებათ, ყველაზე სანდო PCR ტესტი მაინც დადებითს უჩვენებს. მეცნიერთა გუნდის ჰიპოთეზით, COVID-19-ს შეუძლია ადამიანის ქრომოსომებში ინტეგრირდეს (ჩაურთოს საკუთარი გენეტიკური კოდის ნაწილი ადამიანის გენომში) — ეს პროცესი ვირუსებისთვის უჩვეულო არაა და შესაძლოა, მეცნიერებს ზემოთაღნიშნული იშვიათი შემთხვევების ახსნაშიც დაეხმაროს, ცრუ დადებითი PCR ტესტების შესახებ.
თანამედროვე ექსპერიმენტებმა კიდევ უფრო გაამყარა COVID-19-ის რნმ-ის გენების ადამიანის დნმ-ში ინტეგრაციის მოსაზრება, თუმცა კრიტიკოსები ამაში დარწმუნებულნი არ არიან. ისინი ფიქრობენ, რომ ეს კვლევა, შესაძლოა, არასწორად იქნას გაგებული და საზოგადოებრივი უსაფრთხოების პრობლემები გამოიწვიოს.
ნებისმიერი დაავადების გავრცელების კონტროლისთვის მნიშვნელოვანია ხშირი და ზუსტი ტესტირებები. PCR ტესტი დიდი ხნის მანძილზე წარმოადგენდა ოქროს სტანდარტს COVID-19-ის ტესტირებისთვის. მას აქამდე წარმატებით იყენებდნენ და სწავლობდნენ მის შეზღუდვებსაც. თუმცა, კიდევ უფრო საიმედო ტესტირებების უზრუნველყოფის მიზნით, ამ მეცნიერებმა გადაწყვიტეს აეხსნათ, თუ რატომ იღებს ზოგიერთი პაციენტი დადებით პასუხს ტესტზე მაშინ, როდესაც მათ COVID-19-ის აქტიური ინფექცია არ აქვს.
მკვლევართა გუნდს, რომელიც ამ ანომალიას სწავლობდა, მასაჩუსეტსის ტექნოლოგიების ინსტიტუტის (MIT) მეცნიერები, გენების რეგულაციის სპეციალისტი რიჩარდ იანგი და ღეროუჯრედების ბიოლოგი რუდოლფ იენიში ხელმძღვანელობდნენ. ვინაიდან SARS-CoV-2-ს, COVID-19-ზე პასუხისმგებელ ვირუსს რნმ-ისგან დამზადებული გენები აქვს, მკვლევრებმა მეტი ყურადღება დაუთმეს იმ იდეას, რომ არც ისე ხშირად, ადამიანის ფერმნენტებმა, შესაძლოა, ჩვენს დნმ-ში ვირუსული მიმდევრობები გადაწერონ და ჩაურთონ იგი ჩვენს ქრომოსომებში.
უკუტრანსკრიპტაზა (Reverse transcriptase — RT) ფერმენტია, რომელიც რნმ-ის შაბლონიდან დამატებითი დნმ-ის დასაგროვებლად LINE-1-ს (გრძელი დისპერსირებული ბირთვული ელემენტი) იყენებს. ამას უკუგადაწერა ეწოდება. LINE-1-ის დაშიფრული თანმიმდევრობა, რომელიც ყველაზე გავრცელებულ LINE-ს წარმოადგენს, ადამაინების გენომის 17%-ზეა გაბნეული და იგი უძველესი რეტროვირუსული ინფექციების გენეტიკური ნარჩენებითაა სავსე. ჯამში, LINE ელემენტები ადამიანის გენომის დაახლოებით 21%-ს შეადგენენ.
ჟურნალ Proceedings of the National Academy of Sciences-ში (PNAS) გამოქვეყნებულ ახალ კველვაში მეცნიერები ახალ მტკიცებულებაზე საუბრობენ. იენიშმა Science-სთან ინტერვიუში განაცხადა, რომ მისმა გუნდმა აღმოაჩინა "ნათელი მტკიცებულება იმისა, რომ კორონავირუსის მიმდევრობებს გენომში შეუძლიათ ინტეგრირება". მკვლევრებმა აღმოაჩინეს კავშირი LINE-1 ელემენტებსა და ინტეგრირებულ ვირუსილ გენეტიკურ მიმდევრობებს შორის, რაც უკუგადაწერის ჰიპოთეზას უჭერს მხარს. დამატებით, ისინი მუშაობდნენ სტივენ ჰიუზთან, სკეპტიკოსთან კიბოს ეროვნული ინსტიტუტიდან, რათა გაერკვიათ, ნამდვილად ვირუსულ ინტეგრაციასთან ჰქონდათ საქმე, თუ ეს უბრალოდ ექსპერიმენტის თანხმლები შეცდომა იყო. ამ ერთდროულმა სამუშაომაც საწყის ჰიპოთეზას დაუჭირა მხარი და საკმაოდ სასარგებლო აღმოჩნდა ექსპერიმენტისთვის.
კიდევ ერთი კრიტიკოსი, ადამიანში ენდოგენური რეტროვირუსის მიმდევრობების ექსპერტი კორნელის უნივერსიტეტიდან, სედრიკ ფეშოტი ამბობს, რომ 25 მაისს გამოქვეყნებული კვლევა ბევრად უფრო სარწმუნოა და ახლა ამ ჰიპოთეზას "დამაჯერებლად" მიიჩნევს, თუმცა, ის ბოლომდე დარწმუნებული არაა ამ მონაცემების რელევანტურობაში მთავარ საკითხთან. იგი Science-სთან ინტერვიუში აცხადებს, რომ "ვინაიდან არ არსებობს ინტეგრაციის მტკიცებულება პაციენტებში, ამ მონაცემებიდან მხოლოდ იმას ვიგებ, რომ შესაძლებელია SARS-CoV-2-ის რნმ-ის რეტროპოზიციის დაფიქსირება ინფექციური უჯრედების ხაზში, სადაც L1 ზედმეტადაა გამოხატული. ამ დაკვირვებების კლინიკური ან ბიოლოგიური მნიშვნელობა სუფთა სპეკულაციის საკითხია".
იანგს სჯერა, რომ მათ რნმ-ის მარკერები აღმოჩინეს, რაც ინტეგრირების პროცესზე მიანიშნებს, მაგრამ იგი ცნობს იმ ფაქტს, რომ მათ ჯერ ვირუსული რნმ-ის ინტეგრაციის პირდაპირი მტკიცებულება არ აღმოუჩენიათ.
ამ კვლევამ განამტკიცა ის იდეა, რომ შესაძლოა მოხდეს COVID-19-ის უკუგადაწერა ადამიანის დნმ-ში, თუმცა საბოლოო დასკვნის გამოტანა ჯერ ნაადრევია. სანამ ჩვენ COVID-19-ით გამოწვეულ პანდემიასთან ბრძოლას განვაგრძობთ, მკვლევრებმა კიდევ უნდა გაარკვიონ, ნამდვილად მიმდინარეობს თუ არა ეს პროცესი და იქნება თუ არა ამ კვლევიდან მიღებული ინფორმაცია მეცნიერებისთვის სასარგებლო.
კომენტარები