გირჩის ლიდერი, ზურაბ ჯაფარიძე მიიჩნევს, რომ ტელეკომპანია რუსთავი 2-ის საქმის პროცესები პოლიტიკური პროცესის ნაწილია. გარდა ამისა, მისივე აზრით, თუ ძალაში დარჩება სააპელაციო სასამართლოს გადაწყვეტილება, ეს ნეგატიურად აისახება ზოგადად ეკონომიკურ გარემოსა და ბიზნეს გარემოზე ქვეყანაში:

"აქ მნიშვნელობა არ აქვს რუსთავი 2 მოგწონს, თუ არ მოგწონს. აქ საუბარია იმაზე, რომ პოლიტიკური ძალაუფლების მქონე ერთი პირი, ან ხელისუფლება ცდილობს ერთ ერთი ყველაზე კრიტიკული მედიასაშუალების ან ხელში ჩაგდებას, ან მისი სარედაქციო პოლიტიკის შეცვლას," - უთხრა On.ge-ს ჯაფარიძემ ტელეკომპანიის მხარდასაჭერ აქციაზე, საკონსტიტუციო სასამართლოს შენობასთან.