იოსებ ოსორაული - აფრიკის კონტინენტის ქართველი ტყვე
ფოტო: ამერიკის ხმა
27 თებერვალს ზუსტად ერთი თვე შესრულდა, რაც ქართველი სამხედრო მფრინავი იოსებ ოსორაული, კონგოს დემოკრატიული რესპუბლიკის (კდრ) ტერიტორიაზე ტყვედ ჩავარდა.
2017 წლის 27 იანვარს, კდრ-ის შეიარაღებულმა ძალებმა, ჩრდილოეთ კივუს პროვინციაში, ვირუნგას მთათა მასივში, ჩამქრალი ვულკანების - კარისიმბსა და მიკენოს შორის ერთბაშად ორი საბრძოლო MI-24 დაკარგეს.
MI-24-ის კატასტროფის ადგილზე ოსორაული ტყვედ ჩავარდა
ფოტო: ამერიკის ხმა
ერთ MI-24-ს საქართველოს შეირაღებული ძალების ყოფილი მფრინავები: თადარიგის პოლკოვნიკი, 41 წლის იოსებ ოსორაული და თადარიგის უფროსი ლეიტენანტი, 37 წლის ვიაჩესლავ პლუჟნიკოვი მართავდნენ. ისინი აფრიკის ამ სახელმწიფოში კერძო კონტრაქტით მსახურობდნენ. მეორე ვერტმფრენის ეკიპაჟი კი ბელორუსიის მოქალაქეებით იყო დაკომპლექტებული.
ჯერჯერობით, ბოლომდე ნათელი არ არის, ერთმანეთისგან დაახლოებით, 500 მეტრის მოშორებით, რა გახდა ორი MI-24-ის ჩამოვარდნის მიზეზი. კონგოდან წინააღმდეგობრივი ინფორმაცია ვრცელდება: ერთი ვერსიით, ორივე MI-24-მა ძლიერი ქარის გამო განიცადა კატასტროფა, მეორე ვერსიით კი ვერტმფრენები, გადასატანი საზენიტო სარაკეტო კომპლექს სტრელა-2M-ით ჩამოაგდეს.
ამ დროისთვის, დადასტურებულად ცნობილია, რომ კონგოელმა სამხედროებმა, ბელორუსებთან ერთად, დაშავებული ვიაჩესლავ პლუჟნიკოვი მალევე აღმოაჩინეს, ქალაქ გომის ჰოსპიტალში გადაიყვანეს და დღეს მის სიცოცხლეს საფრთხე აღარ ემუქრება.
ვიაჩესლავ პლუჟნიკოვი კონგოს დემოკრატიულ რესპუბლიკაში ავიაკატასტროფას გადაურჩა
ფოტო: ამერიკის ხმა
ავიაკატასტროფის ადგილზე დაიღუპა სამი კონგოელი, მათ შორის პოლკოვნიკი იეზიკილ კვასუნდოვე. სამი შვილის მამა, პოლკოვნიკი იოსებ ოსორაული კი 23 მარტის მოძრაობის (M23) მეამბოხეებს ჩაუვარდა ხელში.
სამხედრო ბლოგერის დავით ნემსაძის ინფორმაციით, ტყვედ ჩავარდნილ ოსორაულს მეამბოხეებმა სახლში დარეკვის უფლება მისცეს, ისინი ხან დიდ გამოსასყიდს ითხოვენ, ხან კი დემოკრატიული კონგოს ხელისუფლებას მოთხოვნებს უყენებენ.
ვიცი, რომ პოლკოვნიკ ოსორაულს საქართველოში დარეკვის საშუალება ორჯერ მისცეს. მეამბოხეები ხშირად ცვლიან მოთხოვნებს: ხან მილიონ დოლარს ითხოვენ, ხან ციხეებიდან 200 მათი მომხრის გათავისუფლებას, ხანაც ქვოტას კონგოს პარლამენტში.
"უმაღლესი კლასის მფრინავია, 3500 მეტრიდან მან ისე დასვა დაზიანებული MI-24 მიწაზე, რომ პირადი შემადგენლობა გადარჩა. სხვადასხვა ინფორმაცია ვრცელდება, ვიცი, რომ პოლკოვნიკ ოსორაულს საქართველოში დარეკვის საშუალება 2-ჯერ მისცეს. მეამბოხეები ხშირად ცვლიან მოთხოვნებს: ხან მილიონ დოლარს ითხოვენ, ხან ციხეებიდან 200 მათი მომხრის გათავისუფლებას, ხანაც ქვოტას კონგოს პარლამენტში".
ოსორაულიც და პლუჟნიკოვიც 2008 წლის აგვისტოს, რუსეთ-საქართველოს ომის მონაწილეები არიან. 8 აგვისტოს სწორედ მათმა ესკადრილიამ განახორციელა პირველი საბრძოლო გაფრენა ცხინვალი-ჯავის მიმართულებით. 11 აგვისტოს კი ოსორაულმა, რუსეთის არმიის პოზიციების მოულოდნელი, ღამის დაბომბვით, უდიდესი დახმარება აღმოუჩინა ჩვენი ჯარის მეორე ქვეით ბრიგადას.
იოსებ ოსორაული(მარცხნივ) საქართველოს შეიარაღებულ ძალებში სამსახურის დროს
ფოტო: ამერიკის ხმა
პოლკოვნიკი ოსორაული შერეული საავიაციო ესკადრილიის ყოფილი მეთაურია. 2010 წელს,სამხედრო-საჰაერო ძალების გაუქმების შემდეგ, მან შეიარაღებული ძალები დატოვა და სამუშაოდ კონგოში წავიდა.
2010 წლის ოქტომბერში, ბათუმელი ვიაჩესლავ პლუჟნიკოვი კიდევ ხუთ ქართველი მფრინავთან ერთად ენვერის გახმაურებული სპეცოპერაციის ფარგლებში აიყვანეს და ბრალად რუსეთის ჯაშუშობა წაუყენეს. მაშინ ერთი მფრინავი აღიარების სანაცვლოდ საპროცესოთი გაუშვეს, დანარჩენებიდან ვინ ბრალი არ აღიარა, ოთხ მფრინავს - 11 წელი, პლუჟნიკოვს კი 13 წელი და 6 თვე მიუსაჯეს.
ყველა მფრინავი, მათ შორის, პლუჟნიკოვი 2013 წლის 13 იანვარს, ამნისტიის შედეგად, პოლიტპატიმრის სტატუსით გათავისუფლდა. მალევე ისიც სამუშაოდ კონგოში გაემგზავრა.
ვიაჩესლავ პლუჟნიკოვმა ე.წ. ენვერის საქმეზე ბრალი არ აღიარა
ფოტო: ამერიკის ხ
თავდაცვის სამინისტროს ცნობით, 2014 წელს, მცირე ხნით, ოსორაული საქართველოს შეიარაღებულ ძალებში დაბრუნდა, თუმცა 2015 წლის მარტში, კვლავ დაწერა პატაკი და ისევ კონგოს დემოკრატიული რესპუბლიკის სამხედრო-საჰაერო ძალების მფრინავი გახდა. თანამებრძოლების თქმით, ოსორაულმა საკუთარი ადგილი ქართულ არმიაში ვეღარ ნახა.
საქართველოს საგარეო საქმეთა სამინისტროში ამბობენ, რომ ზემო ალვანში მცხოვრებმა ოსორაულების ოჯახმა გვიან გაახმაურა იოსებ ოსორაულის ტყვედ ჩავარდნის ამბავი, იმ იმედით, რომ კონგოს დემოკრატიული რესპუბლიკის ხელისუფლება მის დახსნას მოახერხებდა.
ოფიციალურმა კინშასამ კი მხოლოდ 22 თებერვალს დაადასტურა მფრინავ ოსორაულის დატყვევების ფაქტი. როგორც სამხრეთ აფრიკაში საქართველოს ელჩი ბექა დვალი ამბობს, ამჟამად ქართველი დიპლომატები კინშასასთან მუდმივ კავშირზე არიან.
ვაგრძელებთ დიპლომატიურ ძალისხმევას, როგორც კონგოს დემოკრატიული რესპუბლიკის წარმომადგენლებთან, ისე იქ განლაგებულ გაეროს მისიასთან საქართველოს მოქალაქის დასახმარებლად. რაც შეეხება გამოსასყიდს, ჩვენ რაც გავარკვიეთ დიპლომატიური არხებით, ეს თემა არ ფიგურირებს.
"ჩვენ ვაგრძელებთ დიპლომატიურ ძალისხმევას, როგორც კონგოს დემოკრატიული რესპუბლიკის წარმომადგენლებთან, ისე იქ განლაგებულ გაეროს მისიასთან საქართველოს მოქალაქის დასახმარებლად. რაც შეეხება გამოსასყიდს, რაც გავარკვიეთ დიპლომატიური არხებით, ეს თემა არ ფიგურირებს. ვიცით, რომ ტყვედ ჩავარდნილი მფრინავი არის ჯანმრთელად".
ქართველი მფრინავები კონგოს დემოკრატიულ რესპუბლიკაში 18 წლის წინ გამოჩდნენ. 1999-2000 წლებში, თბილისის საავიაციო ქარხანამ, კინშასას 6 მილიონ დოლარად, 10 ერთეული ავიაგამანადგურებელი SU-25K მიჰყიდა და ქართველი სპეციალისტებიც მიავლინა. იქ მაშინ სულ ახალი დასრულებული იყო კონგოს პირველი ომი (1996-1997), რომელსაც 25 ათასი ადამიანი შეეწირა.
მას შემდეგ, დემოკრატიულმა კონგომ (ყოფილმა ზაირმა) დიდ აფრიკულ ომად წოდებული, კონგოს მეორე ომი(1998-2002) გადაიტანა, რომელშიც ათი აფრიკული სახელმწიფო იყო ჩართული და 4 მილიონი ადამიანი დაიღუპა.
ასევე კივუს კონფლიქტი (2004-2013), უდიდესი ჰუმანიტარული კატასტროფით, რომელიც 2,5 მილიონ ადამიანს შეეხო. ამ კონფლიქტში დემოკრატიული კონგოს შეიარაღებულ ძალებს, მეზობელი ქვეყნების: რუანდისა და უგანდის აქტიური მხარდაჭერით. კონგოს არმიიდან გაქცეული დეზერტირების დაჯგუფება - 23 მარტის მოძრაობა (M23) ებრძოდა, რომელმაც 2013 წლის ნოემბერში კაპიტულაცია გამოაცხადა.
კონგოელი სამხედრო მფრინავები და მათი ქართველი ინსტრუქტორები
ფოტო: ამერიკის ხმა
დღეს კინშასაში მიაჩნიათ, რომ 2017 წლის იანვრის ბოლოს, რუანდისა და უგანდის საზღვართან ახლოს, ორი საბრძოლო MI-24-ის ჩამოგდებით, 23 მარტის მოძრაობამ ომი განაახლა.
ალვანელი იოსებ ოსურაული ამჟამად სწორედ M23-ი დაჯგუფების წევრებს ჰყავთ დატყვევებული. დემოკრატიული კონგოს სამხედრო-საჰაერო ძალებში კი კიდევ, საქართველოს 30-მდე მოქალაქე მსახურობს.
-
ხელოვნური ინტელექტი დამწყებთათვის სამუშაო ადგილებს ამცირებს — აშშ-ის ახალი მონაცემები ხელოვნური ინტელექტი დამწყებთათვის სამუშაო ადგილებს ამცირებს — აშშ-ის ახალი მონაცემები
გადახედვა
-
OpenAI-ს ხელოვნურმა ინტელექტმა წესები კიდევ 6-ჯერ დაარღვია — კომპანია შემთხვევებს ასაჯაროებს OpenAI-ს ხელოვნურმა ინტელექტმა წესები კიდევ 6-ჯერ დაარღვია — კომპანია შემთხვევებს ასაჯაროებს
გადახედვა
-
ხულო-ზარზმის 47-კილომეტრიანი გზის მონაკვეთიდან სამუშაოები 3 კმ-ზეა დარჩენილი — მინისტრი ხულო-ზარზმის 47-კილომეტრიანი გზის მონაკვეთიდან სამუშაოები 3 კმ-ზეა დარჩენილი — მინისტრი
გადახედვა
-
დმანისში 2 მსხვილფეხა საქონელს ცოფი დაუდასტურდა — გამოცხადდა კარანტინი დმანისში 2 მსხვილფეხა საქონელს ცოფი დაუდასტურდა — გამოცხადდა კარანტინი
გადახედვა
-
UNWTO-ს გენმდივანი საქართველოში იმყოფება UNWTO-ს გენმდივანი საქართველოში იმყოფება
გადახედვა
-
ევროს ღირებულება 3 ლარს ჩამოსცდა ევროს ღირებულება 3 ლარს ჩამოსცდა
გადახედვა
-
ახალი პრეპარატი კიბოს უჯრედებს საკუთარივე დამცავი მექანიზმით ანადგურებს ახალი პრეპარატი კიბოს უჯრედებს საკუთარივე დამცავი მექანიზმით ანადგურებს
გადახედვა
-
ნიადაგში მოხვედრილი მიკროპლასტმასა ტოქსინებისა და მიკრობების გავრცელებას უწყობს ხელს ნიადაგში მოხვედრილი მიკროპლასტმასა ტოქსინებისა და მიკრობების გავრცელებას უწყობს ხელს
გადახედვა
-
ქომაგობა არ ჩერდება — ერთად ვუგულშემატკივროთ საქართველოს ნაკრებს. თუ სტადიონზე ვერ შევიკრიბებით, მთელი ქალაქი ტრიბუნად იქცევა ქომაგობა არ ჩერდება — ერთად ვუგულშემატკივროთ საქართველოს ნაკრებს. თუ სტადიონზე ვერ შევიკრიბებით, მთელი ქალაქი ტრიბუნად იქცევა
-
ნეტფლიქსმა სტენფორდის ციხის ექსპერიმენტი გაიმეორა და მალე სერიალს გამოუშვებს ნეტფლიქსმა სტენფორდის ციხის ექსპერიმენტი გაიმეორა და მალე სერიალს გამოუშვებს
გადახედვა
-
სად ქრებიან ფრინველები? — მიგრაციის საიდუმლო, რომლის ამოხსნასაც საუკუნეები დასჭირდა სად ქრებიან ფრინველები? — მიგრაციის საიდუმლო, რომლის ამოხსნასაც საუკუნეები დასჭირდა
გადახედვა
-
სერგეი შოიგუ შალვა პაპუაშვილს ციტირებს და მის განცხადებას იწონებს სერგეი შოიგუ შალვა პაპუაშვილს ციტირებს და მის განცხადებას იწონებს
გადახედვა
-
"საქართველოს სუვერენიტეტის პატივისცემა ევროპული უსაფრთხოებისთვის აუცილებელია" — SOC Group "საქართველოს სუვერენიტეტის პატივისცემა ევროპული უსაფრთხოებისთვის აუცილებელია" — SOC Group
გადახედვა
-
ნიკოლ ფაშინიანი: თუ ჩვენი CSTO-დან გარიცხვა უნდათ, მაშინ გაგვრიცხონ ნიკოლ ფაშინიანი: თუ ჩვენი CSTO-დან გარიცხვა უნდათ, მაშინ გაგვრიცხონ
გადახედვა
-
ChatGPT-სთან ჩვენს მიმოწერებს სხვა ადამიანები კითხულობენ — რა ვიცით ChatGPT-სთან ჩვენს მიმოწერებს სხვა ადამიანები კითხულობენ — რა ვიცით
გადახედვა
-
რომელი ბრენდი იმსახურებს ჩემპიონს? — თეგეტა პარტნიორობას პარალიმპიელ ჩემპიონთან გვანცა ზადიშვილთან იწყებს რომელი ბრენდი იმსახურებს ჩემპიონს? — თეგეტა პარტნიორობას პარალიმპიელ ჩემპიონთან გვანცა ზადიშვილთან იწყებს
-
ნონა ქურდოვანიძე: "გრანტების მართვის სააგენტოს დაფუძნება მოსაჩვენებლად გადადგმული ნაბიჯი იყო" ნონა ქურდოვანიძე: "გრანტების მართვის სააგენტოს დაფუძნება მოსაჩვენებლად გადადგმული ნაბიჯი იყო"
გადახედვა
-
თათა ოქრუაშვილი — მუსიკა, სცენა და ახალი შეხვედრა მსმენელთან თათა ოქრუაშვილი — მუსიკა, სცენა და ახალი შეხვედრა მსმენელთან
-
კანადა ევროკავშირთან "ასოცირებული წევრობის" იდეას მიესალმება კანადა ევროკავშირთან "ასოცირებული წევრობის" იდეას მიესალმება
გადახედვა
-
მთავრობის ეფექტიანობის დეპარტამენტი სამშენებლო ზედამხედველობის გაციფრულებას გეგმავს მთავრობის ეფექტიანობის დეპარტამენტი სამშენებლო ზედამხედველობის გაციფრულებას გეგმავს
გადახედვა
-
ილჰამ ალიევმა ევროპარლამენტს "კორუმპირებულების ბუდე" უწოდა ილჰამ ალიევმა ევროპარლამენტს "კორუმპირებულების ბუდე" უწოდა
გადახედვა
კომენტარები