PHR-მა ნინოწმინდის პანსიონიდან ბავშვების გამოყვანის მოთხოვნით სასამართლოს მიმართა
ორგანიზაციამ პარტნიორობა ადამიანის უფლებებისთვის (PHR) ნინოწმინდის პანსიონიდან ბავშვების გამოყვანის მოთხოვნით სასამართლოს მიმართა. როგორც PHR-ს წარმომადგენელმა, ანა არგანაშვილმა On.ge-ს განუცხადა, მათი მოთხოვნები უფრო გამკაცრდა მას შემდეგ, რაც სხვადასხვა შესაძლო დანაშაულების შესახებ ინფორმაციები გავრცელდა.
"მოთხოვნები შეიცვალა, ვინაიდან, როცა გაეროს მივმართეთ და მანამდე საქალაქო სასამართლოს, ვითხოვდით ამ წუთში მხოლოდ სახალხო დამცველის შესვლას მონიტორინგზე, მაგრამ ვინაიდან გავრცელდა ძალიან შემაშფოთებელი ინფორმაცია იქ შესაძლო დანაშაულების შესახებ, მათ შორის, სქესობრივი დანაშაული და იქ ყოფილმა აღსაზრდელებმა ისაუბრეს ძალადობრივ ატმოსფეროსა და გარემოზე, ჩვენი მოთხოვნა უფრო გამკაცრდა და დღეს უკვე მარტო სახალხო დამცველის შესვლას არ ვითხოვთ, ვითხოვთ ბავშვების დაუყოვნებლივ გამოყვანასა და უსაფრთხო ადგილას გადაყვანას", — განაცხადა მან.
მისივე თქმით, აქვთ მოლოდინი, რომ მათი მოთხოვნები დაკმაყოფილდება, წინააღმდეგ შემთხვევაში, გადაწყვეტილებას გაასაჩივრებენ.
"ჩვენ ყოველთვის ველით, რომ სამართლიანობა და კანონიერება გაიმარჯვებს, სხვანაირად ვერ ვიცხოვრებთ ამ ქვეყანაში. თუ არ დაკმაყოფილდება დღესვე გასაჩივრდება და აპელაციასაც დღეს მოვითხოვთ. თქვენ იცით, რომ წინა შემთხვევაში ჩვენ აპელაციაში კი არა, გაეროში წავედით, ახლაც წავალთ. საქართველოს სასამართლო როცა ვერ ხედავს ბავშვთა უფლებების დარღვევებს, საბედნიეროდ, საერთაშორისო სასამართლოები ხედავენ", — აღნიშნა არგანაშვილმა.
დღეს, 4 ივნისს სახელმწიფო ზრუნვის სააგენტომ განაცხადა, რომ დაწესებულების დატოვების სურვილი 6-მა არასრულწლოვანმა გამოთქვა, ხოლო კიდევ 10-თან მიმდინარეობს მუშაობა.
2 ივნისს სახალხო დამცველმა გაავრცელა ინფორმაცია, რომ ნინოწმინდის ამბავზე გამოძიება გაუპატიურების მუხლითაც მიმდინარეობს. ომბუდსმენის განცხადებით, პროკურატურიდან გამოთხოვილი ინფორმაციით ირკვევა, რომ 2016-2021 წლებში დაწყებულია ოთხი სისხლის სამართლის საქმის გამოძიება არასრულწლოვნების მიმართ სავაურო ძალადობის საქმეებზე.
3 ივნისს მედიაში გავრცელდა პანსიონის ყოფილი ბენეფიციარის ინტერვიუ, სადაც ის ფიზიკურ და ფსიქოლოგიურ ძალადობაზე საუბრობს. იმავე დღეს შსს-მ გაავრელა განცხადება, სადაც აღნიშნულია, რომ ძველ მიმდინარე საქმეებზე მათ საკმარისი მტკიცებულებები არ აქვთ, ახალ გავრცელებულ ინფორმაციაზე კი გამოძიება დაიწყეს.
15 აპრილს სახალხო დამცველის წარმომადგენელი საპატრიარქოს ნინოწმინდის წმინდა ნინოს ობოლ, უპატრონო და მზრუნველობამოკლებულ ბავშვთა პანსიონში არ შეუშვეს. ომბუდსმენის აპარატში აცხადებენ, რომ ამის მიზეზად, დაწესებულების წარმომადგენელმა სხალთის მთავარეპისკოპოსის, მეუფე სპირიდონის მითითება დაასახელა. განმარტება გააკეთა თავად სპირიდონმაც და ჰომოფობიური მიზეზი დაასახელა — მისი თქმით, პანსიონში ომბუდსმენის წარმომადგენლებს იმიტომ არ უშვებს, რომ "ერთნაირსქესიანთა ქორწინების დაკანონებას ითხოვენ და ასეთებს თავის ბავშვებს საჯიჯგნად ვერ მისცემს".
ამის შემდეგ ორგანიზაციამ პარტიონორობა ადამიანის უფლებებისთვის თბილისის საქალაქო სასამართლოს მიმართა და მთავრობისგან ნინოწმინდის პანსიონში ყველა შესაბამისი უწყების მიერ მონიტორინგის ჩატარების უზრუნველყოფა მოითხოვა. სასამართლოს ეს მოთხოვნა არ დააკმაყოფილა, თუმცა დააკმაყოფილა გაერომ და შესაბამისად, მთავრობა ვალდებულია, უზრუნველყოს მონიტორინგი.
რაც შეეხება სახელმწიფოს რეაქციას, 14 მაისს, პარლამენტში, ჯანდაცვის სამინისტროს სოციალური დაცვის პოლიტიკის სამმართველოს უფროსმა, დეპუტატ დავით სერგეენკოს კითხვის პასუხად თქვა, რომ ნინოწმინდის ბავშვთა პანსიონში ბოლო ერთი თვის განმავლობაში მეურვე-მზრუნველობის ორგანო მონიტორინგს სტანდარტულად ახორციელებს.
სახალხო დამცველის აპარატის ინფორმაციით, მათი წარმომადგენლები 19 მაისს ისევ იმყოფებოდნენ ნინოწმინდის ბავშვთა პანსიონში, თუმცა მონიტორინგის საშუალება კვლავ არ მიეცათ. როგორც ისინი ამბობენ, პანსიონის წარმომადგენლებმა მათთან საუბარი არ ისურვეს და მიზეზად ხელმძღვანელის მითითება დაასახელეს.
სახალხო დამცველის ინფორმაციით, ამჟამად პანსიონში 57 არასრულწლოვანი ირიცხება, მათგან ყველაზე პატარა 5 წლისაა. ომბუდსმენი ამბობს, რომ დაწესებულებაში მონიტორინგის შესაძლებლობა არც სახელმწიფო ზრუნვის სააგენტოს სოციალურ მუშაკს ეძლევა, რომელსაც 2020 წლის ივნისის შემდეგ პანსიონში არ შესულა.
"სახალხო დამცველისადმი სააგენტოს მიერ მოწოდებულ ოფიციალურ კორესპონდენციაში აღნიშნულია, რომ მეუფე სპირიდონი პანსიონში სოციალური მუშაკის ვიზიტების წინააღმდეგია, რაც ადგილზე სოციალურმა მუშაკმაც დაადასტურა".
სახალხო დამცველი წლებია აღნიშნავს, რომ ნინოწმინდის წმინდა ნინოს ბავშვთა პანსიონში განხორციელებულმა მონიტორინგებმა ბავშვთა მიმართ ძალადობის მწვავე ფაქტები და ბავშვების დასჯის შემთხვევები გამოკვეთა. პანსიონში მცხოვრები არასრულწლოვნები, ფაქტობრივად, იზოლირებულები არიან სოციუმიდან და პრობლემურია მათი ინდივიდუალური საჭიროებების დაკმაყოფილების საკითხი.
-
ჯეიმს ბონდის ახალ ფილმში ბოროტმოქმედის როლზე დრაკონის სახლის მსახიობს განიხილავენ ჯეიმს ბონდის ახალ ფილმში ბოროტმოქმედის როლზე დრაკონის სახლის მსახიობს განიხილავენ
გადახედვა
-
სექტემბერში, თიბისის ბიზნესგანათლების პროგრამა 700-მდე მეწარმემ გაიარა სექტემბერში, თიბისის ბიზნესგანათლების პროგრამა 700-მდე მეწარმემ გაიარა
-
იმერეთში ₾14 მლნ ღირებულების 40 კგ-მდე ნარკოტიკი ამოიღეს — დაკავებულია უცხო ქვეყნის 2 მოქალაქე იმერეთში ₾14 მლნ ღირებულების 40 კგ-მდე ნარკოტიკი ამოიღეს — დაკავებულია უცხო ქვეყნის 2 მოქალაქე
გადახედვა
-
ადვოკატის თქმით, გიორგი დავითაძის მიმართ გამოხატული სოლიდარობის გამო ციხეში პატიმარი სცემეს ადვოკატის თქმით, გიორგი დავითაძის მიმართ გამოხატული სოლიდარობის გამო ციხეში პატიმარი სცემეს
გადახედვა
-
საგამოძიებო სამსახურის უფროსის მოადგილედ დავით არდაზიშვილი დაინიშნა საგამოძიებო სამსახურის უფროსის მოადგილედ დავით არდაზიშვილი დაინიშნა
გადახედვა
-
ვის და რისთვის გადაეცა 2026 წლის ნობელის პრემია ფიზიოლოგიისა და მედიცინის დარგში ვის და რისთვის გადაეცა 2026 წლის ნობელის პრემია ფიზიოლოგიისა და მედიცინის დარგში
გადახედვა
-
შსს-მ "კავკასიის უნივერსიტეტის" წვეულებაზე სტუდენტების სავარაუდო ინტოქსიკაციის ფაქტზე გამოძიება დაიწყო შსს-მ "კავკასიის უნივერსიტეტის" წვეულებაზე სტუდენტების სავარაუდო ინტოქსიკაციის ფაქტზე გამოძიება დაიწყო
გადახედვა
-
თბილისის სამ უბანს წყალი 24 საათით შეუწყდება — ქუჩების ჩამონათვალი თბილისის სამ უბანს წყალი 24 საათით შეუწყდება — ქუჩების ჩამონათვალი
გადახედვა
-
მექსიკის ეროვნულ გვარდიას პაწაწინა ჩიხუახუა შეუერთდა მექსიკის ეროვნულ გვარდიას პაწაწინა ჩიხუახუა შეუერთდა
გადახედვა
-
"მტკიცებულებაა საჭირო" — კალაძე ციხეში პატიმრის სავარაუდო გაუპატიურებაზე "მტკიცებულებაა საჭირო" — კალაძე ციხეში პატიმრის სავარაუდო გაუპატიურებაზე
გადახედვა
-
ირაკლი კობახიძე ინდოეთის ელჩს შეხვდა ირაკლი კობახიძე ინდოეთის ელჩს შეხვდა
გადახედვა
-
8 ოქტომბერს ქუთაისში მსჯავრდებული IT სპეციალისტის, გიორგი კვიცარიძის მხარდამჭერი აქცია გაიმართება 8 ოქტომბერს ქუთაისში მსჯავრდებული IT სპეციალისტის, გიორგი კვიცარიძის მხარდამჭერი აქცია გაიმართება
გადახედვა
-
შესაძლოა, მთვარის შორეულ მხარეს აღმოჩენილმა სტრუქტურამ მისი მაგნეტიზმის ისტორია შეცვალოს შესაძლოა, მთვარის შორეულ მხარეს აღმოჩენილმა სტრუქტურამ მისი მაგნეტიზმის ისტორია შეცვალოს
გადახედვა
-
"არც დავიღლებით, არც გავჩერდებით" — ბაჩალიაშვილის ოჯახი მე-9 კვირაა პროკურატურასთან აქციებს მართავს "არც დავიღლებით, არც გავჩერდებით" — ბაჩალიაშვილის ოჯახი მე-9 კვირაა პროკურატურასთან აქციებს მართავს
გადახედვა
-
სახალხო დამცველის რწმუნებულები აცხადებენ, რომ დავითაძის კლინიკაში არ გადასვლა პროტესტის ფორმაა — რას ითხოვს? სახალხო დამცველის რწმუნებულები აცხადებენ, რომ დავითაძის კლინიკაში არ გადასვლა პროტესტის ფორმაა — რას ითხოვს?
გადახედვა
-
საზღვაო ტრანსპოტის სააგენტო: ბათუმის სიახლოვეს დაფიქსირდა ეკიპაჟის გარეშე დარჩენილი თურქული კომპანიის გემი საზღვაო ტრანსპოტის სააგენტო: ბათუმის სიახლოვეს დაფიქსირდა ეკიპაჟის გარეშე დარჩენილი თურქული კომპანიის გემი
გადახედვა
-
Avengers: Endgame-მა Avatar-ს გადაასწრო და კვლავ ყველაზე მაღალშემოსავლიანი ფილმი გახდა Avengers: Endgame-მა Avatar-ს გადაასწრო და კვლავ ყველაზე მაღალშემოსავლიანი ფილმი გახდა
გადახედვა
-
მამუკა წერეთლის ყოფილი ცოლისა და შვილის მკვლელობაში ეჭვმიტანილი დააკავეს — რა ვიცით სავარაუდო მკვლელზე? მამუკა წერეთლის ყოფილი ცოლისა და შვილის მკვლელობაში ეჭვმიტანილი დააკავეს — რა ვიცით სავარაუდო მკვლელზე?
გადახედვა
-
თიბისის განსაკუთრებული შეთავაზება თბილისის საზოგადოებრივი ტრანსპორტით მგზავრობისას თიბისის განსაკუთრებული შეთავაზება თბილისის საზოგადოებრივი ტრანსპორტით მგზავრობისას
-
გიორგი დავითაძის დედა აცხადებს, რომ მისი შვილი კლინიკაში მას შემდეგ გადავა, რაც პატიმრებს დეესკალაციის ოთახებიდან გამოიყვანენ გიორგი დავითაძის დედა აცხადებს, რომ მისი შვილი კლინიკაში მას შემდეგ გადავა, რაც პატიმრებს დეესკალაციის ოთახებიდან გამოიყვანენ
გადახედვა
-
ივა კუზანოვი, გია მურღულია, ნუგზარ რუხაძე — ვის მიენიჭა "საპატიო თბილისელის" წოდება? ივა კუზანოვი, გია მურღულია, ნუგზარ რუხაძე — ვის მიენიჭა "საპატიო თბილისელის" წოდება?
გადახედვა
კომენტარები