სიცილიური მაფიის ბოსმა 25-წლიანი პატიმრობის შემდეგ, ციხე ვადაზე ადრე დატოვა
ფოტო: Reuters
სიცილიუrი მაფიის კოზა ნოსტრას ბოსი, რომელსაც ასამდე ადამიანის მკვლელობას აწერენ, 25-წლიანი პატიმრობის შემდეგ ციხე ვადამდე ადრე დატოვა.
ჯოვანი ბრუსკას ადანაშაულებენ მაფიასთან მებრძოლი მოსამართლის, ჯოვანი ფალკონეს, მისი ცოლისა და სამი დაცვის თანამშრომლის მკვლელობაში. ამასთან, ის კავშირშია მაფიის სხვა წევრის 11 წლის შვილის წამებასა და მკვლელობაში.
ბრუსკა 1996 წელს დააკავეს და უვადო თავისუფლების აღკვეთა მიუსაჯეს. ახლა ის ვადამდე ადრე ოთხწლიანი გამოსაცდელი ვადით გაათავისუფლეს, რამაც პოლიტიკოსებისა და საზოგადოების აღშფოთება გამოიწვია.
64 წლის ჯოვანი ბრუსკა კოზა ნოსტრას საკვანძო ფიგურა იყო. როგორც BBC წერს, 1992 წელს მან პირადად ააფეთქა გზაზე დამაგრებული ასაფეთქებელი, რის შედეგად მოსამართლე ფალკონე დაიღუპა. ორი თვის შემდეგ მან ფალკონეს კოლეგა, პაოლო ბარსელონიც მოკლა.
კიდევ ერთი სასტიკი მკვლელობა, რომელიც ბრუსკას უკავშირდება, 11 წლის ჯუზეპე დი მატეოს შეეხება. ის მაფიის ერთ-ერთი წევრის შვილი იყო, რომელიც ბრუსკმა ღალატში იეჭვა. ბიჭი აწამეს, გაგუდეს და მისი სხეული მჟავაში დაშალეს.
1996 წელს დაკავების შემდეგ, ბრუსკამ სახელმწიფო ბრალდების მოწმის სტატუსი მიიღო და გამოძიებას რამდენიმე დამნაშავის პოვნაში დაეხმარა.
მაფიის ბოსის გათავისუფლებამ იტალიაში ბევრის აღშფოთება გამოიწვია. მოსამართლე ფალკონეს ერთ-ერთი დაცვის წევრის ცოლი ამბობს, რომ სახელმწიფო მათ წინააღმდეგ მოქმედებს.
"29 წელი გავიდა და ჩვენ კიდევ სრული სიმართლე არ ვიცით. ხოლო ჯოვანი ბრუსკა, რომელმაც ჩემი ოჯახი გაანადგურა, თავისუფლებაზე", — აღნიშნა ტინა მონტინარომ.
ჯოვანი ფალკონეს და, მარია ჟურნალისტებს უყვება, რომ დამწუხრებულია, თუმცა აცნობიერებს, რომ კანონი ასეთია და ბრუსკას უფლება ჰქონდა ციხე ვადაზე ადრე დაეტოვებინა.
-
როგორ ჩნდება "მე" — რას გვეუბნება მეცნიერება ცნობიერებაზე როგორ ჩნდება "მე" — რას გვეუბნება მეცნიერება ცნობიერებაზე
გადახედვა
-
New York Times-მა 21-ე საუკუნის 100 საუკეთესო სერიალი დაასახელა — იხილეთ სია New York Times-მა 21-ე საუკუნის 100 საუკეთესო სერიალი დაასახელა — იხილეთ სია
გადახედვა
-
ახალი კვლევის თანახმად, უძილობა ინსულტის გაზრდილ რისკთანაა დაკავშირებული ახალი კვლევის თანახმად, უძილობა ინსულტის გაზრდილ რისკთანაა დაკავშირებული
გადახედვა
-
სამადაშვილი: ანტიდემოკრატიული კანონებით ივანიშვილმა საქართველოს EU-ში წევრობა შეუძლებელი გახადა სამადაშვილი: ანტიდემოკრატიული კანონებით ივანიშვილმა საქართველოს EU-ში წევრობა შეუძლებელი გახადა
გადახედვა
-
თეგეტა Farizon—ის სერვისის სტანდარტებს აძლიერებს — გეზის ფილიალმა საერთაშორისო ტრენინგს უმასპინძლა თეგეტა Farizon—ის სერვისის სტანდარტებს აძლიერებს — გეზის ფილიალმა საერთაშორისო ტრენინგს უმასპინძლა
-
თბილისის საჯარო საბავშვო ბაღებში კვების შეზღუდვები მოიხსნა თბილისის საჯარო საბავშვო ბაღებში კვების შეზღუდვები მოიხსნა
გადახედვა
-
POLITICO: საქართველო იმ ქვეყნების სიაში ვერ მოხვდა, რომლებსაც EU-ში გაწევრიანების "საგზაო რუკებს" შესთავაზებენ POLITICO: საქართველო იმ ქვეყნების სიაში ვერ მოხვდა, რომლებსაც EU-ში გაწევრიანების "საგზაო რუკებს" შესთავაზებენ
გადახედვა
-
სტუდენტური ლიტერატურული კონკურსი ლეგენდა დაიწყო — ყველაფერი, რაც უნდა იცოდე სტუდენტური ლიტერატურული კონკურსი ლეგენდა დაიწყო — ყველაფერი, რაც უნდა იცოდე
გადახედვა
-
კახეთში გზების მშენებლობისთვის საქართველო AIIB-სგან €158.5 მლნ-იან სესხს მიიღებს კახეთში გზების მშენებლობისთვის საქართველო AIIB-სგან €158.5 მლნ-იან სესხს მიიღებს
გადახედვა
-
არტემ გრიბული: მე და ანასტასია ზინოვკინას არ გვაძლევენ დაქორწინების საშუალებას არტემ გრიბული: მე და ანასტასია ზინოვკინას არ გვაძლევენ დაქორწინების საშუალებას
გადახედვა
-
ოკუპირებულ აფხაზეთში რუსი ტურისტი გაგუდული იპოვეს — დააკავეს 25 წლის კაცი ოკუპირებულ აფხაზეთში რუსი ტურისტი გაგუდული იპოვეს — დააკავეს 25 წლის კაცი
გადახედვა
-
კახეთში 20 წლის კაცს 25 წლის შშმ გოგოს გაუპატიურებას ედავებიან კახეთში 20 წლის კაცს 25 წლის შშმ გოგოს გაუპატიურებას ედავებიან
გადახედვა
-
AI აგენტების "ურჩობის" ფონზე OpenAI-მ ახალი მოდელების წვრთნა შეაჩერა AI აგენტების "ურჩობის" ფონზე OpenAI-მ ახალი მოდელების წვრთნა შეაჩერა
გადახედვა
-
YouTube, TikTok, Meta და X ფილმ მასკის რეკლამის განთავსებაზე უარს ამბობენ YouTube, TikTok, Meta და X ფილმ მასკის რეკლამის განთავსებაზე უარს ამბობენ
გადახედვა
-
ლევან მაჭავარიანი: "სიმჩატე" არ გვახასიათებს და უნდა დაველოდოთ კონკრეტულ ნაბიჯებს აშშ-დან ლევან მაჭავარიანი: "სიმჩატე" არ გვახასიათებს და უნდა დაველოდოთ კონკრეტულ ნაბიჯებს აშშ-დან
გადახედვა
-
შვეიცარიაში ნეიტრალიტეტის გამკაცრების ინიციატივა ჩავარდა — რაზე ჩატარდა რეფერენდუმი? შვეიცარიაში ნეიტრალიტეტის გამკაცრების ინიციატივა ჩავარდა — რაზე ჩატარდა რეფერენდუმი?
გადახედვა
-
MTV დაჯილდოების ცერემონია მადონას ტრიუმფით დასრულდა — ნახეთ გამარჯვებულთა სია MTV დაჯილდოების ცერემონია მადონას ტრიუმფით დასრულდა — ნახეთ გამარჯვებულთა სია
გადახედვა
-
რუსეთმა ბირთვული დარტყმისგან დასაცავად ურალში გიგანტური ბუნკერი ააშენა | ფოტოები რუსეთმა ბირთვული დარტყმისგან დასაცავად ურალში გიგანტური ბუნკერი ააშენა | ფოტოები
გადახედვა
-
დღეს მეგარაკეტა Starship-ის პირველი ორბიტალური ფრენა იგეგმება — როგორ ვუყუროთ დღეს მეგარაკეტა Starship-ის პირველი ორბიტალური ფრენა იგეგმება — როგორ ვუყუროთ
გადახედვა
-
საქართველოს ბანკის მხარდაჭერით თბილისში პირველი ჰიპ-ჰოპ ფესტივალი გაიმართება საქართველოს ბანკის მხარდაჭერით თბილისში პირველი ჰიპ-ჰოპ ფესტივალი გაიმართება
-
ღვინის ეროვნული სააგენტო: კახეთში ამ დროისთვის 100 ათასამდე ტონა ყურძენია გადამუშავებული ღვინის ეროვნული სააგენტო: კახეთში ამ დროისთვის 100 ათასამდე ტონა ყურძენია გადამუშავებული
გადახედვა
კომენტარები