რა მოხდება, თუ ენმ შარლ მიშელის შეთანხმებას ხელს "გონივრულ ვადაში" არ მოაწერს — კობახიძის ულტიმატუმები
ფოტო: ქართული ოცნება
ქართული ოცნების თავმჯდომარის, ირაკლი კობახიძის განცხადებით, თუ ნაციონალური მოძრაობა "გონივრულ ვადაში" ხელს არ მოაწერს შარლ მიშელის დოკუმენტს, ვერ ისარგებლებენ დოკუმენტში ნახსენები პრივილეგიებით და ვერ ჩაერთვებიან იმ ჯგუფებში, რომელიც ამ შეთანხმების აღსასრულებლად შეიქმნა. კობახიძეს არ დაუკონკრეტებია ულტიმატუმისთვის განსაზღვრულ "გონივრულ ვადად" რა თარიღი მიაჩნია. მისი თქმით, ამას პარტიისგან გავიგებთ მაშინ, როცა ამოიწურება.
"ნათელია, რომ ნაციონალური მოძრაობის შემოსვლას პარლამენტის ფუნქციონირებისათვის არავითარი ღირებულება არ აქვს. ამ პოლიტიკურ ძალას არ აქვს არავითარი რესურსი დემოკრატიული სისტემის ფუნქციონირებაში რაიმე დადებითი წვლილი შეიტანოს. იმ პირობებში კი, რომ ისინი პარლამენტში შარლ მიშელის დოკუმენტის ხელმოწერის გარეშე შემოდიან, პარლამენტში მათ ყოფნას არავითარი ფორმალური ფასიც კი არ აქვს.
მიშელის დოკუმენტის ხელმოწერაზე უარი ნიშნავს, რომ ეს პარტია კვლავაც არ აღიარებს და პატივს არ სცემს სახელწმფიო ინსტიტუტებს და ჩვენს საერთაშორისო პარტნიორებს, შესაბამისად, მათ ამ გადაწყვეტიელბას, უსათუოდ თავისი ლოგიკური შედეგები ექნება", — განაცხადა კობახიძემ.
მისი განმარტებით, თუ ნაციონალური მოძრაობა დოკუმენტს გონივრულ ვადაში არ მოაწერს ხელს, მსგავსი შედეგი დადგება:
- მონაწილეობას ვერ მიიღებენ ვერცერთი სამუშაო ჯგუფის მუშაობაში, რომელიც მიშელის დოკუმენტით გათვალისწინებული გადაწყვეტილებების მოსამზადებლად არის შექმნილი, ან მომავალში შეიქმნება;
- ვერ ისარგებლებენ ვერცერთ პრივილეგიით, რომელსაც ეს დოკუმენტი ოპოზიციური პარტიებისთვის ითვალისწინებს.
კობახიძემ აღნიშნა, რომ პარლამენტში შესვლის გადაწყვეტილება ენმ-ს მხრიდან არის მათი მარცხის აღიარება და პოლიტიკური კაპიტულაციის გამოცხადება.
"ამ პარტიამ ვერცერთი თავისი პირობა ვერ შეასრულა. "ვერ დამიჭერ", "არ გამოვალ" და " არ შევალ" დასრულდა დაჭერით, გამოსვლით და შესვლით. ამას აქვს მარტივი მიზეზი, საქართველოს ყავს ხელისუფლება, რომლის მხარეს არის სიმართლე და ძალა, რომელიც საზოგადოებრივ მხარდაჭერას ეფუძნება", — განაცხადა მან.
გუშინ, 30 მაისს, პოლიტსაბჭოს სხდომის შემდეგ ცნობილი გახდა, რომ ერთიანი ნაციონალური მოძრაობა პარლამენტში შედის. მიუხედავად ამისა, პარტია შარლ მიშელის დოკუმენტს ხელს არ მოაწერს.
"ბრძოლა არათუ გრძელდება, არამედ ნამდვილად გადადის დამაგვირგვინებელ გადამწყვეტ ფაზაში... ჩემი აზრით, ჩვენ მივიღეთ მოცემულ მომენტში ყველაზე სწორი გადაწყვეტილება. გადაწყვეტილება, რომელიც არცერთ კომფორტის ზონას არ დაუტოვებს ბიძინა ივანიშვილს და ჩვენ მას ბრძოლას გავუმართავთ ყველგან, იქნება ეს საპარლამენტო სხდომათა დარბაზი თუ საკომიტეტო, აჭარის უმაღლესი საბჭოს შესაბამისი დარბაზები, მოედნები, ქუჩები, სოფელში, რაიონში, მთაში, ბარში ყველგან ბიძინა ივანიშილს ექნება უდიდესი წინააღმდეგობა, იმიტომ, რომ წელს ბიძინა ივანიშვილის ოლიგარქიული რეჟიმი უნდა დამარცხდეს ქართველი ხალხის სახელით", — განაცხადა მელიამ.
მისივე თქმით, ახლა განსაკუთრებით დარწმუნდა, რომ თვეების წინ, სხვა ოპოზიციურ პარტიებთან ერთად მიღებული გადაწყვეტილება პარლამენტის ბოიკოტირებასთან დაკავშირებით, აბსოლუტურად გააზრებული და გამართლებული ნაბიჯი იყო.
ენმ-ს საკანონმდებლო ორგანოში შესვლა-არშესვლის საკითხზე პარტიის თავმჯდომარე, ნიკა მელიამ საქართველოს ყოფილ პრეზიდენტთან, მიხეილ სააკაშვილთან უკრაინაში იმსჯელა. სააკაშვილთან 22 მაისს გამართული შეხვედრიდან დაბრუნების შემდეგ მელიამ თქვა, რომ თვის ბოლოსთვის ისინი უკვე მზად იქნებიან მიიღონ ის გადაწყვეტილება, რომელიც არის მისაღები.
მისივე თქმით, მას მიხეილ სააკაშვილთან ნაყოფიერი დისკუსია ჰქონდა, რომლის შედეგებს საზოგადოება იხილავს. მელია სააკაშვილთან შესახვედრად კიევში 16 მაისს გაფრინდა.
პარტიის მიერ პარლამენტში არშესვლის მიზეზი 2020 წლის 31 ოქტომბრის არჩევნების ბოიკოტი გახლდათ.
-
ხელოვნური ინტელექტი დამწყებთათვის სამუშაო ადგილებს ამცირებს — აშშ-ის ახალი მონაცემები ხელოვნური ინტელექტი დამწყებთათვის სამუშაო ადგილებს ამცირებს — აშშ-ის ახალი მონაცემები
გადახედვა
-
OpenAI-ს ხელოვნურმა ინტელექტმა წესები კიდევ 6-ჯერ დაარღვია — კომპანია შემთხვევებს ასაჯაროებს OpenAI-ს ხელოვნურმა ინტელექტმა წესები კიდევ 6-ჯერ დაარღვია — კომპანია შემთხვევებს ასაჯაროებს
გადახედვა
-
ხულო-ზარზმის 47-კილომეტრიანი გზის მონაკვეთიდან სამუშაოები 3 კმ-ზეა დარჩენილი — მინისტრი ხულო-ზარზმის 47-კილომეტრიანი გზის მონაკვეთიდან სამუშაოები 3 კმ-ზეა დარჩენილი — მინისტრი
გადახედვა
-
ირმა ინაშვილი ხელისუფლებას პოლიტიკურ კორუფციასა და ძალაუფლების ბოროტად გამოყენებაში ადანაშაულებს ირმა ინაშვილი ხელისუფლებას პოლიტიკურ კორუფციასა და ძალაუფლების ბოროტად გამოყენებაში ადანაშაულებს
გადახედვა
-
UNWTO-ს გენმდივანი საქართველოში იმყოფება UNWTO-ს გენმდივანი საქართველოში იმყოფება
გადახედვა
-
მოზარდებში სოციალური ქსელების ჭარბი გამოყენება დეპრესიისა და შფოთვის რისკთან დააკავშირეს მოზარდებში სოციალური ქსელების ჭარბი გამოყენება დეპრესიისა და შფოთვის რისკთან დააკავშირეს
გადახედვა
-
ნიადაგში მოხვედრილი მიკროპლასტმასა ტოქსინებისა და მიკრობების გავრცელებას უწყობს ხელს ნიადაგში მოხვედრილი მიკროპლასტმასა ტოქსინებისა და მიკრობების გავრცელებას უწყობს ხელს
გადახედვა
-
ბიძინა ივანიშვილის პირადი დაცვის წევრი სუს-ში დააწინაურეს — ვინ არიან სუს-ის ახალი უფროსის მოადგილეები? ბიძინა ივანიშვილის პირადი დაცვის წევრი სუს-ში დააწინაურეს — ვინ არიან სუს-ის ახალი უფროსის მოადგილეები?
გადახედვა
-
ნეტფლიქსმა სტენფორდის ციხის ექსპერიმენტი გაიმეორა და მალე სერიალს გამოუშვებს ნეტფლიქსმა სტენფორდის ციხის ექსპერიმენტი გაიმეორა და მალე სერიალს გამოუშვებს
გადახედვა
-
ალეკო ელისაშვილი: "ტკბებოდა პოლიციელი იმის ყურებით და ცქერით, რომ სისხლი მომდიოდა მაჯებიდან" ალეკო ელისაშვილი: "ტკბებოდა პოლიციელი იმის ყურებით და ცქერით, რომ სისხლი მომდიოდა მაჯებიდან"
გადახედვა
-
სად ქრებიან ფრინველები? — მიგრაციის საიდუმლო, რომლის ამოხსნასაც საუკუნეები დასჭირდა სად ქრებიან ფრინველები? — მიგრაციის საიდუმლო, რომლის ამოხსნასაც საუკუნეები დასჭირდა
გადახედვა
-
სერგეი შოიგუ შალვა პაპუაშვილს ციტირებს და მის განცხადებას იწონებს სერგეი შოიგუ შალვა პაპუაშვილს ციტირებს და მის განცხადებას იწონებს
გადახედვა
-
"საქართველოს სუვერენიტეტის პატივისცემა ევროპული უსაფრთხოებისთვის აუცილებელია" — SOC Group "საქართველოს სუვერენიტეტის პატივისცემა ევროპული უსაფრთხოებისთვის აუცილებელია" — SOC Group
გადახედვა
-
ნიკოლ ფაშინიანი: თუ ჩვენი CSTO-დან გარიცხვა უნდათ, მაშინ გაგვრიცხონ ნიკოლ ფაშინიანი: თუ ჩვენი CSTO-დან გარიცხვა უნდათ, მაშინ გაგვრიცხონ
გადახედვა
-
ChatGPT-სთან ჩვენს მიმოწერებს სხვა ადამიანები კითხულობენ — რა ვიცით ChatGPT-სთან ჩვენს მიმოწერებს სხვა ადამიანები კითხულობენ — რა ვიცით
გადახედვა
-
რომელი ბრენდი იმსახურებს ჩემპიონს? — თეგეტა პარტნიორობას პარალიმპიელ ჩემპიონთან გვანცა ზადიშვილთან იწყებს რომელი ბრენდი იმსახურებს ჩემპიონს? — თეგეტა პარტნიორობას პარალიმპიელ ჩემპიონთან გვანცა ზადიშვილთან იწყებს
-
ნონა ქურდოვანიძე: "გრანტების მართვის სააგენტოს დაფუძნება მოსაჩვენებლად გადადგმული ნაბიჯი იყო" ნონა ქურდოვანიძე: "გრანტების მართვის სააგენტოს დაფუძნება მოსაჩვენებლად გადადგმული ნაბიჯი იყო"
გადახედვა
-
თათა ოქრუაშვილი — მუსიკა, სცენა და ახალი შეხვედრა მსმენელთან თათა ოქრუაშვილი — მუსიკა, სცენა და ახალი შეხვედრა მსმენელთან
-
კანადა ევროკავშირთან "ასოცირებული წევრობის" იდეას მიესალმება კანადა ევროკავშირთან "ასოცირებული წევრობის" იდეას მიესალმება
გადახედვა
-
მთავრობის ეფექტიანობის დეპარტამენტი სამშენებლო ზედამხედველობის გაციფრულებას გეგმავს მთავრობის ეფექტიანობის დეპარტამენტი სამშენებლო ზედამხედველობის გაციფრულებას გეგმავს
გადახედვა
-
ილჰამ ალიევმა ევროპარლამენტს "კორუმპირებულების ბუდე" უწოდა ილჰამ ალიევმა ევროპარლამენტს "კორუმპირებულების ბუდე" უწოდა
გადახედვა
კომენტარები