გერმანია ხორცის ინდუსტრიაში მამალი წიწილების დახოცვას აკრძალავს
გერმანიამ ცოტა ხნის წინ კანონი მიიღო, რომელიც ხორცის ინდუსტრიაში მამალი წიწილების დახოცვას 2022 წლის 1 იანვრიდან აკრძალავს. კანონის მიღების შემდეგ გერმანია გახდა პირველი ქვეყანა, რომელიც კანონით კრძალავს წიწილების მასობრივ ხოცვას.
ხორცის ინდუსტრია ქათმების პროდუქტს ორი ძირითადი მიდგომით იყენებს — პირველი მათგანია საკვები ქათმების გაზრდა — დედლების, რომლებიც სწრაფად იმატებენ წონაში და, შესაბამისად, ეკონომიკურად უფრო ღირებულ პროდუქტად ითვლებიან. დანარჩენები კი კვერცხის მდებელ ქათმებს წარმოადგენენ, რომლებსაც მასობრივად ამრავლებენ, რათა რაც შეიძლება მეტი კვერცი დადონ, შემდეგ კი ისინიც საკვები ქათმების კატეგორიაში მოხვდებიან.
ეს სისტემა უდიდესი რაოდენობის დედალ ქათმებს ზრდის, მამლებს კი მხოლოდ განაყოფიერებისთვის იყენებენ. აქედან გამომდინარე, მამალი წიწილების დიდ ნაწილს გამოჩეკვიდან მალევე კლავენ, რადგან ისინი ეკონომიკურად გონივრულ არჩევანს არ წარმოადგენენ.
გერმანიის ფედერალურმა ადმინისტრაციულმა სასამართლომ 2019 წელს დაადგინა, რომ ცხოველთა კეთილდღეობის საზრუნავი აღემატება ამ ინდუსტრიის ეკონომიკურ ინტერესებს. აქედან გამომდინარე, მათ მიიღეს კანონი, რომლითაც გერმანიაში, მომავალი წლიდან, ეს არაეთიკური პრაქტიკა აიკრძალება.
გერმანელ ფერმერებს ინოვაციური ტექნოლოგიის გამოყენება მოუწევთ, რომელიც მამალი წიწილების დაბადებას ქათმის კვერცხშივე შეუშლის ხელს. მომავალი წიწილის სქესის გასაგებად ინკუბატორიდან იღებენ 9 დღის კვერცხს და სენსორის საშუალებით იგებენ, განაყოფიერებულია იგი თუ არა. თუ განაყოფიერებულია, ლაზერის საშუალებით ჭრიან ძალიან პატარა ხვრელს მის ნაჭუჭში, მასში შეჰყავთ "მინიმალური რაოდენობის" ალანტოისის სითხე (ნაყოფის მემბრანა) და წიწილებს "ხელუხლებლად" ტოვებენ. ამ სითხეში შემდეგ ხვდება წიწილას სასქესო ჰორმონები და სწორედ მათი საშუალებით, 98%-იანი სიზუსტით ადგენენ, ემბრიონი დედალ წიწილას ეკუთვნის, თუ მამალს. განაყოფიერებული მამალი წიწილის კვერცხები და გაუნაყოფიერებელი კვერცხები საკვებად იქცევა, დედლებს კი ინკუბატორში აბრუნებენ. ამ გზით, მამალი წიწილების ემბრიონებს იმაზე ბევრად ადრე ადგენენ, სანამ გამოიჩეკება და შემდეგ დახოცვამდე მიდგება საქმე. აიღსანიშნავია, რომ გერმანიაში ხორცის ინდუსტრიაში ყოველწლიურად 43 მილიონ წიწილას ხოცავენ.
კომენტარები