მეცნიერებმა ტვინის იმპლანტით თაგვები დაამეგობრეს
მეცნიერებმა ნეირონული იმპლანტების გააქტიურებით, თაგვები ერთმანეთთან დაამეგობრეს. მკვლევრებს იმპლანტები თაგვების თავის ქალასთან ჰქონდათ დაკავშირებული და მისი გააქტიურებით თაგვებს ერთმანეთიის მიმართ ახლობლური ურთიერთობა გაუჩნდათ. როდესაც იმპლანტანტები გამორთეს, თაგვების სოციალიზაცია და მეგობრობა შეწყდა.
ეს მნიშვნელოვანი სიახლეა ოპტოგენეტიკური ნერვული იმპლანტების განვითარების მხრივ, რაც ნიშნავს, რომ უკაბელო იმპლანტების გამოყენებით მკვლევრებმა თაგვების ტვინზე ზემოქმედება შეძლეს და მათ სოციალურ ურთიერთობებზე იმოქმედეს. კვლევა ჟურნალ Nature Neuroscience-ში გამოქვეყნდა.
"შედეგებით აღფრთოვანებულები ვართ, არ გვეგონა ასე კარგად თუ იმუშავებდა. ჩვენი ინფორმაციით, ეს პირველი შემთხვევაა, როდესაც იმპლანტით ცოცხალი არსების სოციალურ ურთიერთობაზე ზემოქმედება მოხდა", — ამბობს კვლევის ავტორი ჯო როჯერსი.
მკვლევრების თქმით, მნიშვნელოვანია, რომ იმლანტები სრულად უსადენოა, ეს თაგვებს თავისუფლად გადაადგილების საშუალებას აძლევს. შესაბამისად, კვლევაც უფრო მარტივია.
"ახლა ჩვენ გვაქვს ტექნოლოგია, რათა გამოვიკვლიოთ ცოცხალ ორგანიზმებს შორის წარმოებული სოციალური ურთიერთობები და იერარქიები. ეს ძალიან მნიშვნელოვანი სიახლეა", — ამბობენ მკვლევრები.
კომენტარები