ფინტექ კომპანიები და მათი უსაზღვრო შესაძლებლობები
ფინტექ კომპანიებს აქვთ უამრავი შესაძლებლობა, რომ დანერგონ ახალი მიდგომები და შეცვალონ ტრადიციული ფინანსური ოპერაციები, დაწყებული კერძო საკუთრების ყიდვა-გაყიდვით, გაგრძელებული საპენსიო დანაზოგების სისტემების შეცვლით და დასრულებული მილიარდობით შიგაწვისძრავიანი ავტომმობილის ელექტრომობილით ჩანაცვლებით. მათ უნდა განაგრძონ ფოკუსირება ინოვაციებსა და რევოლუციურ პროდუქტებზე, მომხმარებლებისთვისაც და ბიზნესებისთვისაც.
დღეს მსოფლიოში დაახლოებით 25 000 ფინტექ კომპანიაა, რომელიც ფინანსურ ინდუსტრიაშია ჩართული. დასრულდა ის დრო, როდესაც ყველა ფინანსურ ოპერაციას მხოლოდ დიდი ბანკები განაგებდნენ. უკანასკნელ დეკადაში ჩვენ ვიხილეთ უამრავი ფინტექ სტარტაპი, რომლებმაც უპასუხეს 21-ე საუკუნის გამოწვევებს და თავი დაიმკვიდრეს ფინანსურ და კომერციულ ბაზარზე.
ფინტექები კონცენტრირებულნი არიან მომხმარებელთა კონკრეტულ სატკივარზე, ითვალისწიებენ მას და ქმნიან ისეთ გარღვევის გამომწვევ პროდუქტს, რომელიც მათ ცხოვრებას გაამარტივებს. რაც მთავარია, ისინი დაცულები იქნებიან უახლესი ტექნოლოგიებით.
ფინტექ კომპანიების უმეტესობა ბაზარზე იმისათვის შევიდა, რომ მომხმარებელისა და ბიზნესებისთვის შეექმნათ ალტერნატიული სისტემები. მათ გააუმჯობესეს და დახვეწეს პროდუქტები, სისტემა კი მომხმარებლისთვის უფრო მარტივად მოსახმარი გახდა. ამ ყველაფრის გათვალისწინებით, სტარტაპებმა საკმაოდ დიდი რაოდენობის მომხარებელთა შეძენა შეძლეს, ამის ერთ-ერთ საუკეთესო მაგალითი PayPal-ია. ასეთივე სტარტაპებს წარმოადგენენ Square და Adyen.
რამდენად გასაკვირიც არ უნდა იყოს, ზოგი ფინტექი ცდილობს, რომ ბანკად იქცეს. 2019 წლის McKinsey-ის გლობალური საბანკო მიმოხილვით, ბანკების უმეტესობა თავიანთ კაპიტალზე დაბალ მოგებას ნახულობენ და ბოლო ათწლეულში სექტორის ზრდის ტემპი მთლიანი შიდა პროდუქტის ზრდის ტემპზე დაბალი იყო. ამ ყველაფრის შემდეგ, ჩნდება კითხვა, რატომ უნდებათ ფინტექებს, იქცნენ ბანკებად.
ჩვენ მეოთხე ინდუსტრიული რევოლუციის მომსწრენი ვხდებით. ელექტრონიზაცია და გაციფრულება იქნება თანმდევი პროცესი ჩვენი ცხოვრებისა. ექსპონენციალურად გაიზრდება ინტერნეტთან და თავის მხრივ ერთმანეთთან დაკავშირებული მოწყობილობების რიცხვი. აღსანიშნია ის ფაქტიც, რომ მომდევნო 25 წელიწადში 30-50 ტრილიონი დოლარი, თაობების ცვლასთან ერთად, "ბუმერებისგან" ახალ თაობებს გადაეცემათ. ასეთ დროს ფინტექების როლი ფინანსურ საამყაროში გაცილებით იზრდება და მათი კრეატიულობა, ინოვაციურობა და გამჭრიახობა ძალიან საჭიროა.
ასეთი ძირეული ძვრები აჩენს მრავალ ახალ შესაძლებლობას სტარტაპებისთვის, რომ მოიფიქრონ და შეცვალონ ან დანერგონ ახალი ფინანსური სისტემები, რომლითაც თანამედროვეობას მოერგებიან. მათ შეუძლიათ შეცვალონ სამყარო უკეთესობისკენ. სწორედ ფინტექ კომპანიები უნდა ფიქრობდნენ, თუ როგორ შეიძლება შემცირდეს გამონაბოლქვის პრობლემა, რანაირად უნდა ჩანაცვლდეს მილიარდზე მეტი შიგაწვისძრავიანი ავტომობილი ელექტრომობილით და ა.შ. საერთო ჯამში, ფინტექებს განვითარების უამრავი გზა და შესაძლებლობა აქვთ.
თუ გინდა გაიგო მეტი ფინტექ ინდუსტრიაზე, გაეცნო ბლოგებსა თუ სტატიებს და დაესწრო პანელურ დისკუსიებს, გამოიწერე Fintech.ge.
კომენტარები