თუ ამ ზაფხულს ცვლილებებისთვის ემზადები, ზომამ შენთვის სამოსი მუსიკასთან გააერთიანა
იღვიძებ, დგები, შეხვედრის ადგილს ამოწმებ, აღებ კარადას და ირჩევ თავისუფალი სტილის მაისურს, რომელიც ზუსტად იმისთვის შეიქმნა, რომ განწყობა მთელი დღის განმავლობაში შეგინარჩუნოს.
თუმცა ბიძგისთვის სულისკვეთება გჭირდება, რომელსაც მიჰყვები. ეს ბიძგი შეიძლება შენივე სტილი იყოს, ან მუსიკა: სწორად შერჩეული მელოდია და ტექსტი.
ახლა, როცა პანდემიაში, 6-თვიან ლოქდაუნში და შეზღუდვებში ცხოვრობ, თავისუფლების რამდენიმე საათის განმავლობაში კომფორტის განცდა მნიშვნელოვანია. ყველას გვჭირდება რწმენა, რომ შევინარჩუნებთ იმას, რაც გვიყვარს და ჩვენი ნაწილია. გვჭირდება შინაგანი ხმა, ან ძალა, რომელიც საკუთარ თავებთან დაგვაბრუნებს და მოზღვავებული ემოციების შემოქმედებაში გადატანაში დაგვეხმარება.
თუ ფიქრობ რომ შენზე ვლაპარაკობთ, აპირებ, რომ მიჰყვე სულისკვეთებას და ცვლილებებისთვისაც მზად ხარ, აუცილებლად უნდა იცოდე, რომ ზომამ და კონცეპტArt-მა საერთო მაისურებისა და ჩანთების ახალი კოლექცია შენთვის გამოუშვა.
"ამ შემთხვევაში ზომასა და კონცეპტArt-ის კოლაბორაცია მუსიკის თემის გარშემო ტრიალებს — სლოგანით "მიჰყევი სულისკვეთებას". იდეა პანდემიის მიერ გამოწვეული ყოველდღიური წნეხის გადალახვაა, რომელმაც განსაკუთრებით შემოქმედ ადამიანებზე იმოქმედა. საჭიროა საკუთარ თავში იმ მნიშვნელოვანი ძალის პოვნა, რომელიც ქმედებისკენ გვიბიძგებს".
ზომა ქართული ტანსაცმლის ბრენდია, რომელიც 2017 წელს შეიქმნა და მას შემდეგ თავადაც ისეთი სოციალური აქტიურობით გამოირჩევა, როგორც ის ადამიანები, რომლებიც მის სამოსს ირჩევენ. უნიკალური დიზაინის ბრენდმა თავი გამორჩეული კოლაბორაციებითაც დაგვამახსოვრა და გამონაკლისი არც ეს ზაფხულია.
კონცეპტArt მუსიკოსების გაერთიანებაა, რომლის არტ დირექტორი თეონა ჯორბენაძეა, ხოლო მუსიკალური ხელმძღვანელი ნიკოლოზ რაჭველია. ხელოვანთა გაერთიანება ოფიციალურად 2014 წელს დაარსდა და მისი მთავარი მისია ადამიანებისთვის დღესასწაულების შექმნაა.
ლიმიტირებულ კოლექციაში შედის მაისურები და ჩანთები, პროდუქტი კი გათვლილია ახალგაზრდა თაობაზე, რომელიც მუდმივ კავშირშია მუსიკასთან.
ზომას კაფსულა კოლექციები შექმნილი იქნება სხვადასხვა თემატიკით, მათ შორის მოიცავს მუსიკის ჟანრებს, მიმდინარეობებსა და არსებულ სუბკულტურებს. ზომას და კონცეპტArt-ის კოლაბორაციის იდეაც სწორედ მუსიკისა და სამოსის შერწყმა იყო, რაც თემატურ პრინტებში აისახა კიდეც.
"ზომა არ არის მხოლოდ ბრენდი, რომელიც საკუთარ პროდუქციას აწარმოებს და ამით ამოიწურება მისი ფუნქცია. ზომა ასევე პლატფორმაა ხელოვანებისთვის, მათთვის, ვინც მზადაა ხელოვნება და დიზაინი გააერთიანოს. ზომა თავისუფალია და ერთგვარი თვითგამოხატვის საშუალებაა ახალგაზრდებისთვის", — ამბობენ კომპანიაში.
სამოსის შეძენა გალერია თბილისის მე-3 სართულზე და ზომას ვებგვერდზე შეგიძლიათ.
კომენტარები