0
წაკითხვა
0
კომენტარი
0
გაზიარება
22 რამ, რაც დაუჯერებლად ჟღერს, მაგრამ 100%-ით სიმართლეა
კაცობრიობის ისტორიის მანძილზე დედამიწაზე დაახლოებით 108.2 მილიარდი ადამიანი ცხოვრობდა, მათგან 7.442 მილიარდი, ანუ 7% დღესაც ცოცხალია.
ჩვენ მივეჩვიეთ, რომ ინტერნეტში ამოკითხულ ინფორმაციას ეჭვის თვალით ვუყუროთ და ეს სწორიცაა, თუმცა ქვემოთ მოყვანილი პუნქტები, იმის მიუხედავად, რომ დაუჯერებლად ჟღერს, სრული სიმართლეა:
1. ეს საშიში ცხოველები დინოზავრებამდე 300 მილიონი წლით ადრე ცხოვრობდნენ
2. ადამიანების მსგავსად, თითოეულ შიმპანზეს უნიკალური ანაბეჭდი აქვს
3. ბლუთუზს სახელი სკანდინავიელი მეფის პატივსაცემად დაერქვა, რომელმაც 958 წელს ნორვეგია და დანია გააერთიანა. ბლუთუზის ლოგო მისი ინიციალების ერთობლიობას წარმოადგენს: H და B — ჰერალდ ბლუთუზი (ლურჯკბილა)
როცა იმდენად მაგარი ხარ, რომ შენი გარდაცვალებიდან 1000 წლის შემდეგ შენს სახელს ახალ ტექნოლოგიას არქმევენ.
4. ამ სინჯარაში მოთავსებული წყალი 1,6 მილიარდი წლისაა. ის კანადაში, ძველ მაღაროში აღმოაჩინეს, რომელიც მილიონობით წლის წინ ოკეანის ფსკერის ნაწილი იყო. ეს წყალი არა მხოლოდ ძველი დედამიწის შესახებ გვაწვდის ინფორმაციას, არამედ იმედს გვიჩენს, რომ სიცოცხლისთვის ხელსაყრელი წყალი მარსზეც შეიძლება არსებობდეს.
5. როგორც წესი, ჟრუანტელი უნებლიე პასუხია ტემპერატურაზე ან ემოციაზე, თუმცა ადამიანთა ერთ ნაწილს ჟრუანტელის გამოწვევა საკუთარი სურვილით შეუძლია. ეს უცნაური უნარი 1500-დან ერთ ადამიანს აქვს.
6. ქალაქი კოულუნი, რომელიც 1994 წელს პარკისთვის ადგილის გამოსათავისუფლებლად დაანგრიეს, დედამიწაზე ერთ-ერთი ყველაზე მჭიდროდ დასახლებული ადგილი იყო. ერთმანეთთან მცირე დაშორებით განლაგებულ 200-მდე შენობაში 40 000 ადამიანი ცხოვრობდა. ტერიტორია ჯამში ერთ კვარტალს არ აღემატებოდა. კოულუნი მხოლოდ საცხოვრებელი კორპუსებით არ იყო დაკომპლექტებული, აქ ნახავდით ბარებს, რესტორნებს, ბორდელებს, ქარხნებს და ა.შ. იმის გამო, რომ დასახლება ძველი დინასტიის ციხესიმაგრის ნანგრევებზე იყო განლაგებული, კოულუნზე ბრიტანული მმართველობა არ ვრცელდებოდა (იმ პერიოდში ჰონგ-კონგს ბრიტანეთი მართავდა). კოულუნი სრულიად ავტონომიური დასახლება იყო და კანონებს არ ემორჩილებოდა.
სტანდარტული ქუჩა კოულუნში
7. ეს მარტინ ლაურელოა — "ადამიანი ბუ", რომელიც თავს 180 გრადუსით ატრიალებდა. მას ამ მდგომარეობაში ლუდის წრუპვაც შეეძლო.
8. 1961 წლის 21 ივლისს გუს გრისომი 15-წუთიანი მისიით მეორე ამერიკელი გახდა კოსმოსში. ყველაფერი გეგმის მიხედვით მიდიოდა, სანამ ატლანტის ოკეანეში დაშვებული კაფსულა დროზე ადრე არ გაიხსნა. კაფსულა და სკაფანდრი წყლით აივსო და გრისომი კინაღამ დაიხრჩო, თუმცა ყველაფერი მსხვერპლის გარეშე დასრულდა. კაფსულამ ფსკერზე, 4876.8 მეტრის სიღრმეზე 38 წელი დაჰყო. ის 1999 წელს ამოიტანეს და შეაკეთეს, ამჟამად კი ვაშინგტონში, ჰაერისა და კოსმოსის ეროვნულ მუზეუმში ინახება.
9. ფოტოზე ხედავთ ვიეტნამურ ხავსიან ბაყაყებს, რომლებიც შენიღბვის ოსტატები არიან
10. თქვენ ალბათ გსმენიათ ალექსანდრ გრეჰემ ბელისა და თომას ედისონის შესახებ, თუმცა, სავარაუდოდ, არაფერი იცით ლუის ლატიმერის, შავკანიანი გამომგონებლის შესახებ. ლატიმერი თვითნასწავლი იყო, რადგან მისთვის, ბელისა და ედისონისგან განსხვავებით, განათლება ხელმისაწვდომი არ ყოფილა. სწორედ ლატიმერმა ამოხსნა, რატომ ფეთქდებოდა ედისონის ნათურები და, გამოსავლის პოვნასთან ერთად, ამ გამოგონების სიიაფეც უზრუნველყო. ის ასევე ჩართული იყო ტელეფონის გამოგონების პროცესში.
11. კურტ კობეინის შვილი, ფრენსის ბინ კობეინი ახლა იმაზე დიდია, ვიდრე კურტ კობეინი იყო გარდაცვალებისას
12. ცოტა ხნის წინ ნასას ვერტმფრენმა Ingenuity-მ ისტორიაში ღირსეული ადგილი დაიკავა — ის პირველი მოწყობილობა გახდა, რომელმაც მარსზე იფრინა. ეს ფოტო მარსმავალ Perseverance-ს Ingenuity-მ სიმაღლეზე ყოფნისას გადაუღო.
აი, ასე ხედავს Ingenuity მეგობარ მოწყობილობას.
კომენტარები