გახდი მითლაბელი — დოიჩე ველე აკადემიისა და MDF-ის მედიაწიგნიერების პროგრამა მსმენელებს ელის
მედიის განვითარების ფონდი დოიჩე ველე აკადმიასთან თანამშრომლობით უკვე მეოთხე წელია, ახალგაზრდებს მედიაწიგნიერების კურსის გავლისა და ფაქტების გადამოწმების პლაფტორმა მითების დეტექტორზე სტაჟირების გავლის შესაძლებლობას აძლევს.
კურსი არაჟურნალისტებს შესაძლებლობას აძლევს, შეისწავლონ როგორ ფუნქციონირებს დემოკრატიულ საზოგადოებაში მედია, განივითარონ პრაქტიკული უნარები, რომლებიც სხვადასხვა ტიპის ინფორმაციის გადამოწმების შესაძლებლობას იძლევა.
პროგრამას უკვე 154 კურსდამთავრებული და ამჟამად 21 მსმენელი ჰყავს. ბევრი მათგანი როგორც მედიის განვითარების ფონდის, ასევე სხვა ორგანიზაციების კვლევით, მედია და მედიაწიგნიერების პროექტებში არიან დასაქმებული.
"პროგრამის სლოგანია 'დაადგინე სიმართლე შენით!' რაც იმას ნიშნავს, რომ ჩვენ ახალგაზრდებს მზა გადაწყვეტილებებს კი არ ვაწოდებთ, არამედ მათ იმ უნარებს ვუვითარებთ, რომლებიც მათ საზიანო ინფორმაციის გაფილტვრაში ეხმარება და რაც მთავარია, კრიტიკულ აზროვნებას უწყობს ხელს, რაც საზოგადოების თვითმმართველობისთვის უაღრესად მნიშვნელოვანია", — ამბობს მედიის განვითარების ფონდის აღმასრულებელი დირექტორი თამარ კინწურაშვილი.
ამჟამად მიმდინარეობს მეათე ჯგუფისთვის მსმენელების შერჩევა.
თუ ხარ 18-დან 28-წლამდე და გინდა გახდე დოიჩე ველე აკადემიისა და მითების დეტექტორის სერტიფიცირებული ფაქტჩეკერი ან მედია მკვლევარი, მაშინ იჩქარე, მითლაბის მე-10 ჯგუფში აპლიკაციების მიღება 30 აპრილამდე გრძელდება.
პროექტის ფარგლებში სტუდენტები 3,5 თვის განმავლობაში ტრენინგებს გაივლიან ისეთ საკითხებში, როგორიცაა:
- მედიის გამჭვირვალობა;
- ფაქტების გადამოწმება ღია წყაროებითა და ინსტრუმენტებით: ყალბი ინფორმაცია, ვიზუალი, პროფილები;
- კიბერუსაფრთხოება;
- მულტიმედია პროდუქტის წარმოება;
- მონაცემთა ვიზუალიზაცია.
სტუდენტები კურსის განმავლობაში კრიტიკულ აზროვნებას ივითარებენ, რათა თავად შეძლონ ინფორმაციული ნაკადის გაფილტვრა და არ გახდნენ დეზინფორმაციის მსხვერპლი და არც გამავრცელებელი.
სტუდენტებისთვის გათვალისწინებულია სტაჟირება მითების დეტექტორის ვებგვერდზე, რაც კვირის განმავლობაში მათთან ინდივიდუალურ მუშაობას გულისხმობს. კურსის განმავლობაში მომზადებული საუკეთესო მასალები ვებ-გვერდზე გამოქვეყნდება, ხოლო მულტიმედია მასალების ავტორები ჰონორარს მიიღებენ.
კურსის ბოლოს გათვალისწინებულია ფინალური კონკურსი, რომელიც საუკეთესო მულტიმედია ნაშრომს გამოავლენს. გამარჯვებულებს გადაეცემათ პრიზები, საუკეთესო შედეგის მქონე კონკურსანტი კი პროგრამის მთავარ პრიზს — ლეპტოპს მიიღებს.
პროექტი 2017 წლიდან, დოიჩე ველე აკადემიის მხარდაჭერით წარმატებით ხორციელდება.
დაინტერესებულ პირებს აპლიკაციის გაგზავნა 30 აპრილამდე ონლაინ შეუძლიათ. მედიის განვითარების ფონდი შემოსული აპლიკაციებიდან 20 მონაწილეს შეარჩევს, ორი კანდიდატი შეირჩევა იმ ახალგაზრდებიდან, რომელთა მშობლიური ენა აზერბაიჯანული ან სომხურია.
კურსის შესახებ დამატებით ინფორმაციას გაეცანით მედიის განვითარების ფონდის ვებგვერდზე. მითლაბელების ნაშრომების გაცნობა კი მითების დეტექტორის ვებგვერდზე შეგიძლიათ.
-
გადახედვაატაკამის უდაბნოს მიწისქვეშ, 4 მეტრ სიღრმეში, მიკრობული სიცოცხლე აღმოაჩინეს ატაკამის უდაბნოს მიწისქვეშ, 4 მეტრ სიღრმეში, მიკრობული სიცოცხლე აღმოაჩინეს
-
გადახედვავცხოვრობთ თუ არა სიმულაციაში — მეცნიერის თქმით, მან ამის მტკიცებულებას მიაგნო ვცხოვრობთ თუ არა სიმულაციაში — მეცნიერის თქმით, მან ამის მტკიცებულებას მიაგნო
-
გადახედვამეცნიერებმა ალმასი სულ რაღაც 150 წუთში შექმნეს მეცნიერებმა ალმასი სულ რაღაც 150 წუთში შექმნეს
-
გადახედვა126 სამოქალაქო და მედიაორგანიზაცია ხელისუფლებასთან თანამშრომლობას წყვეტს 126 სამოქალაქო და მედიაორგანიზაცია ხელისუფლებასთან თანამშრომლობას წყვეტს
-
გადახედვაკროსვორდი: გამოიცანი ევროპის ქალაქი ღირშესანიშნაობით კროსვორდი: გამოიცანი ევროპის ქალაქი ღირშესანიშნაობით
-
-
-
გადახედვაჰაბლის მონაცემებში 1000-ზე მეტი ახალი ასტეროიდი აღმოაჩინეს ჰაბლის მონაცემებში 1000-ზე მეტი ახალი ასტეროიდი აღმოაჩინეს
-
გადახედვაშსს-მ დააკავა პირი, რომელმაც გარდაბანში თანასოფლელი მოკლა შსს-მ დააკავა პირი, რომელმაც გარდაბანში თანასოფლელი მოკლა
-
გადახედვამანჯგალაძე: მინდა იცოდეს ყველამ, ვინც აპირებს 29 აპრილის აქციაზე მისვლას, ეს არ არის უბრალოდ თბილისში გასეირნება, ეს არის ღალატში თანამონაწილეობა მანჯგალაძე: მინდა იცოდეს ყველამ, ვინც აპირებს 29 აპრილის აქციაზე მისვლას, ეს არ არის უბრალოდ თბილისში გასეირნება, ეს არის ღალატში თანამონაწილეობა
-
გადახედვანიკა გვარამია : სრული კატასტროფა — რუსული კანონის გამო, ევროპარლამენტი საქართველოსთან უვიზო მიმოსვლის გადახედვას ითხოვს ნიკა გვარამია : სრული კატასტროფა — რუსული კანონის გამო, ევროპარლამენტი საქართველოსთან უვიზო მიმოსვლის გადახედვას ითხოვს
-
გადახედვათვითმკვლელობამდე მიყვანის და ადევნების ფაქტებზე ერთ პირს ბრალდება წარედგინა თვითმკვლელობამდე მიყვანის და ადევნების ფაქტებზე ერთ პირს ბრალდება წარედგინა
-
გადახედვა"ლგბტ პროპაგანდის ამკრძალავი" კანონის გამო, რუსეთში პაზოლინის ბიოგრაფიულ წიგნის ნაწილს ცენზურა დაადეს "ლგბტ პროპაგანდის ამკრძალავი" კანონის გამო, რუსეთში პაზოლინის ბიოგრაფიულ წიგნის ნაწილს ცენზურა დაადეს
-
გადახედვაჯო ბაიდენმა TikTok-ის აკრძალვის კანონპროექტს ხელი მოაწერა ჯო ბაიდენმა TikTok-ის აკრძალვის კანონპროექტს ხელი მოაწერა
-
გადახედვატროლები და ბოტები: როგორ გამოვააშკარაოთ ყალბი პროფილები — ინტერვიუ ანი ქისტაურთან ტროლები და ბოტები: როგორ გამოვააშკარაოთ ყალბი პროფილები — ინტერვიუ ანი ქისტაურთან
-
გადახედვადააკავეს საქართველოს 4 მოქალაქე, რომლებმაც ევროკავშირის ქვეყნების ბიბლიოთეკებიდან ძვირადღირებული წიგნები მოიპარეს დააკავეს საქართველოს 4 მოქალაქე, რომლებმაც ევროკავშირის ქვეყნების ბიბლიოთეკებიდან ძვირადღირებული წიგნები მოიპარეს
-
გადახედვაორბანი მიიჩნევს, რომ კობახიძე პოლიტიკაში დიდი მოჭადრაკეა, მას გროსმაისტერის უნარები აქვს — რა თქვეს ლიდერებმა უნგრეთში, კონფერენციაზე ორბანი მიიჩნევს, რომ კობახიძე პოლიტიკაში დიდი მოჭადრაკეა, მას გროსმაისტერის უნარები აქვს — რა თქვეს ლიდერებმა უნგრეთში, კონფერენციაზე
-
გადახედვარამ გამოიწვია ათენის ცის გასაოცარი მოწითალო შეფერილობა რამ გამოიწვია ათენის ცის გასაოცარი მოწითალო შეფერილობა
-
გადახედვაემა სტოუნს უნდა, თავისი ნამდვილი სახელი დავუძახოთ ემა სტოუნს უნდა, თავისი ნამდვილი სახელი დავუძახოთ
-
გადახედვახატია დეკანოიძე: 29 აპრილს იქნება აქცია "რუსული მარში" რუსული კანონის დასაცავად ხატია დეკანოიძე: 29 აპრილს იქნება აქცია "რუსული მარში" რუსული კანონის დასაცავად
-
გადახედვაროგორი ამინდი იქნება საქართველოში უქმეებზე როგორი ამინდი იქნება საქართველოში უქმეებზე
კომენტარები