თუ ოდესმე ყოფილხართ დიეტაზე, გიფიქრიათ თუ არა, რა არის თქვენი სასურველი მასა? რა თქმა უნდა, კი. დიდად სავარაუდოა, რომ სწორედ თქვენი მიზნობრივი მასიდან გამომდინარე ირჩევთ ვარჯიშის, დიეტის ინტენსივობა/ხანგრძლივობას და ამ გეგმის მიხედვით მიიწევთ თქვენი სამიზნე რიცხვისკენ.

შესაძლოა, უჩვეულოდ ჟღერდეს, თუმცა ყოველი თქვენ მიერ დაკლებული კილოგრამი ერთგვარი პროდუქტია, რომელიც არსებულმა საჭიროებამ და სურვილმა შექმნა. ხოლო სასურველი ციფრთა კომბინაცია, რომელიც თქვენი მუშაობის შემდეგ უნდა გამოჩნდეს სასწორზე, პროდუქტის მიზანი.

დაახლოებით იგივე შინაარსისაა პროდუქტის მიზანი სქრამში. Scrum Guide 2020-ის მიხედვით, პროდუქტის მიზანი აღწერს პროდუქტის სამომავლო მდგომარეობას, რომლის მიმართაც სქრამ-გუნდი იგეგმავს შესასრულებელ ამოცანებს. პროდუქტის მიზანი უნდა იყოს: მკაფიო, გაზომვადი და დროში პროგნოზირებადი.

მკაფიო — იმდენად, რამდენადაც გუნდის ყველა წევრს უნდა ჰქონდეს საერთო გაგება ე.წ. share understanding-ი პროდუქტის მიზნის შესახებ, რათა თითოეული მათგანის ძალისხმევა და გუნდის სინერგია ერთი მიმართულებით იყოს კონცენტრირებული.
გაზომვადი — რათა მარტივად იყოს შესაძლებელი მიზნის მიღწევა/არ მიღწევის იდენტიფიცირება და მისი წარმატებულობის განსაზღვრა.
დროში პროგნოზირებადი — დროითი რესურსის შეზღუდულობიდან და შესაბამის ვადებზე გათვლილი გადაწყვეტილებების მიღების საჭიროებიდან გამომდინარე.

რატომ არის საჭირო Product Goal?

და მაინც, რატომ არის საჭირო თქვენთვის პროდუქტის მიზნის ფორმირება?
მისი განსაზღვრის გარეშე, კომპანია შემოსავლებს დაკარგავს? თუ მოგება
შეუმცირდება?

მთავარი შედეგი მიზნის არარსებობის არის ის, რომ თქვენ შექმნით არა
გამოცდილებას მომხმარებლისთვის, არამედ პროდუქტს.

სოუსის მაგალითზე რომ განვიხილოთ და მომხმარებლის სცენარიდან, მისი საჭიროებიდან ამოვიდეთ, მას სჭირდება სოუსი საკუთარ თეფშზე და არა ბოთლი სოუსით, რომელიც სუპერმარკეტში იყიდება.

ამ მაგალითში მოყვანილი ორივე ბოთლი იდენტურ პროდუქტს აწვდის მომხმარებელს, თუმცა, ფუნდამენტური განსხვავება იმ სცენარშია, რომლის მეშვეობითაც სოუსი ბოთლიდან თეფშზე აღმოჩნდება. ყველას გაახსენდება ის ცუდი გამოცდილება, რომელიც პირველი ბოთლის შემთხვევაში, სოუსის არასათანადო რაოდენობით გადმოსხმას შეეხება და ის საშინელი მომენტი, როდესაც სოუსი გამოლევაზეა და ფსკერიდან მისი გამოტუმბვა გვიწევს.

ჩვენს მაგალითში არსებული მეორე ბოთლი სრულიად ცვლის მომხმარებლის გამოცდილებას, აგვარებს ზემოხსენებულ დისკომფორტებს და სოუსის ბოთლიდან ჩვენს თეფშზე მოგზაურობის პროცესს უფრო სასიამოვნოს ხდის. საბოლოო ჯამში, იქიდან გამომდინარე, რომ სოუსის გემო მითითებული კომპანიისთვის თითქმის იდეალიზებულია და მისი დახვეწა, არსებული გარემოებებიდან გამომდინარე, პრაქტიკულად შეუძლებელი, კომპანიამ ახალი პროდუქტის მიზნად დაისახა სწორედ იმ საოცარი გამოცდილების შექმნა, რომელიც მას კონკურენტულ უპირატესობას მიანიჭებდა და სოუსის გემოში მეტნაკლებად ინდიფერენტულ მომხმარებელს, მის მიერ შექმნილი კომფორტული "მოგზაურობის" შეთავაზებით მიიზიდავდა.

რა ადგილს იკავებს პროდუქტის მიზანი Product Development-ში?

პროდუქტის განვითარება, ძირითადად, 3 ნაწილად იყოფა, რომელსაც ინდივიდუალურად გააჩნია ერთგვარი outcome-ები:

  1. პროდუქტის ხედვა ➡ პროდუქტის სტრატეგია;
  2. პროდუქტის მიზანი ➡ Product Roadmap;
  3. Product Discovery ➡ პროდუქტის ტექნიკური განხორციელება.

ცხადია, აქედან ყველაზე ხელშესახები მე-3 ეტაპია. პირველ ნაბიჯი პროდუქტის ხედვის შექმნაა, რომელიც გლობალური საკითხია და სწორედ მისი შინარსიდან გამომდინარე დგება პროდუქტის სტრატეგია. ამ უკანასკნელის განსაზღვრის, მთავარი აქცენტების ჩამოყალიბების შემდეგ ფორმირდება პროდუქტის მიზანი, რომელიც ხაზს უსვამს იმ საბოლოო წერტილს, რომლის მიმართაც გუნდი იწყებს მსვლელობას. პროდუქტის მიზნის მიხედვით იწყობა ე.წ. Product Roadmap, რომელიც საშუალებას გვაძლევს დავინახოთ პროდუქტის განვითარების გეგმა ფართო ჭრილში იმ კომპონენტების გათვალისწინებით, რომლებიც გვეუბნება, თუ როგორ, კონკრეტულად რა ნაბიჯების გადადგმით უნდა მივაღწიოთ პროდუქტის მიზანს. საბოლოოდ, იწყება მოკვლევის, იდეების ვალიდაციის, პროტოტიპირების აქტიური ფაზა, რომელიც მომხმარებელთან აქტიური კომუნიკაციით, ასევე სხვა დაინტერესებული მხარეების ინტენსიური უკუკავშირის საფუძველზე აკორექტირებენ, აუმჯობესებენ საკუთარ გეგმას და იწყებენ პროდუქტის ტექნიკურ იმპლემენტაციას.

როგორ ხდება Product Goal-ის ფორმირება?

სანამ პროდუქტის მიზნის ფორმირების საფეხურებზე გადავალთ, დეტალურად შევეხოთ იმ მახასიათებლებს, რომელიც მას სრულყოფილ მიზნად აქცევს.

  • არა მხოლოდ ვერბალურად, არამედ წერილობითაც უნდა ჩამოყალიბდეს და აკმაყოფილებდეს SMART ან INVEST მოდელს.
  • აუცილებლად უნდა მიემართებოდეს პროდუქტის ხედვას.
  • უნდა იყოს ბაზრის მდგომარეობაზე დამყარებული და არა პროდუქტის ბექლოგზე.
  • უნდა იყოს მიღწევადი.
  • შესაძლებელი უნდა იყოს მისი გაზომვა.
  • კრიტიკულად მნიშვნელოვანია ერთი და არა რამდენიმე პროდუქტის მიზნის არსებობა, რათა გუნდის ფოკუსი არ დაიკარგოს. იმისათვის, რომ გადახვიდეთ სხვა მიზანზე, უნდა შეასრულოთ ან უარვყოთ მიმდინარე პროდუქტის მიზანი.
  • უნდა გამოხატავდეს თქვენს განზრახვას და არა გადაჭრის გზას, რადგან უფრო შედეგიანი და ეფექტურია პრობლემასა და მის მოგვარებაზე მსჯელობა, ვიდრე იმაზე, რა საქმეებია გასაკეთებელი.

პროდუქტის მიზნის ფორმირება შესაძლებელია ნებისმიერი გზით, რომელიცმუშაობს თქვენი პროდუქტისთვის. არ არსებობს რაიმე განსაკუთრებული წესი, თუმცა არის რამდენიმე რეკომენდაცია, რომელიც უფრო ქმედით პროდუქტის მიზანს შეგაქმნევინებთ:

  • დააფორმირეთ პროდუქტის მიზანი თქვენს გუნდთან ერთად, რათა მათი კომპეტენციის მობილიზება/გაზიარების გარდა, გადაიდგას პირველი ნაბიჯები შეთანხმებისა და მიზნების გაცხადების ნაწილში.
  • სანამ გადაწყვეტთ პროდუქტის მიზნის ჩამოყალიბებას, დარწმუნდით, რომ ეს უკანასკნელი პროდუქტის ხედვის გათვალისწინებით იქმნება და არა როგორც ცალკე მდგომი კონცეპტი.
  • სრული დეტალიზების საჭიროებით არა, მაგრამ აუცილებელია, მთელ ამ

პროცესს ლაიტმოტივად გასდევდეს პროდუქტის მენეჯერის ხედვა:

  • როდის დავსახო ჩემი პროდუქტის მიზანი? შესაძლოა ისე გვიანაც,
    როგორიცაა სპრინტის დაგეგმვის პერიოდი, თუმცა არასასურველია. ეცადეთ თქვენი პროდუქტის მიზნის გასწორება QBR-ისთვისმოსამზადებელ პერიოდში. მართალია, პროდუქტის მიზანი შეიძლება იყოს უფრო გძელვადიანი ან მოკლევადიანი, მაგრამ, ამ შემთხვევაში, მისი რელევანტურობა ნაკლებსავარაუდოა, ეჭვის ქვეშ დადგეს, საერთო სურათის დანახვის შესაძლებლობის გათვალისწინებით. რაც შეეხება მის სამომავლო დაკორექტირებას, ბიზნეს-საჭიროებების ცვლილებიდან გამომდინარე, მისი მოდიფიცირებაც იქნება შესაძლებელი.

    რა არის კარგი მაგალითი?

ვინ არის პასუხისმგებელი Product Goal-ის ფორმირებასა და მიღწევაზე?

როგორც პროდუქტის ღირებულების მაქსიმიზატორი, Product Owner არის პასუხისმგებელი პროდუქტის მიზნის განვითარებასა და მის გაცხადებაზე. Scrum Master ეხმარება Product Owner-ს პროდუქტის მიზნის ეფექტური განსაზღვრების შემუშავების საუკეთესო ტექნიკის მოძებნაში. რაც შეეხება მისი მიღწევის საკითხს, მთელი Scrum გუნდი იღებს მასზე პასუხისმგებლობას.

რა ვადებზეა გათვლილი Product Goal?

ბუნებრივია, პროდუქტის მიზნის ვადები განსხვავდება ინდუსტრიის, კომპანიის, პროდუქტისა, თუ მათი მახასიათებლების მიხედვით. ამ ყველა ფაქტორის გათვალისწინებით, საშუალო დროითი გათვლა პროდუქტის მიზნის მისაღწევად არის 4-12 თვიანი პერიოდი.

რა კავშირია Product Goal-სა და Product Backlog-ს შორის?

პროდუქტის მიზანი არის პროდუქტის ბექლოგის ნაწილი. პროდუქტის ბექლოგი წარმოიქმნება, რათა განისაზღვროს - "რა" საკითხების შესრულება მოგვცემს საშუალებას, რომ მივაღწიოთ პროდუქტის მიზანს.

საბოლოო ჯამში, პროდუქტის მიზანი ვერ იქნება უშუალოდ პროდუქტის შექმნა იმდენად, რამდენადაც "პროდუქტი არის მომხმარებლისთვის ღირებულების მიმტანი ტრანსპორტი" და არა ცალკე მდგომი სარგებლის მქონე რამ. შესაბამისად, პროდუქტის მიზანი სწორედ იმ ღირებულების სრულყოფასა და პროდუქტით, როგორც ტრანსპორტით მგზავრობის მაქსიმალურად გაკომფორტულებას უნდა ემსახურებოდეს.

ერთ მარტივ ილუსტრაციაზე რომ შევხედოთ მთელ ამ პროცესს, რომელიც ინკრემენტის, პროდუქტის და პროდუქტის მიზნის შინაარსს უსვამს ხაზს, დაახლოებით, ასე გამოიყურება:

პროდუქტის მიზნის გუნდების პრაქტიკაში დანერგვის გეგმა საქართველოს ბანკში

იქიდან გამომდინარე, რომ Scrum Guide 2020-ში, რომელიც გასული წლის 18 ნოემბერს გამოქვეყნდა და მასში პროდუქტის მიზნის აღწერაზე, მისი სკრამ გუნდში არსებობის აუცილებლობაზე დაისვა აქცენტები, ამ მიმართულებით ცნობიერების ამაღლება იმ მომენტიდანვე დაიწყო საქართველოს ბანკში. ამ კუთხით ინტენსიური ინფორმირების შემდეგ, ვგეგმავთ პროდუქტის მიზნის გუნდების პრაქტიკაში დანერგვას, რასაც ვფიქრობთ ძალიან კარგი შედეგები მოყვება გუნდების შესრულების, პროდუქტების წარმატებისა და გრძელვადიანი KPI-ების შესრულების კუთხით.