როდესაც დროის უდიდეს ნაწილს ერთ ქვეყანაში ატარებ, სხვა ქვეყნების შესახებ წარმოდგენის ჩამოყალიბებაში ფილმები, წიგნები და ინტერნეტი გეხმარება. ხშირად გავრცელებული წარმოდგენები, რომელთაც თვალდახუჭული ვენდობით, სწორი სულაც არაა. ამ სტერეოტიპების დასამსხვრევად სხვადასხვა ქვეყნის მოქალაქეები Reddit-ზე შეიკრიბნენ და ერთმანეთს საკუთარი ქვეყნების შესახებ არსებული არასწორი წარმოდგენები გაუზიარეს.

გთავაზობთ 12 ქვეყანას და მათთან დაკავშირებულ ყველაზე გავრცელებულ სტერეოტიპებს:

1. ბრაზილია

ფოტო: Giphy

"ყველა თამაშობს ფეხბურთს ან იცის სამბას ცეკვა. ქუჩებში მაიმუნები არიან და ქვეყნის დედაქალაქი რიო-დე-ჟანეიროა". — u/sadcagias

2. ავსტრალია

ფოტო: Giphy

"ყველა ფიქრობს, რომ ძალიან საშიში ქვეყანაა: ობობები, გველები, გარეული კატები და ძაღლები გულს ამოგგლეჯენ, როგორც კი ზღურბლს გადააბიჯებ. სიმართლე ისაა, რომ თუ სულელივით არ მოიქცევი და გველს/ობობას არ შეაწუხებ, არაფერი გემუქრება". — u/Cletus_Spooge_pants

3. კანადა

ფოტო: Giphy

"ყველა ნეკერჩხლის სიროფს სვამს, ყველგან ცხენ-ირმები არიან და ადამიანები მუდამ ბოდიშს იხდიან". — u/Ugandan_Chungas

4. საფრანგეთი

ფოტო: Giphy

"ძალიან უხეშები ვართ, თუ ფრანგულად არ საუბრობ. ყველას გვიყვარს ღვინო, ყველი, ბაგეტი და საფრანგეთი მხოლოდ პარიზია". — u/Mattt29000

5. მექსიკა

ფოტო: Giphy

"მექსიკა უდაბნოა". — u/slackfrop

6. ჩეხეთი

ფოტო: Giphy

"საზოგადოების საკმაოდ დიდ ნაწილს ჰგონია, რომ ჩეხოსლოვაკია ჯერ კიდევ არსებობს. ჩვენ 1993 წელს დავიშალეთ... ახლა ჩეხეთის რესპუბლიკა ვართ და არა — ჩეხოსლოვაკია". — u/foodwithnoob

7. სამხრეთ აფრიკა

ფოტო: Giphy

"როდესაც ინგლისში პირველად მოვხვდი, ხალხი გაოგნებული იყო, როცა გაიგეს, რომ სამხრეთ აფრიკაში უნივერსიტეტები გვაქვს. ინტერნეტისა და სავაჭრო ცენტრების არსებობაც მითიური აღმოჩნდა". — u/irmari01

8. გერმანია

ფოტო: Giphy

"ყველა გერმანელმა მეორე მსოფლიო ომის შესახებ განსაკუთრებული საიდუმლოებები იცის, რომლის გაზიარებაც ძალიან უნდათ". — u/slazer2k

9. ეგვიპტე

ფოტო: Giphy

"ამერიკელი ვარ, თუმცა ცოტა ხნით ეგვიპტეში ვცხოვრობდი. საოცარია, რომ ერთზე მეტმა ზრდასრულმა ამერიკელმა მკითხა, ვცხოვრობდი თუ არა პირამიდაში". — BP_Oil_Chill

10. ახალი ზელანდია

ფოტო: Giphy

"მხოლოდ რაგბი გვადარდებს და ჰობიტების სოროებში ვცხოვრობთ". — u/GalactikNZ

11. თურქეთი

ფოტო: Giphy

"რომ ყველანი აქლემებს ვატარებთ. მოკლე პასუხი: არა!" — u/Huntsound

12. შოტლანდია

ფოტო: Giphy

"შოტლანდიაში ყველა წითურია და კილტს [შოტლანდიურ ქვედაბოლოს] ატარებს". — u/_pengu__