რუსეთი ISS-ის დატოვებას და საკუთარი კოსმოსური სადგურის გაშვებას გეგმავს
დაახლოებით ორი ათწლეულის მანძილზე საერთაშორისო კოსმოსური სადგური (ISS) წარმოადგენდა კოლაბორაციულ კვლევით ხომალდს ასტრონავტებისთვის მთელი მსოფლიოს გარშემო. სამეცნიერო ექსპერიმენტები, რომლებსაც სადგურზე მუდმივად განთავსებულ კოსმოსურ ხომალდებზე ატარებდნენ, დედამიწაზე გაკეთებული მრავალი სამეცნიერო მიღწევის საფუძველი გახდა.
აღსანიშნავია, რომ ISS არ არის მხოლოდ კვლევითი ლაბორატორია — ეს პროგრამა მიიჩნევა ცივი ომის შემდგომ დიპლომატიურ ტრიუმფად აშშ-სა და რუსეთისთვის, რომლებიც სადგურს კანადასთან, ევროპასთან და იაპონიასთან ერთად მართავენ.
მაგრამ, ახალი გეოპოლიტიკური მდგომარეობა თანამშრომლობას საფრთხეს უქმნის და ამ ყველაფერს რისკის ქვეშ აყენებს. როგორც AFP იუწყება, რუსეთი ISS-ის პროგრამიდან გამოთიშვას და 2025 წელს დედამიწის ორბიტაზე საკუთარი კოსმოსური სადგურის გაშვებას გეგმავს.
ინფორმაციის მიხედვით, რომელიც Twitter-ზე Roscosmos-ის დირექტორმა, დიმიტრი როგოზინმა გაავრცელა, ქვეყნის კოსმოსურმა სააგენტომ უკვე დაიწყო მუშაობა ახალი სადგურის პირველ მთავარ მოდულზე. მოსკოვის განცხადების მიხედვით, მათი განზრახვის მიზეზი ISS-ის "დაძველებაა", მაგრამ, ამავდროულად, ძნელია იმ პოლიტიკური მოვლენების გავლენის უგულებელყოფა რომლებიც აქ, ხმელეთზე ხდება.
"როდესაც გადაწყვეტილებას მივიღებთ, 2024 წლის შემდეგ დავიწყებთ მოლაპარაკებებს ჩვენ პარტნიორებთან თანამშრომლობის ფორმებისა და პირობების შესახებ", — განუცხადა Roscosmos-მა AFP-ს.
აღსანიშნავია, რომ რუსეთმა ISS-ზე კონტროლი გასულ წელს მას შემდეგ დაკარგა, რაც SpaceX-მა NASA-ს ორბიტირებადი ლაბორატორიისკენ პირველი ოპერაციული მისია გაუშვა. ვლადიმერ პუტინმა ამ დროს განაცხადა, რომ აშშ-ს გადაწყვეტილება კოსმოსური ძალების გაშვების შესახებ იმას ნიშნავს, რომ თეთრი სახლი კოსმოსს ისე აღიქვამს, როგორც "სამხედრო თეატრს და რომ აშშ იქ გარკვეული მოქმედებების ჩატარებას გეგმავს".
ამავდროულად, ბაიდენის ადმინისტრაციამ გააკრიტიკა რუსეთის მიერ ოპოზიციის ლიდერის — ალექსეი ნავალინის დაპატიმრება და უკრაინაში სამხედრო კონფლიქტის საფრთხის ზრდა. ამ ყველაფერმა კიდევ უფრო გააფუჭა ურთიერთობა ამ ორ მხარეს შორის.
რუსეთს უკვე აქვს მოქმედი ისტორიული კოსმოსური ლაბორატორიები. მათ შორისაა Mir — მოდულური კოსმოსური სადგური, რომელმაც ორბიტაზე მხოლოდ 15 წელი გაატარა. ამჟამად რუსეთი, ჩინეთთან ერთად, მთვარეზე კვლევითი სადგურის აშენებაზე მუშაობს.
კომენტარები