Meta-ს LlamaCon კონფერენციაზე, Meta-ს აღმასრულებელ დირექტორთან, მარკ ცუკერბერგთან გამართული საუბრისას, Microsoft-ის აღმასრულებელმა დირექტორმა, სატია ნადელამ განაცხადა, რომ კომპანიის საცავებში არსებული კოდის 20%-30% "პროგრამული უზრუნველყოფის მიერ არის დაწერილი" — ანუ ხელოვნური ინტელექტის მიერ.

ნადელამ ეს ციფრი მას შემდეგ გაამხილა, რაც მას ამის შესახებ ცუკერბერგმა ჰკითხა. Microsoft-ის აღმასრულებელმა დირექტორმა თქვა, რომ კომპანია ხელოვნური ინტელექტის მიერ გენერირებული კოდის მხრივ არაერთგვაროვან შედეგებს ხედავს. მაგალითად, Python-ის მხრივ უფრო მეტი პროგრესია, ვიდრე C++-ის მიმართულებით.

Microsoft-ის ტექნიკურმა დირექტორმა კევინ სკოტმა ადრე განაცხადა, რომ 2030 წელს კოდის 95% ხელოვნური ინტელექტის გენერირებული იქნება.

როდესაც ნადელმა შეკითხვა ცუკერბერგს დაუბრუნა, Meta-ს აღმასრულებელმა დირექტორმა განაცხადა, რომ თავის კომპანიაზე ამ მონაცემებს არ ფლობს.

გასულ კვირას Google-ის შემოსავლების შესახებ გამართულ შეხვედრაზე, აღმასრულებელმა დირექტორმა სუნდარ პიჩაიმ განაცხადა, რომ კომპანიის კოდის 30%-ზე მეტს ხელოვნური ინტელექტი წერს.

თუ სტატიაში განხილული თემა და ზოგადად: მეცნიერებისა და ტექნოლოგიების სფერო შენთვის საინტერესოა, შემოგვიერთდი ჯგუფში – შემდეგი ჯგუფი.