ივნისში მეიოს კლინიკამ პირველად შეასრულა სახის ტრანსპლანტაცია.

ამ სამედიცინო სასწაულს, რომელიც ასე იშვიათად ხდება, წინ ორი ახალგაზრდა მამაკაცის სევდიანი ისტორია უძღვის.

2006 წელს 21 წლის ენდი სენდნესმა თავის მოკვლა სცადა. მან ნიკაპში იარაღი ისროლა, რამაც სახის დიდი ნაწილი დაუზიანა, თუმცა, ის გადარჩა.

სანამ ის სტაბილურ მდგომარეობაში იყო, მეიოს კლინიკის ექიმებმა მისი სახის აღსადგენად ყველაფერი გააკეთეს, მაგრამ ვერაფერი მოუხერხეს დაკარგულ ყბას, ცხვირსა და კბილებს.

ფოტო: Mayo Clinic

სენდნესი საბოლოოდ სახლში წავიდა და სამსახურს დაუბრუნდა.

2012 წელს მეიოს კლინიკას სახის გადანერგვის იდეა მოუვიდა. პროცედურა რთული და რისკიანი იქნებოდა.

ფოტო: Mayo Clinic

რამდენიმე კვლევის შემდეგ სენდნესი დარწმუნდა, რომ სწორად იქცეოდა.

"როდესაც ისე გამოიყურები, როგორც მე გამოვიყურები და ისე ფუნქციონირებ, როგორც მე ვფუნქციონირებ, პატარა შანსიც კი არ უნდა გაუშვა ხელიდან", - ამბობდა ის.

ეს იყო ოპერაცია, რომელსაც ახალგაზრდა კაცისთვის ცხოვრება უნდა დაებრუნებინა.

ფოტო: Mayo Clinic

პროცედურის დასაწყებად დრო და უზარმაზარი მომზადება იყო საჭირო. მეიოს კლინიკის ექიმებმა 50 შაბათი გაატარეს ოპერაციისთვის ტრენინგში.

ფოტო: Mayo Clinic

ესეც მოსამზადებელი მოვლენების ამსახველი ვიდეო:

2016 წლის იანვარში სენდნესი ორგანოთა დონორების სიას დაემატა. ის რამდენიმე წელი დონორის გამოჩენას არც კი ელოდებოდა, მაგრამ სულ რაღაც ხუთი თვის შემდეგ მას კლინიკიდან დაურეკეს.

21 წლის მამაკაცმა, სახელად კალინ როსმა სიცოცხლე თვითმკვლელობით დაასრულა. ის დონორთა სიაში იყო.

მცირე ყოყმანის შემდეგ, მისი ცოლი ლილი როსი, რომელიც იმ დროს ორსულად იყო, გარდაცვლილი მეუღლის სახის გადანერგვას დათანხდა. მისი თქმით, ეს გადაწყვეტილება იმიტომ მიიღო, რომ მომავალში შვილისთვის მოეყოლა, როგორ დაეხმარა მამამისი სხვა ადამიანს.

ფოტო: Mayo Clinic

ოპერაციას 56 საათი და 60 ადამიანი დასჭირდა.

ექიმთა გუნდმა ერთი სრული დღე მხოლოდ იმაში დახარჯა, რომ ყველა ძვალი, კუნთი და კანი მოეგროვებინა დონორისგან. დანარჩენი დრო დაიხარჯა სენდნესზე სახის დაშენებაში.

ფოტო: Mayo Clinic

32 საათის შემდეგ გუნდმა შეძლო ცხვირის, ლოყების, პირის, კბილების, ტუჩების, ყბისა და ნიკაპის გადანერგვა სენდნესისთვის.

ფოტო: Mayo Clinic

სენდნესს არ ჰქონდა უფლება, საკუთარი თავი ენახა პროცედურიდან სამი კვირის მანძილზე. როდესაც მან სარკეში ჩაიხედა, აღფრთოვანდა.

ფოტო: Mayo Clini

სენდნესი ამბობს, რომ ცვლილების მასშტაბი ოპერაციიდან სამ თვეში გაიაზრა. ის ლიფტში იყო და პატარა ბიჭმა მას შიშისა და გაკვირვების გარეშე შეხედა. ასეთი რამ სახის დაზიანების შემდეგ მის ცხოვრებაში აღარ მომხდარა.

ფოტო: Mayo Clinic

პროცედურის შემდეგ სენდნესს ყნოსვაც დაუბრუნდა, სუნთქვაც შეძლო და ნორმალურად ჭამაც დაიწყო.

ფოტო: Mayo Clinic

ახლა ის თავს ჩვეულებრივ ადამიანად გრძნობს.