მიშელი ოპოზიციის ნაწილს დოკუმენტის ხელმოწერისკენ მოუწოდებს
ფოტო: www.dw.com
ევროპული საბჭოს პრეზიდენტი, შარლ მიშელი ოპოზიციის დარჩენილ ნაწილს დოკუმენტის ხელმოწერისკენ მოუწოდებს.
"მათ ვინც დღეს შეთანხმებას ხელი არ მოაწერა, მოგიწოდებთ საქართველოს ინკლუზიური, მრავალპარტიული დემოკრატიის გულისთვის შემოერთება განიხილოთ. მჯერა, რომ დღევანდელი დღე განსაკუთრებით მნიშვნელოვანია რთული რეგიონალური კონტექსტის მხრივაც", — განაცხადა
მან, ასევე, თქვა, რომ ის საქართველოში ხვალ, 20 პრილს ჩამოვა.
ევროპული საბჭოს პრეზიდენტის, შარლ მიშელის ახალ დოკუმენტს მმართველმა პარტიამ და ოპოზიციური პარტიის ნაწილმა ხელი მოაწერა. ხელმოწერის ცერემონია პრეზიდენტის სასახლეში გაიმართა. ხელმოწერის ცერემონიას ონლაინ დაესწრო შარლ მიშელიც.
ამ დროის მონაცემებით, დოკუმენტს ხელს აწერენ: ქართული ოცნება, ლელო, სრატეგია აღმაშენებელი, ორივე გირჩი, რესპუბლიკური პარტია, ასევე, ინდივიდუალურად აწერენ ხელს ნაციონალური მოძრაობის ერთ-ერთი ლიდერი, სალომე სამადაშვილი და ევროპული საქართველოს ყოფილი თავმჯდომარე, დავით ბაქრაძე. ამ ორი პარტიის სხვა წარმომადგენლები პრეზიდენტის ადმინისტრაციაში ამ დროისთვის არ იმყოფებიან.
ახალ დოკუმენტში საუბარია პოლიტპატიმრებზეც. კერძოდ, საუბარია იმაზე, რომ დოკუმენტის ხელმოწერიდან 1 კვირის განმავლობაში ორ შემთხვევაში, იგულისხმება ნიკა მელიასა და გიორგი რურუას საქმეები, იქნება ამნისტია ან სხვა ნაბიჯი, რომელსაც ანალოგიური შედეგი ექნება. საუბარია ამნისტიის კანონზეც, რომელიც 2019 წლის 20 ივნისის აქციებს ეხება. პარტიები ცვლილებების მხარდასაჭერად პარლამენტში უნდა შევიდნენ.
გარდა ამისა, დოკუმენტში საუბარია საარჩევნო რეფორმაზე, სადაც ვადამდელ არჩევნებთან დაკავშირებით ქართული ოცნების წინადადება გაზიარებულია, თუმცა ნაცვლად 40%-სა, შემოთავაზებულია 43%. კერძოდ, ვადამდელი არჩევნები ჩატარდება 2022 წელს, თუ 2021 წლის თვითმმართველობის არჩევნებში მმართველი პარტია 43%-ზე ნაკლებ პროპორციულ ხმას აიღებს.
დოკუმენტი მოიცავს სასამართლო რეფორმას, პარლამენტში ძალაუფლების გადანაწილებასა და მომავალ არჩევნებსაც.
ამავე თემაზე:
-
რატომ მოქმედებს სიცხე უფრო მეტად ქალებზე, ვიდრე კაცებზე? რატომ მოქმედებს სიცხე უფრო მეტად ქალებზე, ვიდრე კაცებზე?
გადახედვა
-
არანაირი წერილი არ ყოფილა შემოსული — კალაძე ე.წ. რიყის დოქების შემქმნელი ბიუროს წერილზე არანაირი წერილი არ ყოფილა შემოსული — კალაძე ე.წ. რიყის დოქების შემქმნელი ბიუროს წერილზე
გადახედვა
-
სტუმრად თიბისიში — ტექნოლოგიები, განათლება და შესაძლებლობები UNFPA-ს საზაფხულო აკადემიის მონაწილე ახალგაზრდებისთვის სტუმრად თიბისიში — ტექნოლოგიები, განათლება და შესაძლებლობები UNFPA-ს საზაფხულო აკადემიის მონაწილე ახალგაზრდებისთვის
-
კვამლის ჩასუნთქვის შემდეგ, მეხანძრეებმა მტრედი ჟანგბადის ნიღბით გადაარჩინეს — ნახეთ ვიდეო კვამლის ჩასუნთქვის შემდეგ, მეხანძრეებმა მტრედი ჟანგბადის ნიღბით გადაარჩინეს — ნახეთ ვიდეო
გადახედვა
-
მამუკა მდინარაძე: ნაცმოძრაობა და მისი კლასტერი დანაშაულებრივი, აგენტურული ორგანიზაციებია, რომლებიც უნდა აიკრძალონ მამუკა მდინარაძე: ნაცმოძრაობა და მისი კლასტერი დანაშაულებრივი, აგენტურული ორგანიზაციებია, რომლებიც უნდა აიკრძალონ
გადახედვა
-
ჩინეთში კომერციული ტვინი-კომპიუტერის ინტერფეისის მსოფლიოში პირველი იმპლანტაცია ჩატარდა ჩინეთში კომერციული ტვინი-კომპიუტერის ინტერფეისის მსოფლიოში პირველი იმპლანტაცია ჩატარდა
გადახედვა
-
საქართველოში სტარბაქსის პირველი ფილიალი გაიხსნა — ინტერვიუ ბრენდის წარმომადგენლებთან საქართველოში სტარბაქსის პირველი ფილიალი გაიხსნა — ინტერვიუ ბრენდის წარმომადგენლებთან
-
ფოტო, რომელმაც დრო გაუსწრო — მესისა და ლამინ იამალის შეხვედრა 19 წლის წინ ფოტო, რომელმაც დრო გაუსწრო — მესისა და ლამინ იამალის შეხვედრა 19 წლის წინ
-
საქართველოს ბანკის მხარდაჭერით, მეწარმე ქალთა განვითარების პროგრამის მე-20 ნაკადზე რეგისტრაცია დაიწყო საქართველოს ბანკის მხარდაჭერით, მეწარმე ქალთა განვითარების პროგრამის მე-20 ნაკადზე რეგისტრაცია დაიწყო
-
ოდისეის უკვდავი პერსონაჟები: ქანდაკებებში, ნახატებსა და კრისტოფერ ნოლანის კინემატოგრაფში ოდისეის უკვდავი პერსონაჟები: ქანდაკებებში, ნახატებსა და კრისტოფერ ნოლანის კინემატოგრაფში
გადახედვა
-
ყურადღება გავამახვილეთ პოლიტიკური ტერორიზმის იმ გამოხატულებაზე, რაც საქართველოში ვიხილეთ ბოლო წლებში — მაკა ბოჭორიშვილი ყურადღება გავამახვილეთ პოლიტიკური ტერორიზმის იმ გამოხატულებაზე, რაც საქართველოში ვიხილეთ ბოლო წლებში — მაკა ბოჭორიშვილი
გადახედვა
-
ირაკლი კობახიძე: განსაკუთრებულ მნიშვნელობას ვანიჭებთ თურქმენეთთან თანამშრომლობის ყველა ასპექტს ირაკლი კობახიძე: განსაკუთრებულ მნიშვნელობას ვანიჭებთ თურქმენეთთან თანამშრომლობის ყველა ასპექტს
გადახედვა
-
რუსეთთან კავშირების გამო, უნგრეთში პეტერ სიიარტოს წინააღმდეგ გამოძიება დაიწყო რუსეთთან კავშირების გამო, უნგრეთში პეტერ სიიარტოს წინააღმდეგ გამოძიება დაიწყო
გადახედვა
-
Studio Fuksas ე.წ. რიყის დოქებისთვის ახალი ფუნქციის მოძიებას ითხოვს Studio Fuksas ე.წ. რიყის დოქებისთვის ახალი ფუნქციის მოძიებას ითხოვს
გადახედვა
-
პროკრედიტ ბიზნესი: ლაგვანის მარნის ისტორია პროკრედიტ ბიზნესი: ლაგვანის მარნის ისტორია
-
უკრაინის უმაღლესმა რადამ მთავრობის ახალი კაბინეტი დაამტკიცა — საგარეო საქმეთა და თავდაცვის მინისტრების ვინაობა ჯერჯერობით უცნობია უკრაინის უმაღლესმა რადამ მთავრობის ახალი კაბინეტი დაამტკიცა — საგარეო საქმეთა და თავდაცვის მინისტრების ვინაობა ჯერჯერობით უცნობია
გადახედვა
-
ახალციხეში შუახნის კაცი საკუთარ სახლში ყელის არეში ჭრილობებით გარდაცვლილი იპოვეს ახალციხეში შუახნის კაცი საკუთარ სახლში ყელის არეში ჭრილობებით გარდაცვლილი იპოვეს
გადახედვა
-
შეგვიძლია მარსამდე ჰიბერნაციით მივაღწიოთ? — მეცნიერები პასუხის ძიებაში შეგვიძლია მარსამდე ჰიბერნაციით მივაღწიოთ? — მეცნიერები პასუხის ძიებაში
გადახედვა
-
მასკი ამბობს, რომ ლე პენი "საფრანგეთის უკანასკნელი იმედია" მასკი ამბობს, რომ ლე პენი "საფრანგეთის უკანასკნელი იმედია"
გადახედვა
-
ე.წ საბოტაჟის საქმეზე დაიკითხა ტიკ-ტოკერი ჟურნალისტი, რომელიც "სტატიებს წერს და არსად აქვეყნებს" ე.წ საბოტაჟის საქმეზე დაიკითხა ტიკ-ტოკერი ჟურნალისტი, რომელიც "სტატიებს წერს და არსად აქვეყნებს"
გადახედვა
-
ქეთევან წიკლაურის პროფესიული გზა — როგორ იქცევა ტექნოლოგია მომხმარებლის უკეთეს გამოცდილებად ქეთევან წიკლაურის პროფესიული გზა — როგორ იქცევა ტექნოლოგია მომხმარებლის უკეთეს გამოცდილებად
კომენტარები