აღმოაჩინეს ხუთი მულტივარსკვლავური სისტემა, სადაც, შესაძლოა, სიცოცხლე იყოს
თითქმის ნახევარი საუკუნის წინ, Star Wars-ის შემქმნელებმა წარმოგვიდგინეს დასახლებული პლანეტა, სახელწოდებით Tatooine, რომელიც ორი ვარსკვლავის გარშემო ბრუნავს. ახლა მეცნიერებმა ხუთი მულტივარსკვლავური სისტემა აღმოაჩინეს, რომელშიც, შესაძლოა, სიცოცხლე იყოს. კვლევა ჟურნალ Space Science-ში გამოქვეყნდა.
სხვა სიტყვებით რომ ვთქვათ, მზის სისტემის მიღმა სიცოცხლის აღმოჩენას ხუთი ნაბიჯით მივუახლოვდით.
მათემატიკური გამოთვლების ახალმა მეთოდმა, რომელიც ნიუ იურკის და ვაშინგტონის უნივერსიტეტის მკვლევრებმა შეიმუშავეს, გამოავლინა ხუთი სხვდასხვა ვარსკვლავური სისტემა, რომლებშიც "სასიცოცხლო ზონებია". სასიცოცხლო ზონაში იგულისხმება სივრცე, რომელიც ვარსკვლავისგან ისეთ დაშორებაზე, სადაც პლანეტას წყლის თხევად მდგომარეობაში შენარჩუნება შეუძლია.
ერთ-ერთი ასეთი სისტემა, კეპლერ-64, ოთხი ვარსკვლავისგან შედგება, რომლებიც ერთმანეთის გარშემო ბრუნავენ. სხვა დანარჩენ სისტემებს ორი ვარსკვლავი აქვთ და ყოველ მათგანში, სიცოცხლისთვის ხელსაყრელი, ზომით ნეპტუნზე დიდი, ერთი პლანეტა მაინც არის.
ეს მიანიშნებს იმაზე, რომ ბინარულ ვარსკვლსვურ სისტემებში, გიგანტურ პლანეტებზე სიცოცხლე თავისუფლად შეიძლება იყოს.
"სავარაუდოა, რომ სიცოცხლე ისეთივე "სასიცოცხლო ზონებში" ვითარდება, როგორიც ეს დედამიწის შემთხვევაშია. ჩვენ 9 პოტენციური სისტემა შევისწავლეთ. თითო სისტემაში მინიმუმ ორი ვარსკვლავი მაინც შედის და მათ გარშემო გიგანტი პლანეტები ბრუნავენ. გამოთვლებმა გვიჩვენა, რომ 9-დან 5 ში, შესაძლოა, სიცოცხლე იყოს." — განაცხადა წამყვანმა მკვლევარმა, ნიკოლოზ გეორგაკარაკოსმა.
მეცნიერებმა უკვე უამრავი ეგზოპლანეტა აღმოაჩინეს და მათგან რომელიმეში თავისუფლად შეიძლება, რომ სიცოცხლე იყოს. თუმცა, ეს ახალი კვლევა აჩვენებს, რომ სიცოცხლე, შეიძლება, მულტივარსკვლავურ სისტემებში, გიგანტურ პლანეტებზეც არსებობდეს.
კომენტარები