ფილიპ ქრისტოდულოუმ სმარტფონით Apple Store-დან კრიპტოვალუტის ციფრული საფულის აპლიკაცია ჩამოტვირთა და მასში შევიდა. ერთი შეხედვით, აპლიკაცია სანდო უნდა ყოფილიყო, თუმცა, ის კიბერთაღლითების შექმნილი აღმოჩნდა.

აპლიკაციაში შესვლისთანავე თაღლითებმა ფილიპის 600 000 დოლარის ღირებლების 17.1 ბიტკოინი მოიპარეს.

ეს შემთხვევა ნამდვილად დამაფიქრებელია. მსგავსი აპლიკაცია როგორც Apple-ის, ისე ანდროიდის პლატფორმაზე შეიძლება შეგვხვდეს. მეორე საკითხია, თავად პლატფორმები რას აკეთებენ ამის პრევენციისთვის.

აღსანიშნავია, რომ დაზარალებული კაცი Apple-ს უფრო ადანაშაულებს, ვიდრე იმ ქურდებს, ვინც მისი მთელი ცხოვრების დანაზოგის დიდი ნაწილი მოიპარეს.

"მე Apple-ის მიმართ მქონდა ნდობა და მათ დამაღალატეს. მათ ეს არ უნდა შერჩეთ", — უთხრა The Washington Post-ს დაზარალებულმა.

კონკრეტულ შემთხვევაში კიბერთაღლითებმა პლატფორმის მარეგულირებელს აპლიკაცია როგორც გაშიფვრის მომსახურება ისე წარუდგინეს, დასტურის მიღების შემდეგ კი კრიპტოტექნიკური საფულის შემქმნელის, Trezor-ის იმიტაცია გააკეთეს.

როგორც Washington Post იუწყება, მართალია Apple თავიდან წარდგენილ აპლიკაციებს კარგად აკონტროლებს, მაგრამ ამის შემდეგ მათ ცვლილებებს სათანადო ყურადღება ვეღარ აქცევს.

ბლოკჩეინის ფირმამ, Chainalysis-მა დაადასტურა, რომ ქრისტოდულოუს და სხვა დაზარალებულების მოპარული კრიპტო საეჭვო ანგარიშს ეგზავნება.

"არსებობს მტკიცებულებები, რომ ეს მნიშვნელოვანი თაღლითობაა. საუბარია ასობით ათას დოლარზე", — ამბობენ Chainalysis-ში.

ამ ეტაპზე Apple-ს და Google-ს მსგავსი "აპლიკაციების" დაბლოკვა შეუძლიათ, მაგრამ რა იქნება იმ შემთხვევაში, თუ კიბერთაღლითები მსგავს "ხაფანგს" კიდევ შექმნიან, ამაზე პასუხი ჯერ არ ვიცით.