ღრუბლები მარსის ცაზე — ვიდეო
ვიდეოზე, რომელიც გასული კვირის ბოლოს გავრცელდა, ბნელ ღრუბლებს დაინახავთ, რომლებიც ქვიან ლანდშაფტებს "გადაუფრენს". თუმცა, ეს არიზონა არაა, ეს მარსის უკაცრიელი ზედაპირია.
NASA-ს Curiosity მოხეტიალემ წითელი პლანეტის ბნელ ცას სურათები გადაუღო, რომლებიც ჩრდილო კაროლინას პლანეტარული მეცნიერებების ასოცირებულმა პროფესორმა, პოლ ბაირნმა GIF-ის სახით გააერთიანა და 19 მარტს გამოაქვეყნა. ვიდეოზე ასევე ხედავთ გეილის კრატერში მდებარე შრეებრივი ნალექის 7 მეტრიან გაშიშვლებას, მეტსახელად "მთა მერკოს".
ნალექის მჭიდროდ მიწყობილი შრეები, რომლებიც გაშიშვლების ერთ მხარეს შეიმჩნევა, დედამიწის დამშრალი ტბის ფსკერზე არსებულ შრეებს მოგვაგონებს, რაც მთა მერკოს კიდევ უფრო საინტერესოს ხდის მოხეტიალის კამერებისთვის.
Curiosity მთა მერკოს წინ არის გაჩერებული და თავის სამეცნიერო ინსტრუმენტებს ელოდება, რომელთა საშუალებითაც იგი მის გარშემო ტერიტორიას შეისწავლის. მეცნიერები იმედოვნებენ, რომ მოხეტიალე მათ გაშიშვლების შესახებ მეტი ინფორმაციის მოპოვებაში დაეხმარება.
"ამ კლდის ტექსტურა და ფერის ვარიაციები საოცარია და მაქსიმალურად ვცდილობთ მის შესწავლას", — წერს ლუსი ტომფსონი, პლანეტარული გეოლოგი და ახალი ბრანსვიკის უნივერსიტეტიდან.
მარსის ღრუბლები საკმაოდ განსხვავდებიან იმ ღრუბლებისგან, რომლებსაც დედამიწაზე ვხედავთ. მეცნიერები ფიქრობენ, რომ უცხო კოსმიური ნივთიერებები მარსის ატმოსფეროსთან ურთიერთქმედებით წარმოშობენ ნაწილაკებს და სწორედ ამ უკანასკნელთა გარშემო იწყება მარსის ღრუბლების ფორმირება.
მარსის ღრუბლებს ექსტემალურად მაღალ სიმაღლეებზე შეუძლიათ გადაადგილება — პლანეტის ზედაპირიდან, დაახლოებით, 100 კილომეტრის დაშორებითაც კი.
პლანეტის ღრუბლები უმეტესად ნახშირორჟანგისგან შედგება. აღსანიშნავია, რომ მზის ჩასვლის შემდეგ, მათი დანახვა მხოლოდ შეუიარაღებელი თვალითაა შესაძლებელი, რადგან ღამით ისინი ირეკლავენ მზის სხივებს და ბნელი ცისკენ მიმრთავენ.
კომენტარები