ამ მნიშვნელოვან გამარჯვებაზე სიძულვილის ენა, სამწუხაროდ, ორივე მიმართულებით მოვისმინეთ — პაპუაშვილი ბასილაშვილზე
ფოტო: კადრი ვიდეოდან/საქართველს პარლამენტი
საპარლამენტო უმრავლესობის ერთ-ერთი ლიდერი, შალვა პაპუაშვილი ჩოგბურთელ, ნიკოლოზ ბასილაშვილის დოჰას ტურნირზე გამარჯვებას ულოცავს და ამ საკითხის ირგვლივ სოციალურ ქსელში მიმდინარე სიძულვილის ენაზე საუბრობს.
"პირველ რიგში, მეც მინდა მივულოცო ნიკოლოზ ბასილაშვილს, ეს მნიშვნელოვანი გამარჯვება, რაც ბატონმა ალეკომ აღნიშნა. თუმცა, ამას, მე მინდა, ასევე, სხვა კუთხითაც შეგახედოთ [...]
ზიზღის და სიძლვილის შემცველი ენა იყო როგორც ნიკოლოზ ბასილაშვილის მიმართულებით, ასევე მისი კრიტიკოსების მიმართ, ასევე, იყო სწორედ ასეთი ლანძღვა გინების, დამამცირებელი, დამცინავი, შეურაცხმყოფელი ენა გამოყენებული" — განაცხადა შალვა პაპუაშვილმა.
იგი სოციალურ ქსელებში გავრცელებულ სიძულვილის ენას ტექნოლოგიურ განვითარებას მიაწერს და ამბობს, რომ საჯაროდ აქტიურ ყველა ადამიანი გამხდარა მისი სამიზნე.
"ის, რასაც არ აკადრებდნენ სხვას პირისპირ ურთიერთობის შემთხვევაში, ადვილად კადრულობენ სოციალურ ქსელში სტატუსის დაწერით თუ ამა თუ იმ კომენტარის მიწერით. ჰგონიათ, რომ, თითქოს, ეს არის სამყაროში გაშვებული სიტყვები, რომელიც არავის არ ეხება. არადა, პირდაპირ ეხება ყველა იმ ადამიანს, ვისზეც არის ეს მიმარუთლი, ვინც კითხულობს ამას.
ვფიქრობ, საჯარო სივრცეში, ვინ მეტ-ნაკლებად აქტიურია, მნიშვნელობა არ აქვს ეს არის პოლიტიკური მოღვაწე, ეს არის არასამთავრობო ორგანიზაციის წარმომადგენელი, სპორტსმენი თუ სხვა, ყველას აქვს თავის თავზე ეს განცდილი და მის ოჯახს", — ამბობს პაპუაშვილი.
მისი თქმით, საზოგადოებაში არსებული პოლარიზაციის განსამუხტად, მნიშვნელოვანია, ადამიანები მოერიდონ ერთმანეთის წინააღმდეგ სიძულვილის ენის გამოყენებას.
"აქ რეგულაციის საკითხი იმდენად არ არის, რამდენადაც ეთიკის და მორალის საკითხი. ხშრად ეს "ჰეითერები" და ზიზღის ენით მოსაუბრე ხალხი, ეფარება გამოხატვის თავისუფლებას. თითქოს ეს არის მათი უფლება. საკითხი არის შემდეგში: ერთია რისი უფლება გვაქვს და მეორე, რის უფლებას ვაძლევთ საკუთარ თავს. ვფიქრობ, რომ ამაზე უნდა დაფიქრდეს ყველა, იმისთვის, რომ სწორედ ის პოლარიზაცია, რომელზეც შემდეგ უკვე ყველა წუწუნებს, აღარ იყოს ამდენად ღრმა", — განაცხადა შალვა პაპუაშვილმა.
ნიკოლოზ ბასილაშილმა დოჰას 250-იანი ტურნირის ფინალი 13 მარტს მოიგო. მანამდე, 11 მარტს, ბასილაშვილმა ლეგენდარული ჩოგბურთელი, როჯერ ფედერერი დაამარცხა.
ბოლო დღეებია სოციალურ ქსელებში საზოგადოების ნაწილი ბასილაშვილის გამარჯვებებზე, ნაწილი მიმდინარე სასამართლო დავაზე საუბრობს, სადაც ბასილაშვილს არასრულწლოვანი შვილის თანდასწრებით ყოფილ ცოლზე ძალადობას ედავებიან.
ნიკოლოზ ბასილაშვილს გასულ წელს თბილისის საქალაქო სასამართლომ 100 ათასი ლარის ოდენობის გირაო შეუფარდა. ამასთან, შემაკავებელი ორდერია გამოცემული როგორც ჩოგბურთელის, ისე მისი მშობლების მიმართ.
პროკურატურის ინფორმაციით, ბასილაშვილმა ყოფილ ცოლს ფიზიკური შეურაცხყოფა 2020 წლის 21 მაისს მიაყენა, მეორე დღეს კი ის დააკავეს. საქმის შესწავლა დაიწყო სახალხო დამცველმაც.
როგორც დაზარალებული ქალი, ნეკა დოროყაშვილი ყვება, სპორტსმენმა მას ფიზიკური დაზიანებები მიაყენა, ხოლო ყოფილი მამამთილი დიდტარიანი საგნით გაეკიდა. მისივე თქმით, დაპირისპირება მაშინ მოხდა, როცა ის შვილის წამოსაყვანად ბასილაშვილის სახლში მივიდა. როგორც ის ამბობს, დაპირისპირების მიზეზი ამ დრომდე არ იცის. დოროყაშვილის განმარტებით, ქონებრივი დავა არ ჰქონიათ, რადგან ეს პროცესი მანამდე დასრულდა მოლაპარაკებით.
სპორტსმენი და მისი ოჯახი ბრალდებებს უარყოფენ. ჩოგბურთელმა განაცხადა, რომ სასამართლოს დასრულებამდე არ აპირებს საჯარო დისკუსიაში შესვლასა და საქმის დეტალებზე საუბარს.
გაიგეთ მეტი:
- "მუცლად ყოფნის პერიოდში მყავს ნანახი" — ძალადობაში ბრალდებულ ბასილაშვილს მხარდაჭერას კახაძეც უცხადებს
- რამდენიმე შემაკავებელი ორდერის მიუხედავად, ელისაშვილი ბასილაშვილის მოძალადეობას ვერ იჯერებს
- ვგმობთ ქალთა უფლებადამცველების დაშინებას, მათზე რაიმე ფორმით ძალადობას — გაერო
- ქალთა საფეხბურთო კლუბი მართვე ნეკა დოროყაშვილს სოლიდარობას უცხადებს
- ბასილაშვილს წელიწად-ნახევარია შვილისთვის ალიმენტი არ გადაუხდია და სახლსაც ედავება — ადვოკატი
-
EU-ში გაწევრიანების შემთხვევაში დსთ-ს და ქართველ მძღოლებს რუსეთში შეღავათი გაუუქმდებათ — რა წერია კანონპროექტში? EU-ში გაწევრიანების შემთხვევაში დსთ-ს და ქართველ მძღოლებს რუსეთში შეღავათი გაუუქმდებათ — რა წერია კანონპროექტში?
გადახედვა
-
ნარკოდანაშაულის ბრალდებით საფრანგეთის მოქალაქე დააკავეს — სპეცოპერაცია თბილისში ნარკოდანაშაულის ბრალდებით საფრანგეთის მოქალაქე დააკავეს — სპეცოპერაცია თბილისში
გადახედვა
-
უნივერსიტეტებში "უფასო სწავლა" ბიუჯეტიდან ₾100 მლნ-ით დაფინანსდება — რა თანხებია გათვალისწინებული განათლებისთვის? უნივერსიტეტებში "უფასო სწავლა" ბიუჯეტიდან ₾100 მლნ-ით დაფინანსდება — რა თანხებია გათვალისწინებული განათლებისთვის?
გადახედვა
-
შონ "დიდი" ქომბსის პატიმრობის ვადა კიდევ ერთხელ შემცირდა შონ "დიდი" ქომბსის პატიმრობის ვადა კიდევ ერთხელ შემცირდა
გადახედვა
-
ზურაბ ცეცხლაძე: ეს დღე-ღამე შავ ლაქად დარჩება საქართველოს საზოგადოებრივი მაუწყებლის ხელმძღვანელობას ზურაბ ცეცხლაძე: ეს დღე-ღამე შავ ლაქად დარჩება საქართველოს საზოგადოებრივი მაუწყებლის ხელმძღვანელობას
გადახედვა
-
თავდაცვის მინისტრი ბაქოშია — ირაკლი ჩიქოვანი თავდაცვის საერთაშორისო გამოფენას დაესწრო თავდაცვის მინისტრი ბაქოშია — ირაკლი ჩიქოვანი თავდაცვის საერთაშორისო გამოფენას დაესწრო
გადახედვა
-
საგამოძიებო სამსახურმა 15 არალეგალური სავალუტო ჯიხური გამოავლინა - დაკავებულია 9 პირი საგამოძიებო სამსახურმა 15 არალეგალური სავალუტო ჯიხური გამოავლინა - დაკავებულია 9 პირი
გადახედვა
-
მიხეილ სააკაშვილის გზას დაადგა — გორდულაძე ღარიბაშვილზე მიხეილ სააკაშვილის გზას დაადგა — გორდულაძე ღარიბაშვილზე
გადახედვა
-
სიახლე თიბისის მობაილბანკში — ელექტრონული სატენდერო გარანტიის მიღება უკვე ონლაინაა შესაძლებელი სიახლე თიბისის მობაილბანკში — ელექტრონული სატენდერო გარანტიის მიღება უკვე ონლაინაა შესაძლებელი
-
საქართველოს პატრიარქმა მოსკოვის საპატრიარქოს დელეგაციას უმასპინძლა — რაზე ისაუბრეს მხარეებმა? საქართველოს პატრიარქმა მოსკოვის საპატრიარქოს დელეგაციას უმასპინძლა — რაზე ისაუბრეს მხარეებმა?
გადახედვა
-
POLITICO: ევროკავშირი კანდიდატ ქვეყნებს ერთიან ბაზართან წვდომას შესთავაზებს POLITICO: ევროკავშირი კანდიდატ ქვეყნებს ერთიან ბაზართან წვდომას შესთავაზებს
გადახედვა
-
ირანმა ძვირადღირებული ავტომობილების იმპორტი აკრძალა ირანმა ძვირადღირებული ავტომობილების იმპორტი აკრძალა
გადახედვა
-
მზია ამაღლობელს ლეხ ვალენსას სოლიდარობის ჯილდო გადასცეს მზია ამაღლობელს ლეხ ვალენსას სოლიდარობის ჯილდო გადასცეს
გადახედვა
-
ადამიანის ტვინი ორი ორგანოა? — ინტერვიუ კვლევის თანაავტორთან ადამიანის ტვინი ორი ორგანოა? — ინტერვიუ კვლევის თანაავტორთან
გადახედვა
-
ათ წელზე მეტი ხნის შემდეგ აშშ-ის ჯარები ერაყს ტოვებენ ათ წელზე მეტი ხნის შემდეგ აშშ-ის ჯარები ერაყს ტოვებენ
გადახედვა
-
როგორი იყო ხელისგულის ზომის მანქანა, რომელმაც ნაწილაკების ფიზიკა სამუდამოდ შეცვალა როგორი იყო ხელისგულის ზომის მანქანა, რომელმაც ნაწილაკების ფიზიკა სამუდამოდ შეცვალა
გადახედვა
-
საქართველოს ბანკის და კომაროვის STEM სკოლაში მიღება 1 ოქტომბერს სრულდება — დარეგისტრირდი და აღმოაჩინე განათლების ახალი შესაძლებლობები საქართველოს ბანკის და კომაროვის STEM სკოლაში მიღება 1 ოქტომბერს სრულდება — დარეგისტრირდი და აღმოაჩინე განათლების ახალი შესაძლებლობები
-
ბერა ივანიშვილი განცხადებას ავრცელებს და აცხადებს, რომ ცილისმწამებლურ ბრალდებებთან დაკავშირებით სამართლებრივ პასუხს მოითხოვს ბერა ივანიშვილი განცხადებას ავრცელებს და აცხადებს, რომ ცილისმწამებლურ ბრალდებებთან დაკავშირებით სამართლებრივ პასუხს მოითხოვს
გადახედვა
-
რა ქონებას ფლობს "ოცნების" დეპუტატი ლევან მაჭავარიანი რა ქონებას ფლობს "ოცნების" დეპუტატი ლევან მაჭავარიანი
გადახედვა
-
მარატ კამბოლოვმა ოკუპირებული ცხინვალის რეგიონის ე.წ პრეზიდენტის პოსტი დაიკავა მარატ კამბოლოვმა ოკუპირებული ცხინვალის რეგიონის ე.წ პრეზიდენტის პოსტი დაიკავა
გადახედვა
-
დუბაი-თელ-ავივის რეისის პილოტი, რომელმაც, სავარაუდოდ, თვითმფრინავის ჩამოგდება სცადა, დააკავეს დუბაი-თელ-ავივის რეისის პილოტი, რომელმაც, სავარაუდოდ, თვითმფრინავის ჩამოგდება სცადა, დააკავეს
გადახედვა
კომენტარები