თიბისიმ ჭადრაკის ფედერაციასთან თანამშრომლობა შეაჯამა
თიბისის, როგორც ჭადრაკის მხარდამჭერისა და საქართველოს ჭადრაკის ფედერაციის მეგობრის ინიციატივით, სრულად განახლდა ფედერაციის ვებ-გვერდი. დაინტერესებულ პირებს შეუძლიათ ესტუმრონ ვებ-გვერდს და გაეცნონ ჭადრაკში მიმდინარე ამბებს და სიახლეებს.
საქართველოს ჭადრაკის ფედერაციის მხარდაჭერის ფარგლებში კიდევ არაერთი ინიციატივა განხორციელდა. ციფრულმა მედია პლატფორმა - Movement-მა, საქართველოში ჭადრაკის განვითარებისა და მნიშვნელოვანი თარიღების შესახებ, საგანმანათლებლო ვიდეო მოამზადა. ვიდეოს მიზანი ახალ თაობაში ჭადრაკის პოპულარიზაციაა. ვიდეოს ნახვა შეგიძლიათ აქ - საქართველო - საჭადრაკო ქვეყანა.
თიბისისთვის ახალი თაობის მხარდაჭერა და ახალგაზრდების განვითარებაზე ზრუნვა ერთ-ერთი მთავარი პრიორიტეტია. სწორედ ამიტომ, თიბისის სტიპენდიატების სიას 7 ახალგაზრდა მოჭადრაკე შეუერთდა, რომელიც სრულწლოვანობამდე ყოველთვიურ სტიპენდიას მიიღებს.
საქართველო საჭადრაკო ქვეყანაა. სპორტის ამ სახეობის ისტორია, არაერთ მნიშვნელოვან ფაქტსა და სახელს აერთიანებს. თბილისში პირველი ოფიციალური საჭადრაკო წრე 1877 წელს შეიქმნა.
საბჭოთა პერიოდში, 1980-82 წლებში, ქართველი ქალების (ნონა გაფრინდაშვილი, მაია ჩიბურდანიძე, ნანა ალექსანდრია, ნანა იოსელიანი) გუნდმა, ოლიმპიური ჩემპიონობა მოიპოვა.
ასევე აღსანიშნავია დამოუკიდებელი საქართველოს ისტორიაში მოპოვებული გამარჯვებები:
1992 წელს ქალთა ნაკრებმა (მაია ჩიბურდანიძე, ნონა გაფრინდაშვილი, ნანა იოსელიანი, ნინო გურიელი, კაპიტანი - ნანა ალექსანდრია) მსოფლიო საჭადრაკო ოლიმპიადაზე გაიმარჯვა და პირველად ქართული სპორტის ისტორიაში, დამოუკიდებელი საქართველოს ჰიმნი გაჟღერდა. შემდგომში "ოქროს ნაკრებად" წოდებულმა გუნდმა, კიდევ ორჯერ მოიპოვა ვერა მენჩიკის სახელობის თასი.
2003 წელს ზურაბ აზმაიფარაშვილმა ევროპის ჩემპიონობა მოიპოვა, 2008 წელს კი საქართველოს ქალთა ნაკრები მსოფლიო საჭადრაკო ოლიმპიადის ჩემპიონი გახდა. 2011 წელს ბაადურ ჯობავამ სწრაფ ჭადრაკში ევროპის ჩემპიონის ტიტული მოიპოვა. 2015 წელს საქართველოს ქალთა ნაკრები მსოფლიო ჩემპიონი გახდა. 2017 წელს ნანა ძაგნიძემ ევროპის ქალთა ინდივიდუალურ ჩემპიონატზე და ამავე წლის ელვისებურ ჭადრაკში მსოფლიო ჩემპიონატზე გაიმარჯვა.
2017 წელს თბილისმა - ჭადრაკის მსოფლიო თასს, 2018 წელს კი ბათუმმა მსოფლიო საჭადრაკო ოლიმპიადის 185 ქვეყნის 4000 სტუმარს უმასპინძლა.
საქართველოს ჭადრაკის ფედერაციასთან თანამშრომლობა თიბისის კორპორაციული სოციალური პასუხისმგებლობის ნაწილია და ის კომპანიისთვის ისეთ მნიშვნელოვან მიმართულებებს აერთიანებს, როგორებიცაა ახალი თაობა და მემკვიდრეობა.
-
"ბლექ სი პეტროლიუმმა" რუსული ნედლი ნავთობის ჩანაცვლება დაიწყო — განცხადება "ბლექ სი პეტროლიუმმა" რუსული ნედლი ნავთობის ჩანაცვლება დაიწყო — განცხადება
გადახედვა
-
ღვინის, ხორბლისა და ნეანდერტალელების უძველესი კვალი | წოფი, იმირი, შულავერი ღვინის, ხორბლისა და ნეანდერტალელების უძველესი კვალი | წოფი, იმირი, შულავერი
-
ახალი აღმოჩენები მიუთითებს, რომ ვენერა გეოლოგიურად ჯერ კიდევ აქტიურია ახალი აღმოჩენები მიუთითებს, რომ ვენერა გეოლოგიურად ჯერ კიდევ აქტიურია
გადახედვა
-
ორ წლამდე ასაკში შაქრის შეზღუდვა ტვინის უკეთეს ჯანმრთელობასთან დააკავშირეს ორ წლამდე ასაკში შაქრის შეზღუდვა ტვინის უკეთეს ჯანმრთელობასთან დააკავშირეს
გადახედვა
-
მეცნიერებმა აჩვენეს, რომ ტვინს ერთდროულად რამდენიმე დავალების უკეთ შესრულების სწავლა შეუძლია მეცნიერებმა აჩვენეს, რომ ტვინს ერთდროულად რამდენიმე დავალების უკეთ შესრულების სწავლა შეუძლია
გადახედვა
-
სტუდენტებმა სახელმწიფო უნივერსიტეტებში სრული დაფინანსების მისაღებად გარკვეული პირობები უნდა დააკმაყოფილონ — მთავრობის ახალი დადგენილება სტუდენტებმა სახელმწიფო უნივერსიტეტებში სრული დაფინანსების მისაღებად გარკვეული პირობები უნდა დააკმაყოფილონ — მთავრობის ახალი დადგენილება
გადახედვა
-
ალეკო ელისაშვილს მოწმე პოლიციელის შეურაცხყოფისთვის ბრალი წარუდგინეს ალეკო ელისაშვილს მოწმე პოლიციელის შეურაცხყოფისთვის ბრალი წარუდგინეს
გადახედვა
-
ცოცხალი სოკოებისგან დამზადებული კაბა, რომელსაც თვითწმენდა და აღდგენა შეუძლია ცოცხალი სოკოებისგან დამზადებული კაბა, რომელსაც თვითწმენდა და აღდგენა შეუძლია
გადახედვა
-
10 უჩვეულო სახლი იაპონიაში, რომლებიც სივრცეს გონივრულად იყენებს 10 უჩვეულო სახლი იაპონიაში, რომლებიც სივრცეს გონივრულად იყენებს
გადახედვა
-
საქართველოს ბანკის მხარდაჭერით, ბათუმში მეწარმე ქალებისთვის ელექტრონული კომერციის ვორკშოპი გაიმართა საქართველოს ბანკის მხარდაჭერით, ბათუმში მეწარმე ქალებისთვის ელექტრონული კომერციის ვორკშოპი გაიმართა
-
კახა კალაძე: რეგიონების მართვაში გამოწვევები არსებობს, წარმატებებს ვუსურვებ მამუკა მდინარაძეს კახა კალაძე: რეგიონების მართვაში გამოწვევები არსებობს, წარმატებებს ვუსურვებ მამუკა მდინარაძეს
გადახედვა
-
ყველაზე დიდი ქომაგი — საქართველოს ბანკმა და UNFPA-მ მამებისა და შვილების ურთიერთობაზე საჯარო შეხვედრა გამართეს ყველაზე დიდი ქომაგი — საქართველოს ბანკმა და UNFPA-მ მამებისა და შვილების ურთიერთობაზე საჯარო შეხვედრა გამართეს
-
რბილი წინდები და დიდი სავარძელი — როგორ ცვლის განწყობას უბრალოდ მოსახერხებელი, თბილი ტანსაცმლის ჩაცმა სახლში დაბრუნებისას რბილი წინდები და დიდი სავარძელი — როგორ ცვლის განწყობას უბრალოდ მოსახერხებელი, თბილი ტანსაცმლის ჩაცმა სახლში დაბრუნებისას
-
გიორგი ლეონიძის ქუჩაზე საგზაო მოძრაობა 10 დღით იზღუდება გიორგი ლეონიძის ქუჩაზე საგზაო მოძრაობა 10 დღით იზღუდება
გადახედვა
-
ავარიები და დაზიანებები ყველგან ხდება, კარგია, რომ შესაბამისი რეაგირება დროულად მოხდა — კახა კალაძე სემეკ-ის განცხადებაზე ავარიები და დაზიანებები ყველგან ხდება, კარგია, რომ შესაბამისი რეაგირება დროულად მოხდა — კახა კალაძე სემეკ-ის განცხადებაზე
გადახედვა
-
კალაძე ამბობს, რომ ბილწსიტყვაობისა და შეურაცხყოფის აღკვეთა კანონის გზითაა დასარეგულირებელი კალაძე ამბობს, რომ ბილწსიტყვაობისა და შეურაცხყოფის აღკვეთა კანონის გზითაა დასარეგულირებელი
გადახედვა
-
მიხეილ სააკაშვილი: ივანიშვილს არ ესმის, რომ ტრამპისთვის მიუღებელია სიტყვის თავისუფლების შეზღუდვა და ოპოზიციის ლიდერების ციხეში გამოკეტვა მიხეილ სააკაშვილი: ივანიშვილს არ ესმის, რომ ტრამპისთვის მიუღებელია სიტყვის თავისუფლების შეზღუდვა და ოპოზიციის ლიდერების ციხეში გამოკეტვა
გადახედვა
-
ზიმბაბვეში 210 მილიონი წლის წინანდელი დინოზავრის ახალი სახეობა აღმოაჩინეს ზიმბაბვეში 210 მილიონი წლის წინანდელი დინოზავრის ახალი სახეობა აღმოაჩინეს
გადახედვა
-
რატომ არ დაესწრო თინათინ ბოკუჩავა ენმ-ის პოლიტსაბჭოს სხდომას? — პირველი კომენტარი რატომ არ დაესწრო თინათინ ბოკუჩავა ენმ-ის პოლიტსაბჭოს სხდომას? — პირველი კომენტარი
გადახედვა
-
ოთხი დრო, ერთი ქალაქი — ჩემი თვალით დანახული თბილისი ოთხი დრო, ერთი ქალაქი — ჩემი თვალით დანახული თბილისი
-
ალეკო ელისაშვილს კიდევ ერთ ახალ ბრალს უმატებენ ალეკო ელისაშვილს კიდევ ერთ ახალ ბრალს უმატებენ
გადახედვა
კომენტარები