"ეს ჩანაწერები არის ფაბრიკაცია" — ღარიბაშვილმა დუმილი მეექვსე დღეს დაარღვია
ფოტო: საქართველოს მთავრობა
პრემიერმინისტრის, ირაკლი ღარიბაშვილის განცხადებით, TV პირველის მიერ გავრცელებული აუდიოჩანაწერები ფაბრიკაციაა.
"პირველ რიგში, მე მინდა გითხრათ, რომ რა თქმა უნდა, ჩემი როგორც აღმასრულებელი ხელისუფლების მეთაურის მთავარი საზრუნავი, მთავარი საქმე არის ის, რომ ვიფიქრო ჩვენი ქვეყნის, ხალხის წინაშე არსებული გამოწვევების მოგვარებაზე. რა თქმა უნდა, ეს არის ჩემი პირდაპირი პასუხისმგებლობა და მოვალეობა. მეორე — მინდა გითხრათ, რომ არ მსურს აღნიშნული მდარე ხარისხის ბინძურ პროვოკაციებზე მიწევდეს ყოველთვის თავის მართლება და განმარტებების გაკეთება, მაგრამ ვინაიდან საზოგადოებაში გაჩნდა შეკითხვები, მხოლოდ მოსახლეობისთვის მე მინდა გავაკეთო შემდეგი განმარტება — ეს ჩანაწერები არის ფაბრიკაცია, 11 წლის წინანდელი ჩანაწერებიც. პირველი ის, რომ კიდევ ერთხელ დადასტურდა, რომ მაშინ ჩვენ ტოტალური მოსმენების მსხვერპლი და ყველას უსმენდნენ, კარგად მოგვეხსენება. მეორე ის, რომ თვითონ ჩანაწერი შედგება უამრავი საუბრებისგან, ეს არის ფაბრიკაცია ჩვეულებრივი", — განაცხადა პრემიერმინისტრმა.
ღარიბაშვილის თქმით, აუდიოჩანაწერებში ნახსენები კომუნიკაცია მინისტრებთან განპირობებული იყო მისი საქმიანობით ფონდ ქართუში.
"საუბარი იყო, მაგალითად იმაზე, თუ რატომ ახსენებდა ბერა ივანიშვილი ჩემთან საუბარში, რომ მინისტრები დამირეკავდნენ, მე მინდა განმარტება გავაკეთო მოსახლეობისთვის, ერთ-ერთი მთავარი კითხვა ეს იყო, მგონი — მოგეხსენებათ, რომ მე 8 წლის განმავლობაში ვხელმძღვანელობდი ბიძინა ივანიშვილის ფონდს, ჩვენ ვმართავდით არაერთ საქველმოქმედო პროექტს საქართველოში, ჩვენ 200-300 მილიონის პროექტები გვქონდა წლის განმავლობაში, მოგეხსენებათ 3 მილიარდი დოლარი აქვს დახარჯული ბატონ ბიძინას ამ ფონდის მეშვეობით ჩვენი ქვეყნისთვის და ბუნებრივია, მაშინ მე მიწევდა ურთიერთობა, პირდაპირი კომუნიკაცია მთავრობის უწყებებთან, მინისტრებთან მათ შორის. მე მქონდა არაერთი შეხვედრა აწ გარდაცვლილ კულტურის მინისტრთან, ბატონ რურუასთან, ბატონ კვიტაშვილთან, რომელიც ჯანდაცვის მინისტრი იყო, თბილისის მერთან, ეკონომიკის მინისტრთან, პრეზიდენტის მეუღლესთან, ქალბატონ სანდრასთან გვქონდა არაერთ პროექტზე მოლაპარაკებები და მათი თხოვნების მოსმენები გვიწევდა. პრეზიდენტი დედა, გიული ალასანია ხშირი სტუმარი იყო ჩემი, როცა მე ვიყავი ფონდის პრეზიდენტი. აქედან გამომდინარე პასუხი მარტივია — პირდაპირი კომუნიკაცია მქონდა მინისტრთა კაბინეტის წევრებთან. აქ არავითარი ლოგიკა არ არსებობს იმისა, თუ რატომ უნდა ყოფილიყო სხვანაირად აღქმული ეს საკითხი", — თქვა მან.
TV პირველმა 6 მარტს გაავრცელა ჩანაწერები, სადაც, ირაკლი ღარიბაშვილი, ბერა ივანიშვილი და ანზორ ჩუბინიძე, სავარაუდოდ, იმ ადამიანების დასჯას გეგმავენ და განიხილავენ, ვინც ბერა ივანიშვილს აგინებს. ჩანაწერში საუბარია უკვე მომხდარ ფაქტებზეც, რომელთა მოყოლის პროცესში ირაკლი ღარიბაშვილი და ბერა ივანიშვილი იციანიან. ქართული ოცნების დამფუძნებლის შვილი კმაყოფილებას გამოხატავს იმის გამო, რომ მისი გინებისთვის ადამიანები ისჯებიან.
პროკურატურამ აღნიშნულ საქმეზე გამოძიება კერძო საუბრის უკანონო მიყურადების, ჩაწერისა და გავრცელების მუხლით დაიწყო.
უწყება არაფერს ამბობს იმაზე, დაინტერესდა თუ არა სავარაუდო ძალადობის ფაქტებით, რაზეც ჩანაწერშია საუბარი.
პროკურატურის ინფორმაციით, საქმეზე მიმდინარე გამოძიების ფარგლებში, ჩატარდება ყველა საჭირო საგამოძიებო და საპროცესო მოქმედება ჩანაწერის მოპოვების და გავრცელების კანონიერების დასადგენად.
სამი დღის შემდეგ, 9 მარტს, ბერა ივანიშვილმა განაცხადა, რომ 2011 წელს მისი ფანების მშობლებმა ბულინგის შესახებ აცნობეს და დაცვის სამსახურმა "ყველა კანონის, მორალის დაცვით მოინახულა" ისინი. ბერა ივანიშვილმა, ასევე, განაცხადა, რომ თუ ვინმე დედას შეაგინებს, აუცილებლად მოსთხოვს პასუხს დღესაც.
გაიგეთ მეტი:
- ტრი-ტრის არ ვიძახი, იქ ირაკლის ვეძახი "ანტონიის" — ბერა ივანიშვილი
- ბერა: დამკვეთებსაც და შემსრულებლებსაც გავაერთიანებ — მათ დედის სიყვარული არ იციან
- არც კი დავიწყებ კამათს, ავთენტური იყო ეს ჩანაწერი, არ იყო, ამას ჩემთვის მნიშვნელობა არ აქვს — ბერა
- როგორ გავამტყუნო ჩემი ძმაკაცი ამიკო, როცა ვიღაც გიჟის ნაწერს კითხულობს ჩემს დედიკოზე და რეაგირებს — ბერა
- რას პასუხობს ბერა ივანიშვილი კითხვას, როდინდელია ჩანაწერები
- ბერას თქმით, 2011-ში მისი ფანების მშობლებმა ბულინგზე აცნობეს და დაცვის სამსახურმა "ყველა კანონის, მორალის დაცვით მოინახულა"
- თუ ვინმე დედას შემაგინებს, ჩემს ოჯახს შეეხება, პასუხს მოვთხოვ დღესაც — ბერა ივანიშვილი
-
NASA-სთვის მარსის ახალ ზონდს ჯეფ ბეზოსის კომპანია შექმნის — $700-მილიონიანი კონტრაქტი NASA-სთვის მარსის ახალ ზონდს ჯეფ ბეზოსის კომპანია შექმნის — $700-მილიონიანი კონტრაქტი
გადახედვა
-
როგორ ხედავს მარკუს აპენცელერი თბილისის ჩრდილოეთ უბნების განვითარების პოტენციალს როგორ ხედავს მარკუს აპენცელერი თბილისის ჩრდილოეთ უბნების განვითარების პოტენციალს
-
გლობალური ტემპერატურის 1.5°C-იანი მატება შეიძლება გარდაუვალი იყოს — გაეროს ანგარიში გლობალური ტემპერატურის 1.5°C-იანი მატება შეიძლება გარდაუვალი იყოს — გაეროს ანგარიში
გადახედვა
-
ფინანსური განათლების ეროვნული ჯილდოს 5 ფინალისტი გამოვლინდა — პროექტის მთავარი მხარდამჭერი ბაზისბანკია ფინანსური განათლების ეროვნული ჯილდოს 5 ფინალისტი გამოვლინდა — პროექტის მთავარი მხარდამჭერი ბაზისბანკია
-
თამაზ ელიზბარაშვილი: "თუ ჩემი იქ მისვლით ის 7 კაცი შევაშინე, საჯაროდ მოვუხდი ბოდიშს" თამაზ ელიზბარაშვილი: "თუ ჩემი იქ მისვლით ის 7 კაცი შევაშინე, საჯაროდ მოვუხდი ბოდიშს"
გადახედვა
-
სატურნის სამხრეთ პოლუსზე ღრუბლის გიგანტური ათკუთხა სტრუქტურა აღმოაჩინეს სატურნის სამხრეთ პოლუსზე ღრუბლის გიგანტური ათკუთხა სტრუქტურა აღმოაჩინეს
გადახედვა
-
პოლონეთის აეროპორტში ქართველი კაცი დააკავეს, რომელიც 39 სხვადასხვა სახელითა და პირადი მონაცემით სარგებლობდა პოლონეთის აეროპორტში ქართველი კაცი დააკავეს, რომელიც 39 სხვადასხვა სახელითა და პირადი მონაცემით სარგებლობდა
გადახედვა
-
მარტა კოსი: ზოგიერთმა კანდიდატმა ქვეყანამ შესაძლოა, მოლაპარაკებები ამ ათწლეულის ბოლომდე დაასრულოს მარტა კოსი: ზოგიერთმა კანდიდატმა ქვეყანამ შესაძლოა, მოლაპარაკებები ამ ათწლეულის ბოლომდე დაასრულოს
გადახედვა
-
საქართველოს ბანკი x Emolas Corporation — ამერიკაში ქართული კულტურის ღონისძიებების ახალი სერია იწყება საქართველოს ბანკი x Emolas Corporation — ამერიკაში ქართული კულტურის ღონისძიებების ახალი სერია იწყება
-
თიბისი ტექსკოლა — სწორი ადგილი განათლებისთვის, სადაც ტექნოლოგიური მომავალი დღეს იწყება თიბისი ტექსკოლა — სწორი ადგილი განათლებისთვის, სადაც ტექნოლოგიური მომავალი დღეს იწყება
-
ჩატბოტები 3 სექტემბერს ბუნდოვანი მიზეზით გაითიშა — "ადამიანებს ტვინის გამოყენება ისევ მოუწიათ" ჩატბოტები 3 სექტემბერს ბუნდოვანი მიზეზით გაითიშა — "ადამიანებს ტვინის გამოყენება ისევ მოუწიათ"
გადახედვა
-
მცხეთაში "სამხედროს ქუჩას" ილია მეორის სახელი ეწოდა მცხეთაში "სამხედროს ქუჩას" ილია მეორის სახელი ეწოდა
გადახედვა
-
როგორი იქნება iPhone 18 Pro? — 3 მთავარი ცვლილება, რომლებსაც წლები ველოდით როგორი იქნება iPhone 18 Pro? — 3 მთავარი ცვლილება, რომლებსაც წლები ველოდით
გადახედვა
-
დენის კულანინს რუსეთში არ გააძევებენ — სასამართლომ მას საქართველოს დასატოვებლად 7 დღე მისცა დენის კულანინს რუსეთში არ გააძევებენ — სასამართლომ მას საქართველოს დასატოვებლად 7 დღე მისცა
გადახედვა
-
CERN-ში შექმნეს მატერია, რომელიც უშუალოდ დიდი აფეთქების შემდეგ არსებობდა CERN-ში შექმნეს მატერია, რომელიც უშუალოდ დიდი აფეთქების შემდეგ არსებობდა
გადახედვა
-
თამაზ ელიზბარაშვილის საქმეში ერთ-ერთი დაზარალებული "ქართული ოცნების" მხარდამჭერი შაკო კუჭაშვილია თამაზ ელიზბარაშვილის საქმეში ერთ-ერთი დაზარალებული "ქართული ოცნების" მხარდამჭერი შაკო კუჭაშვილია
გადახედვა
-
წინანდლის მამული კლასიკური მუსიკის საერთაშორისო ფესტივალის მერვე სეზონს მასპინძლობს წინანდლის მამული კლასიკური მუსიკის საერთაშორისო ფესტივალის მერვე სეზონს მასპინძლობს
-
ზაზა შათირიშვილი: ბიძინა ივანიშვილი წლებია უმწიკვლოდ მუშაობს, მისთვის მთავარი გარანტია სუფთა წარსულია ზაზა შათირიშვილი: ბიძინა ივანიშვილი წლებია უმწიკვლოდ მუშაობს, მისთვის მთავარი გარანტია სუფთა წარსულია
გადახედვა
-
პროკრედიტ ბიზნესი — თბილისში ახალი სპორტული სივრცე Hubs გაიხსნა პროკრედიტ ბიზნესი — თბილისში ახალი სპორტული სივრცე Hubs გაიხსნა
-
თელავში პიტბულმა პატრონი დაგლიჯა თელავში პიტბულმა პატრონი დაგლიჯა
გადახედვა
-
ბათუმში, ზღვაში, ორი კატერი ერთმანეთს შეეჯახა — 5 ადამიანი დაშავდა ბათუმში, ზღვაში, ორი კატერი ერთმანეთს შეეჯახა — 5 ადამიანი დაშავდა
გადახედვა
კომენტარები