პარასკევს დედამიწას ეიფელის კოშკის ზომის ასტეროიდმა ჩაუქროლა. NASA-ს მეცნიერების თქმით, ის კვლავ დაბრუნდება და 2029 წლისთვის შეიძლება ჩვენს ხელოვნურ თანამგზავრებსაც დაეჯახოს.

ასტეროიდმა, სახელად 99942 Apophis-მა, დედამიწისგან 17 მილიონი კილომეტრის დისტანციით ჩაიქროლა. ეს დაშორება საკმაოდ დიდია, თუმცა, 2029 წლისთვის, დისტანცია სულ რაღაც 30 ათასი კილომეტრი იქნება.

NASA-მ სპეციალური ვიდეოც შექმნა, რაც იმის დემონსტრაციაა, თუ რამდენად მოგვიახლოვდება ასტეროიდი.

როდესაც 2004 წელს, ასტეროიდი პირველად დააფიქსირეს, ზოგიერთმა მკვლევარმა ივარაუდა, რომ ის 2029 წლისთვის დედამიწას დაეჯახებოდა. თუმცა, საბედნიეროდ, NASA ამბობს, რომ ის უშუალოდ პლანეტასთან კონტაქტის გარეშე ჩაივლის. მეტიც, ასეთი მცირე დისტანცია მეცნიერებს ასტეროიდის უკეთ შესწავლის საშუალებას მისცემს.

"ასტეროიდის ასეთი სიახლოვე მეცნიერებისათვის შესანიშნავი შესაძლებლობა იქნება. ასტეროიდს ტელესკოპებით დავაკვირდებით და მის ზედაპირსაც შევისწავლით.“ — ამბობს NASA-ს მეცნიერი, მარინა ბროზოვიჩი.

აღსანიშნავია, რომ ასტეროიდის დანახვა შეუიარაღებელი თვალითაც შეგვეძლება.