საქართველოს ბანკის ციფრული ბიზნესბარათი — ახალი შესაძლებლობა ბიზნესისთვის
რამდენიმე წელია, რაც ციფრული პროდუქტებისადმი მოთხოვნის ზრდა შეინიშნება როგორც დიდ, ასევე შედარებით მომცრო ბაზრებზეც. პანდემიამ კი ეს მოთხოვნა კიდევ უფრო გაზარდა და შესაბამისად, გაციფრულების პროცესი დააჩქარა. კომპანიები მომხმარებელთა საჭიროებებს ახალი პროდუქტების შექმნით პასუხობენ. დღეს ერთ-ერთ ასეთ პროდუქტს გაცნობთ, რომელსაც ციფრული ბიზნესბარათი ჰქვია და როგორც საქართველოს ბანკის სადებეტო ბარათების მიმართულების Product Owner, ნინო შენგელია გვიყვება, პროდუქტით სარგებლობა უკვე შესაძლებელია.
საქართველოს ბანკში ამბობენ, რომ ციფრული ბიზნესბარათის შექმნის გადაწყვეტილება კლიენტების საჭიროებებს უკავშირდება, "მიეღოთ მომსახურება სწრაფად, სერვისცენტრში ვიზიტის გარეშე. გარდა ამისა, კომპანიებში არსებობდა მოთხოვნა, ჰქონოდათ მათი ძირითადი ანგარიშისგან განსხვავებული ანგარიში და ბარათი, რომელიც მიბმული იქნებოდა ონალინ პლატფორმებზე, სხვადასხვა ხარჯის დასაფარად, ან ტენდერებში მონაწილეობის მისაღებად".
საქართველოს ბანკის ციფრული ბიზნესბარათის შექმნისთვის გუნდს 1,5 თვე დასჭირდა. პროცესში აქტიურად მონაწილეობდნენ IT მიმართულებების თანამშრომლები. ახლა კი უკვე "პროდუქტი ბიზნესს აძლევს შესაძლებლობას სრულიად დისტანციურად, მომენტალურად და უფასოდ გაიაქტიუროს ციფრული ბიზნესბარათი, პლასტიკური ბიზნესბარათების ანალოგიური მახასიათებლებით და უპირატესობებით", — ამბობს ნინო შენგელია.
რაც შეეხება, უშუალოდ, იმ უპირატესობებს, რომელიც პროდუქტს ბაზარზე გამოარჩევს:
- შეგიძლიათ მომენტალურად გაიაქტიუროთ ის, სერვისცენტრში ვიზიტის გარეშე;
- ციფრულ ბიზნესბარათს აქვს პლასტიკური ბიზნესბარათების ანალოგიური პირობები და უპირატესობები;
- ბარათი არის სრულიად უფასო.
"ციფრული ბიზნესბარათის აქტივაცია შესაძლებელია ბიზნეს ინტერნეტბანკიდან სრულიად დისტანციურად, სერვისცენტრში ვიზიტის გარეშე. ბარათი აქტიურდება მომენტალურად და მომხმარებელს აქტივაციისთანავე შეუძლია მისი გამოყენება, როგორც ელექტრონული გადახდებისთვის, ასევე ფიზიკურ პოსტერმინალებზე გადახდებისთვის და თანხის გასანაღდებლად, ბარათის Apple pay-ს ან TSKAPP აპლიკაციებში დამატების გზით", — ამბობენ საქართველოს ბანკში.
პროდუქტმა იდეიდან რეალურ პროდუქტად ჩამოყალიბებამდე ბევრი ფაზა გაიარა. ნინო შენგელიას თქმით, ამ ფაზების ფარგლებში გაკეთდა პროდუქტის კონცეფცია, ანუ განსაზღვრეს, თუ რა ფუნქციონალი და პირობები უნდა ჰქონოდა ბარათს. ამის შემდეგ, გუნდმა შეიმუშავა ბარათის აქტივაციის მარტივი, e2e პროცესი. შემდეგი ნაბიჯი კი საგადამხდელო სისტემებთან მოლაპარაკებებს მოიცავდა, ისევე, როგორც სხვადასხვა ვენდორთან პროდუქტის დანერგვაზე შეთანხმებას. შედეგად, ახლა უკვე შეგვიძლია ციფრული ბიზნესბარათი სხვადასხვა პლატფორმასა თუ ობიექტში ანგარიშსწორებისთვის გამოვიყენოთ.
აღსანიშნავია, რომ ციფრული ბიზნესბარათის ანალოგი საქართველოში არ არსებობს. როგორც ნინო შენგელია ამბობს, "პირველად საქართველოს ბანკი შესთავაზებს ამ პროდუქტს თავის მომხმარებლებს". მსოფლიოს მასშტაბით კი, უკონტაქტო გადახდების ზრდასთან ერთად, ციფრული ბიზნესბარათებიც მეტად აქტუალური ხდება. ქართულ ბაზარზე კი ამ ტრენდს, საქართველოს ბანკი, ციფრული ბიზნესბარათის შექმნით უწყობს ფეხს.
კომენტარები