კიბოსთან საბრძოლველად, დნმ მოდიფიცირებული "სუპერ ჯარისკაცები" შექმნეს
პრინცესა მარგარიტას სახელობის კიბოს ცენტრის მკვლევრებმა, დნმ-ით მოდიფიცირებული კიბოსთან მებრძოლი "სუპერ ჯარისკაცები" შექმნეს.
უფრო კონკრეტულად, საუბარია იმუნური T-ლიმფოციტების (უჯრდების) "სუპერ ჯარისკაცებად" ტრანსფორმაციაზე. ამით მათ კიბოს უჯრედების დახოცვის უნარი მკვეთრად ეზრდებათ, ნათქვამია კვლევაში.
"ახალი მიდგომით, ჩვენი მიზანი, სხვა იმუნოთერაპიებთან ერთად, სიმსივნის საწინააღმდეგო იმუნიტეტის ამაღლებაა. ამისთვის, პაციენტისგან T-ლიმფოციტებს მოვიპოვებთ და ლაბორატორიაში მათზე ეპიგენეტიკურ თერაპიას გამოვიყენებთ. ამით კიბოსთან მებრძოლი უჯრედების რაოდენობა გაიზრდება და მათ ნამდვილ არმიად ვაქცევთ. საბოლოოდ "არმიას" ადამიანის ორგანიზმში ხელახლა შევიყვანთ, რაც ორგანიზმის კიბოსთან ბრძოლისუნიარიანობას საგრძნობლად გაზრდის." — თქვა დე კარვალიომ, ასოცირებულმა პროფესორმა, ტორონტოს უნივერსიტეტის სამედიცინო ბიოფიზიკის დეპარტამენტიდან.
დე კარვალიომ და მისმა კოლეგებმა თაგვზე დაკვირვებისას დაასკვნეს, რომ სიმსივნის მკურნალობის წარმატებაზე T-უჯრედები არიან პასუხისმგებელნი. მეტიც, მათ ორი სპეციფიკური გენიც გამოავლინეს, რომლებიც T-უჯრედების კიბოსთან ბრძოლის შესაძლებლობებს უფრო ზრდიან.
"T-ლიმფოციტები, გააქტიურებული მოლეკულებით, ერთგვარი "სუპერ ჯარისკაცები" გახდნენ." — განმარტა დოქტორმა დე კარვალიომ.
ეს შეიძლება კიბოს მკურნალობის მომავალი იყოს. ამაში დასარწმუნებლად კი დრო და კვლევები დაგვჭირდება
კომენტარები