შექმნის თუ არა აშშ ავტონომიური მკვლელ რობოტებს — კონგრესის კომიტეტი საკითხის განხილვას ითხოვს
აშშ-ის კონგრესის მრჩეველთა კოლეგიის გადაწყვეტილებით, მთავრობამ ავტონომიური მკვლელი რობოტების შექმნის შესაძლებლობები უნდა განიხილოს. რის შემდეგაც, სავარაუდოდ, ცნობილი გახდება, აშშ-ის შეიარაღებულ ძალებს ეყოლება თუ არა მკვლელი რობოტები.
Reuters–ის ინფორმაციით, ხელოვნური ინტელექტის კუთხით არსებული ეროვნული უსაფრთხოების კომისიის წევრებმა გადაწყვიტეს, რომ კონგრესმა, სულ მცირე, შანსი მაინც უნდა მისცეს მკვლელ რობოტებსა თუ ხელოვნური ინტელექტის სისტემებს, რომლებიც მსგავს მიზნებზე იქნებიან ორიენტირებული. მათი აზრით, თუ ამას არ ცდიან, საზოგადოებას არ ეცოდინება, რამდენად სწორად ასრულებენ მსგავსი სისტემები დავალებებს. იქნებ ისინი ადამიანებზე ზუსტები აღმოჩნდნენ და ნაკლები უდანაშაულო მსხვერპლი გამოიწვიონ. ეს გადაწყვეტილება მიღებულია საერთაშორისო ზეწოლის მიუხედავად, რომელიც მსგავს საკითხებში AI-ის გამოყენებას, მსუბუქად რომ ვთქვათ, შიშით უყურებს.
უნდა აღინიშნოს, რომ ამ კონკრეტული კომიტეტის გადაწყვეტილება არ განსაზღვრავს აშშ-ის პოზიციასა თუ პოლიტიკას. თუმცა, კომიტეტს Google-ის ყოფილი გენერალური დირექტორი — ერის შმიდტი ხელმძღვანელობს და როგორც Reuters აღნიშნავს, ამ ჯგუფს კონგრესში ანგარიშს უწევენ.
ხელოვნური ინტელექტი შეიძლება უფრო ზუსტი იყოს და ნაკლები უდანაშაულო მსხვერპლიც გამოიწვიოს. აქედან გამომდინარე, კომიტეტის თავმჯდომარის მოადგილემ და ასევე, თავდაცვის მინისტრის ყოფილმა მოადგილემ — რობერტ უორკმა განაცხადა, რომ "ამ ჰიპოთეზის გამოცდა მორალური მოთხოვნილებაა".
აღსანიშნავია, რომ აშშ-ის სამხედრო ძალებმა უკვე დაიწყო ავტონომიური ტანკების შემუშავება, რომელსაც სტრატეგიულად "ლეტალობის ავტომატიზებულ სისტემებს" უწოდებენ. ჩინეთის, რუსეთისა თუ დიდი ბრიტანეთის სამხედრო ძალებს კი უკვე შემუშავებული აქვთ სისტემები, რობოტები, ალგორითმები თუ თვითმფრინავები, რომლებსაც ასევე შეუძლიათ ადამიანის სიცოცხლის ხელყოფა. ამერიკა კი ამ კუთხით, შედარებით სხვა, ოფიციალური და შედარებით მორალური წესებით ხელმძღვანელობს. რაც უახლოეს მომავალში, შეიძლება შეიცვალოს.
კომენტარები