საიდან მოხვდა წყალი დედამიწაზე და უკავშირდება თუ არა იგი ადრეულ მეტეორიტებს
საიდან გაჩნდა წყალი დედამიწაზე? ამ კითხვაზე პასუხის გაცემას მეცნიერები წლების განმავლობაში ცდილობდნენ და დანამდვილებით ჯერაც არ ვიცით, თუ საიდან მოვიდა ეს ნივთიერება. მას განსაკუთრებულ მნიშვნელობას ისიც სძენს, რომ სწორედ წყალთან არის დაკავშირებული სიცოცხლე და ამან შეიძლება იმ კითხვაზეც გვაპოვნინოს პასუხი, თუ საიდან გაჩნდა ეს უკანასკნელი დედამიწაზე.
ამის შესახებ არაერთი ვარაუდი არსებობს, ერთ-ერთ ვერსიას კი მეტეორიტები წარმოადგებს. Gizmodo-ს მიხედვით, მეცნიერებმა აღმოაჩინეს მტკიცებულება იმისა, რომ ნახშირბადოვან ქონდრიტებზე (მეტეორიტების ყველაზე გავრცელებული ჯგუფი, რომლებიც მზის სისტემის ფორმირებისას ჩამოყალიბდნენ), ერთ დროს მართლაც არსებობდა წყალი თხევად მდგომარეობაში, რამდენიმე ასეული ათასი წლის წინ კი სრულიად გაქრა მათზე ეს ნივთიერება. შესაძლოა, ახალგაზრდა დედამიწაზე წყალი სწორედ ამ მეტეორიტებიდან მოხვდა.
მკვლევრებმა წყლის დინების დათარიღება ურან-თორიუმის კომბინირებული მეთოდით შეძლეს. ვინაიდან ურანი სითხეში ადვილად გადაადგილდება, თორიუმი კი შედარებით სტატიკურია, მეცნიერებმა ამ მეთოდის გამოყენებით დაადგინეს ის, თუ უკანასკნელად როდის მიედინებოდა წყალი მეტეორიტებში. მიუხედავად იმისა, რომ მათზე წყლის არსებობის ნიშანი დროთა განმავლობაში ქრება, მისი არსებობა ნათელს ხდის, რომ სულ ასეულობით ათასი წლის წინ, იქ კიდევ არსებობდა წყალი აქტიურ მდგომარეობაში.
ზოგადად, მზის სისტემის ობიექტებში წყალი არც ისე იშვიათი ნითიერებაა. იგი გვხვდება როგორც ასტეროიდ ბენუზე, ასევე კომეტებზეც — მდნარი ყინულის სახით. ეს უკანასკნელი აღმოჩენა კი ცხადყოფს, თუ რამდენად ხანრგძლივად შეუძლია გაჩერება თხევად მდგომარეობაში ციურ ობიექტზე და ასევე ამყარებს აზრს, რომ დედამიწაზე არსებული ზოგიერთი ქონდრიტი, შესაძლოა, ისევ შეიცავდეს ამ ნივთიერებას ყინულის სახით.
კომენტარები