სიცოცხლის ხანგრძლივობის გასაზრდელად, გენური თერაპიის ახალი სტრატეგია შეიმუშავეს
ორგანიზმის დაბერებასთან უჯრედული დაბერებაა კავშირში. ეს პროცესი რეგულირდება როგორც გენეტიკური, ასევე ეპიგენეტიკური ფაქტორებით. მიუხედავად ადრე დაფიქსირებული რამდენიმე დაბერებასთან ასოცირებული გენისა, მსგავსი გენების გამორკვევა კვლავ აუცილებელია.
რამდენი დაბერების ხელშემწყობი გენია ადამიანის გენომში? რა არის მოლეკულური მექანიზმები, რომლითაც ეს გენები არეგულირებენ დაბერებას? შეუძლია თუ არა გენურ თერაპიას შეამსუბუქოს ინდივიდუალური დაბერება? ცოტა ხნის წინ, ჩინეთის მეცნიერებათა აკადემიის მკვლევარებმა სწორედ ამ შეკითხვებზე პასუხის გაცემა დაიწყეს.
ჩინეთის მეცნიერებათა აკადემიის ზოოლოგიის ინსტიტუტის (CAS), პეკინის უნივერსიტეტისა და პეკინის CAS–ის გენომიკის ინსტიტუტის მკვლევარებმა ერთობლივი კვლევები ჩაატარეს და ამისთვის, CRISPR/Cas9-ის გენომის სკრინინგის სისტემა გამოიყენეს. მათი მიზანი ახალი თერაპიული მიდგომის მიღება იყო, რომელიც დაბერებასთან ბრძოლაში დაეხმარებოდათ.
CRISPR/Cas9-ის სისტემის გამოყენებით, მკვლევარებმა, დაბერების უჯრედები გამოიკვლიეს, რის შედეგადაც, ასამდე ახალი სიბერის ხელშემწყობი გენის კანდიდატურა გვაქვს. ამ კანდიდატებიდან ორმოცდაათი საინტერესო გენის ინაქტივაცია მოხდა.
კვლევის შედეგად, ერთ-ერთი მთავარი სამიზნე გამოვლინდა, KAT7, რომელიც უჯრედულ დაბერებასთან ყველაზე მეტადაა დაკავშირებული. KAT7-ის დაქვეითებამ შეამცირა უჯრედული სიბერე, ხოლო მისმა გააქტიურებამ საპირისპირო შედეგი აჩვენა.
ასაკთან დაკავშირებული უჯრედები ხელს უწყობენ ორგანოებში დაბერების განვითარებას და ასევე, დაბერებასთან დაკავშირებული დარღვევების განვითარებას. თაგვებზე ჩატარებულმა კვლევებმა აჩვენა, რომ ხანდაზმული უჯრედების პროფილაქტიკური აბლაცია ამსუბუქებს ქსოვილის დეგენერაციას და აძლიერებს ჯანმრთელობას.
ეს შედეგები ცხადყოფს, რომ თაგვის სიცოცხლის გახანგრძლივებისთვის შეიძლება საკმარისი იყოს გენური თერაპია, რომელიც დაფუძნებულია ერთფაქტორიან ინაქტივაციაზე.
მთლიანობაში, მეცნიერების ახალმა კვლევამ გააფართოვა ადამიანის სიბერის ხელშემწყობი გენების სია. ამან კონცეპტუალურად აჩვენა, რომ გენური თერაპია, რომელიც დაფუძნებულია ერთფაქტორიან ინაქტივაციასთან, ახერხებს ინდივიდუალური დაბერების შეჩერებას.
მნიშვნელოვანია, რომ ეს კვლევა არა მხოლოდ აღრმავებს ჩვენს ცოდნას, არამედ დაბერებასთან ბრძოლის ახალ პოტენციურ საშუალებებს გვთავაზობს.
კომენტარები