ილონ მასკის Facebook კრიტიკისა და ტვიტების შემდეგ, Signal-ის მომხმარებლების რაოდენობა რეკორდულად იზრდება
დაშიფრული შეტყობინებების აპლიკაცია Signal ამბობს, რომ პლატფორმაზე დარეგისტრირებულ ახალ მომხმარებლების რაოდენობის ზრდა მოულოდნელად სწრაფად დაიწყო, იმდენადაც, რომ კომპანიას ექმნება შეფერხებები ახალი ანგარიშების მფლობელების ტელეფონის ნომრების გადამოწმების პროცესში.
რაც შეეხება იმას, თუ ვინ არის პასუხისმგებელი Signal-ს მიმწყდარ ახალ მომხმარებლებზე, დამნაშავეებად შეგვიძლია მივიჩნიოთ, ტესლასა და SpaceX-ის აღმასრულებელი დირექტორი — ილონ მასკი და Signal-ის კონკურენტი პლატფორმა WhatsApp.
მასკმა, რომელიც ახლა მსოფლიოს უმდიდრესი ადამიანია, Amazon-ის აღმასრულებელ დირექტორ ჯეფ ბეზოსზე მეტი ქონების დაგროვების შემდეგ, გუშინ გამოაქვეყნა მიმი, რომლითაც მან Facebook გააკრიტიკა. იმის გამო, რომ Facebook თავისი როლით ეხმარებოდა აქტივისტებს, რომლებიც აშშ-ს კაპიტოლიუმში შეიჭრნენ ოთხშაბათს. მასკის ტვიტში, რომელშიც ასახულია დომინოს ეფექტი, ამავე დროს გაშარჟებულია ჰარვარდის უნივერსიტეტის კამპუსში, თავის დროზე მარკ ცუკერბერგის მიერ შექმნილი სექსუალურ ქალთა სარეიტინგო ვებსაიტი, რომელმაც თავის მხრივ, ხელი შეუწყო Facebook-ის დაარსებას.
მასკმა, რომელიც ბოლო წლების განმავლობაში უფრო მწვავედ გამოირჩეოდა Facebook–ის კრიტიკით, თავის 41,5 მილიონ გამომწერს მოუწოდა: "გადმოწერეთ სიგნალი". სავარაუდოდ Facebook–ის პროდუქტების ნაცვლად (თუმცა მასკს არ მოუხსენიებია Facebook ან WhatsApp კონკრეტულად სახელით, მის ნებისმიერ პოსტში).
რაც შეეხება WhatsApp-თან დაპირისპირებას, ეს ცოტა უფრო რთული ამბავია, WhatsApp–მა შეიმუშავა ახალი კონფიდენციალურობის პოლიტიკა, რომელიც ძალაში შევა შემდეგ თვეში, რომელიც საშუალებას მისცემს WhatsApp-ს გააზიაროს მონაცემები მფლობელ კომპანია Facebook–სთან. ახალ პოლიტიკაში პირდაპირ არის აღწერილი, თუ როგორ გაზიარებს WhatsApp თქვენი ტელეფონის ნომერს, პროფილის სახელს, მისამართს და სხვადასხვა მონაცემს Facebook-თან.
"როგორც Facebook-ის ოჯახის ნაწილი, WhatsApp იღებს ინფორმაციას და უზიარებს სხვა პლატფორმებს", — ნათქვამია კონფიდენციალურობის ახალ პოლიტიკაში. "ჩვენ შეგვიძლია გამოვიყენოთ ინფორმაცია, რომელსაც სხვა პლატფორმებიდან მივიღებთ და ასევე მათ შეუძლიათ გამოიყენონ ინფორმაცია, რომელსაც ჩვენ გავუზიარებთ, რაც დაგვეხმარება მომსახურების გაუმჯობესებაში."
Facebook-ის სპიკერმა The Verge-ს განუცხადა, რომ მომდევნო თვეში ძალაში შესული ცვლილებები მიზნად ისახავს Facebook-სა და WhatsApp-ს შორის მონაცემების გაზიარებას ბიზნესთან შეტყობინებებთან დაკავშირებით, ხოლო სამომხმარებლო ჩეთებზე ცვლილება არ აისახება.
Facebook–მა განაცხადა, რომ ამ ცვლილებების შესახებ ჯერ კიდევ ოქტომბერში გამოაცხადა WhatsApp–ის მომხმარებელთა ახალი სერვისისა და სავაჭრო შესაძლებლობების შესახების ინფრომაციის გავრცელების დროს, რომელთაგან ცვლილებებთა უმრავლესობა გასულ თვეში დაიწყო. აქვე ნათქვამია, რომ იგი პატივს სცემს WhatsApp–ის მომხმარებლის მიერ, არჩევის ნებისმიერ უპირატესობას, თუ თქვენ ცხოვრობთ ევროპაში, WhatsApp არ გაზიარებს მონაცემებს Facebook–თან რეკლამირების მიზნით, ნებისმიერ გარემოებაში, როგორც ამას განმარტავს ნიამ სუინი, WhatsApp ის პოლიტიკის დირექტორი ევროპის, ახლო აღმოსავლეთისა და აფრიკის ბაზარზე, თავის ტვიტში.
მაგრამ ის, რაც ახლა ხდება, გარკვეულწილად, კონტექსტური კოლაფსია სოციალურ მედიაში, რადგან WhatsApp მომხმარებლები თვლიან, რომ ახლა მათ WhatsApp აიძულებს Facebook-ს გაუზიარონ მონაცემები. ამას ემატება ბოლოდროინდელი შეტევები Apple–ზე, Facebook-ის Apple-თან კონფლიქტის მიზეზი Apple-ის გადაწყვეტილება გახდა, რომელითაც კომპანია ადამიანებს მათ მონაცემებზე მეტი კონტროლის საშუალებას მისცემს.
ამ ყველაფერმა დრამატული სიტუაცია შეუქმნა Facebook-ის პროდუქტებს, WhatsApp–ის მომხმარებლები პლატფორმიდან გარბიან, რათა შეუერთდნენ Signal ს, დაშიფრული შეტყობინებების პროგრამას, რომელიც პლანეტის უდიდეს სოციალურ ქსელს არ ეკუთვნის. აღსანიშნავია ისიც, რომ Signal Messenger LLC, პროგრამული უზრუნველყოფის ორგანიზაცია, რომელიც Signal-ზე, დააფუძნა და დააფინანსა ბრაიან აქტონმა, იმედგაცრუებულმა WhatsApp–ის თანადამფუძნებელმა, რომელმაც საჯაროდ გააკრიტიკა თავისი ყოფილი დამსაქმებლის კონფიდენციალურობის პოლიტიკა.
ილონ მასკის მხარდაჭერა და Facebook-ის კონფიდენციალურობის პოლიტიკის კრიზისი, Signal-ის პლატფორმის მიმართ დიდ ინტერესს იწვევს და ეს ინტერესი ვრცელდება როგორც მობილური შეტყობინებების აპლიკაციაზე, ასევე Facebook ეკოსისტემის ალტერნატივის მიმართულებითაც.
თუ სტატიაში განხილული თემა და ტექნოლოგიების სფერო შენთვის საინტერესოა, შემოგვიერთდი ჯგუფში, სადაც ვლაპარაკობთ ტექნოლოგიებზე.
კომენტარები