ილონ მასკმა ჯეფ ბეზოსს გადაუსწრო და მსოფლიოს უმდიდრესი ადამიანი გახდა
Tesla-ს აღმასრულებელი დირექტორი, ილონ მასკი მსოფლიოს უმდიდრესი ადამიანია. Bloomberg-ის უახლესი მონაცემებით, მან Amazon-ის დამფუძნებელს, ჯეფ ბეზოსს ეს ტიტული ჩამოართვა.
ხუთშაბათს, მასკის კომპანიის, ტესლას აქციები 5%-ით გაიზარდა, რამაც გაზარდა მასკის შემოსავლის ღირებულებაც 9,3 მილიარდი დოლარით. საბოლოოდ მასკის შემოსავალი $190 მილიარდს გაუტოლდა.
ამის პარალელურად, ამაზონის აქციები 2%-ით გაიზარდა, რამაც ბეზოსის ამაზონის აქციების შემოსავალს 2,7 მილიარდი შემატა, მისი ქონება კი $187 მილიარდი გახდა.
ბლუმბერგის მილიარდერთა რეალური დროით გამომთვლელს ჯერ არ მიუნიჭებია მასკისთვის ახალი ტიტული, რადგან ის დღის ბოლოს ახლდება, თუმცა გამოცემამ უკვე გამოაქვეყნა სტატია და მასკის ახალი ტიტული ასე დაადასტურა.
მასკს და ბეზოსს $132 მილიარდით მოსდევს მესამე ადგილზე გადანაცვლებული ბილ გეითსი.
კომენტარები