რატომ გაიგო კორონავირუსის ახალი შტამის შესახებ მხოლოდ სამმა მედიამ — განმარტებები
ფოტო: GETTY IMAGES
საქართველოში კორონავირუსის ახალი, ე.წ. ბრიტანული შტამი დადასტურდა. ინფორმაცია ამის შესახებ თავდაპირველად მხოლოდ რამდენიმე მედიამ გაავრცელა, თუმცა დღის განმავლობაში ამ თემაზე პასუხების მიღებას ცდილობდნენ სხვა ჟურნალისტებიც, მათ შორის On.ge.
ჩვენ ამ თემაზე კითხვებს დილიდან ვსვამდით, რადგან პაატა იმნაძემ თქვა, რომ სწორედ დღეს გახდებოდა ცნობილი, დადასტურდა თუ არა ქვეყანაში ახალი შტამი. თავდაპირველად, დაავადებათა კონტროლის ეროვნული ცენტრის პრესსამსახურს მივმართეთ, რომელმაც ჯანდაცვის სამინისტროში გადაგვამისამართა, სამინისტრომ კი — კვლავ NCDC-ში. ვცადეთ დაკავშირება პაატა იმნაძესთანაც, თუმცა ის ზარებს არ პასუხობდა. იმნაძეს On.ge-მ გაუგზავნა მოკლე ტექსტური შეტყობინებაც, რომელზეც ახალი შტამის ოფიციალურად დადასტურებიდან 1 საათის შემდეგ გვიპასუხა.
მას შემდეგ, რაც რამდენიმე მედიამ გაავრცელა ინფორმაცია, რომ ქვეყანაში ე.წ. ბრიტანული შტამი დადასტურდა, On.ge-მ კვლავ მიმართა ჯანდაცვის სამინისტროს პრესსამსახურს, სადაც გვითხრეს, რომ ამაზე ინფორმაცია არ აქვთ. NCDC-ში კი ზარებს არ პასუხობდნენ. მოგვიანებით, ინფორმაცია გამოქვეყნდა დაავადებათა კონტროლის ეროვნული ცენტრის Facebook გვერდზე.
იმ ტელევიზიებთან, რომლებმაც ინფორმაცია პირველებმა გაავრცელეს, კომენტარი დაავადებათა კონტროლის ეროვნული ცენტრის ხელმძღვანელის მოადგილემ, პაატა იმნაძემ გააკეთა. კადრებში ჩანს, რომ ადგილზე მყოფ ჟურნალისტებს შორის არიან რუსთავი 2-ის, მაესტროსა და საზოგადოებრივი მაუწყებლის წარმომადგენლები. On.ge-მ სცადა მათთან დაკავშირება კითხვით, როგორ აღმოჩნდნენ ჯანდაცვის სამინისტროში. მაესტროში გვითხრეს, რომ პრესსამსახურს ქვეყანაში არსებულ ეპიდემიოლოგიურ ვითარებასთან დაკავშირებით სიუჟეტისთვის მინისტრის მოადგილის, თამარ გაბუნიას კომენტარზე შეუთანხმდნენ, უწყებაში მისულებს კი ადგილზე პაატა იმნაძეც დახვდათ, რომელმაც ახალ შტამზე გააკეთა კომენტარი. რაც შეეხება საზოგადოებრივ მაუწყებელსა და რუსთავი 2-ს, მათთან დაკავშირება ამ დრომდე ვერ მოვახერხეთ.
On.ge-მ ჰკითხა სხვადასხვა მედიას, იცოდნენ თუ არა, რომ პაატა იმნაძე ახალ შტამთან დაკავშირებით განცხადებას აკეთებდა. ფორმულას, მთავარ არხს, TV პირველს, კავკასიას, ნეტგაზეთს, პუბლიკას, IPN-ს და ტაბულას ამის შესახებ ინფორმაცია არ ჰქონიათ. ამასთან, ონლაინ მედიის წარმომადგენლები ამბობენ, რომ დღეს ამ თემაზე ჯანდაცვის სამინისტროსთან კომუნიკაცია არ უცდიათ. რაც შეეხება ტელევიზიებს, კავკასიის გარდა, ყველა ამბობს, რომ კომენტარის მიღებას მთელი დღის განმავლობაში ცდილობდნენ:
"ჩვენ დილიდან ვყვებით, რომ არის საეჭვო შემთხვევა. დილის 10:00 საათიდან ვეკონტაქტებით ყველას. ჯანდაცვის სამინისტრო არ გვპასუხობდა მთელი დღის განმავლობაში. დაავადებათა კონტროლის ეროვნული ცენტრის პრესსამსახური დაგვპირდა, რომ თუ იქნებოდა კომენტარი, აუცილებლად გაგვაგებინებდა, თუმცა ტელევიზორში ვნახეთ სხვა არხზე, რომ პაატა იმნაძეს კომენტარი გაუკეთებია", — ამბობს თეო გილიგაშვილი, მთავარი არხის პროდიუსერი.
"მე მგონი, უფრო ჯანდაცვის სამინისტროს ამბავია, დაავადებათა კონტროლის ცენტრიდან გვირეკავენ ხოლმე. ვცდილობდით დაკავშირებას, როგორც ყველა არხი. ჯერ კიდევ პირველ იანვარს მოვყევით, რომ სავარაუდო ახალ შემთხვევას სწავლობდნენ. მას შემდეგ, ყოველ დღე ველოდებით პასუხს. ამბავი გავიგეთ სხვა მედიიდან. კიდევ ერთი საინტერესო დეტალია — რომელიღაც მედიას თამარ გაბუნიას ჩაწერაც შესთავაზეს და მე მსგავსი შემოთავაზება, არაერთი თხოვნის მიუხედავად, თითქმის არც ერთხელ არ მახსოვს ჯანდაცვის სამინისტროსგან", — ამბობს გიორგი ლაფერაშვილი, ფორმულას საინფორმაციოს უფროსი.
"არც ჩვენი ტელევიზიისთვის დაურეკავთ. ჩვენი ჟურნალისტი არკვევდა დეტალებს, თუმცა, როგორც ვიცი, კომუნიკაციის დამყარება ვერ მოხერხდა. ჯანდაცვის სამინისტროსგან ეს პირველი შემთხვევა არ არის. ურეკავენ მხოლოდ სამთავრობო არხებს და გარდა იმისა, რომ არ გვირეკავენ, ჩვენს სატელეფონო ზარებსაც არ პასუხობენ, როცა რამე ინფორმაციის გადამოწმება გვინდა. ეს აპრობირებული პრაქტიკაა — ეს არის ერთ-ერთი ყველაზე ჩაკეტილი უწყება, ტელეფონს არ პასუხობენ და მორჩა", — ამბობს ნოდარ მელაძე, TV პირველის პროდიუსერი.
რაც შეეხება იმედს, On.ge-ს ტელევიზიაში უთხრეს, რომ კომენტარი მას შემდეგ ჩაწერეს, რაც კორონავირუსის ახალი შტამი ქვეყანაში ოფიციალურად დადასტურდა.
ჩვენ დავუკავშირდით ჯანდაცვის სამინისტროსაც და ვკითხეთ, როგორ მიიღეს ინფორმაცია ე.წ. ბრიტანული შტამის დადასტურების შესახებ მხოლოდ კონკრეტულმა ტელევიზიებმა. უწყების პრესსამსახურის წარმომადგენელი ამბობს, რომ სამი ტელევიზია ჯანდაცვის სამინისტროში ერთდროულად იყო მისული თამარ გაბუნიასთან და სამივეს ჰქონდა სიუჟეტი საქართველოში ეპიდვითარებასთან დაკავშირებით.
"სიუჟეტისთვის დარეკეს რუსთავი 2-მა, პირველმა არხმა და მაესტრომ. ეპიდვითარებაზე უნდა ჩაეწერათ თამარ გაბუნიას კომენტარი. რომ მივიდა სამი ტელევიზია, შემთხვევით შეხვდათ პაატა იმნაძე, თორემ არც ბრიფინგი ყოფილა და არც შეხვედრა ჯანდაცვის სამინისტროში", — ამბობენ პრესსამსახურში On.ge-სთან.
მათივე განმარტებით, არც თავად იცოდნენ, რომ პაატა იმნაძე სამინისტროში იმყოფებოდა, კორონავირუსის ახალ შტამზე კი NCDC-ის განცხადებამდე ვერაფერს იტყოდნენ. უწყების პრესსამსახურმა იმნაძის კომენტარი მოგვიანებით გაავრცელა — მას შემდეგ, რაც სამმა მედიამ ის გააშუქა და NCDC-მაც ახალი შტამის დადასტურების შესახებ ფეისბუქზე დაწერა.
აღსანიშნავია, რომ ეს არ არის პირველი შემთხვევა, როცა ჯანდაცვის სამინისტროსა და დაავადებათა კონტროლის ეროვნულ ცენტრთან კომუნიკაცია ჟურნალისტებს უჭირთ.
დღეს საქართველოში კორონავირუსის ახალი შტამი დადასტურდა. დაავადებათა კონტროლის და საზოგადოებრივი ჯანმრთელობის ეროვნული ცენტრის (NCDC) ინფორმაციით, სულ კვლევაში სამი საეჭვო შემთხვევა იყო, რომელთაგან ორში შტამის არსებობა არ დადასტურდა, ხოლო ერთ, დეკემბრის თვეში აღებულ ნიმუშში, ახალი "ბრიტანული" შტამის S გენისათვის დამახასიათებელი მუტაცია გამოვლინდა. NCDC-ის ცნობით, პაციენტი 50 წელს გადაცილებული მამაკაცია, რომლის მდგომარეობა დამაკმაყოფილებელია და თვითიზოლაციაში იმყოფება. გამოვლენილია ინფიცირებულთან კონტაქტებიც. კითხვას, საიდან შემოვიდა კორონავირუსის ახალი შტამი ქვეყანაში, პაატა იმნაძემ არ უპასუხა.
-
სიფხიზლესა და ძილს შორის ზღვარი იმაზე ბუნდოვანია, ვიდრე გვგონია — კვლევა სიფხიზლესა და ძილს შორის ზღვარი იმაზე ბუნდოვანია, ვიდრე გვგონია — კვლევა
გადახედვა
-
დიდი ენობრივი მოდელების მიღმა — როგორი შეიძლება იყოს ხელოვნური ინტელექტის მომავალი? დიდი ენობრივი მოდელების მიღმა — როგორი შეიძლება იყოს ხელოვნური ინტელექტის მომავალი?
გადახედვა
-
როგორ იქცა ასტროლოგია ინტელექტუალური და პატივსაცემი სფეროდან ცრუ მეცნიერებად როგორ იქცა ასტროლოგია ინტელექტუალური და პატივსაცემი სფეროდან ცრუ მეცნიერებად
გადახედვა
-
ჭიათურელ მაღაროელ გიორგი ნეფარიძეს მოსამართლის შეურაცხყოფისთვის 1.5 წლით პატიმრობა მიესაჯა ჭიათურელ მაღაროელ გიორგი ნეფარიძეს მოსამართლის შეურაცხყოფისთვის 1.5 წლით პატიმრობა მიესაჯა
გადახედვა
-
ქართველი მწვრთნელი ზაურ ანთია აშშ-ის კრივის ეროვნულ ნაკრებში იმუშავებს ქართველი მწვრთნელი ზაურ ანთია აშშ-ის კრივის ეროვნულ ნაკრებში იმუშავებს
გადახედვა
-
თეგეტას მხარდაჭერით საქართველოს ტექნიკურ უნივერსიტეტში თანამედროვე სასწავლო სივრცე მოეწყო თეგეტას მხარდაჭერით საქართველოს ტექნიკურ უნივერსიტეტში თანამედროვე სასწავლო სივრცე მოეწყო
-
ნორვეგია უკრაინის საჰაერო თავდაცვის გასაძლიერებლად €260 მლნ-ზე მეტ ევროს გამოყოფს ნორვეგია უკრაინის საჰაერო თავდაცვის გასაძლიერებლად €260 მლნ-ზე მეტ ევროს გამოყოფს
გადახედვა
-
რატომ უჭირს ზოგ ადამიანს ორიენტირება, თუნდაც ნაცნობ გარემოში? რატომ უჭირს ზოგ ადამიანს ორიენტირება, თუნდაც ნაცნობ გარემოში?
გადახედვა
-
ქვიზი: გამოიცანი დისნეის ანიმაცია საჭმლით ქვიზი: გამოიცანი დისნეის ანიმაცია საჭმლით
-
ჩვენმა საპარლამენტო დელეგაციამ ჯო უილსონს სათანადო პასუხი გასცა — მიხეილ ყაველაშილი ეუთოს კრიტიკულ რეზოლუციაზე ჩვენმა საპარლამენტო დელეგაციამ ჯო უილსონს სათანადო პასუხი გასცა — მიხეილ ყაველაშილი ეუთოს კრიტიკულ რეზოლუციაზე
გადახედვა
-
რა ღირს ყავა თბილისის Starbucks-ში? რა ღირს ყავა თბილისის Starbucks-ში?
გადახედვა
-
მიხეილ სააკაშვილი ენმ-ის "რეფორმატორთა საბჭოს" შექმნას გეგმავს, რომლის თავმჯდომარეც თვითონ იქნება, ნანუკა ჟორჟოლიანი — აღმასრულებელი მდივანი მიხეილ სააკაშვილი ენმ-ის "რეფორმატორთა საბჭოს" შექმნას გეგმავს, რომლის თავმჯდომარეც თვითონ იქნება, ნანუკა ჟორჟოლიანი — აღმასრულებელი მდივანი
გადახედვა
-
კროსვორდი: გამოიცანი ქვეყანა მხატვრით კროსვორდი: გამოიცანი ქვეყანა მხატვრით
გადახედვა
-
საქართველოს დელეგაციამ ეუთო-ს საპარლამენტო ასამბლეის სხდომა კენჭისყრამდე პროტესტის ნიშნად დატოვა საქართველოს დელეგაციამ ეუთო-ს საპარლამენტო ასამბლეის სხდომა კენჭისყრამდე პროტესტის ნიშნად დატოვა
გადახედვა
-
ეუთოს საპარლამენტო ასამბლეამ დაამტკიცა ჰააგის დეკლარაცია, რომელშიც საქართველოს საკითხზე რეზოლუცია შევიდა ეუთოს საპარლამენტო ასამბლეამ დაამტკიცა ჰააგის დეკლარაცია, რომელშიც საქართველოს საკითხზე რეზოლუცია შევიდა
გადახედვა
-
რუსთაველის გამზირის რეაბილიტაციას "სმარტ სოლუშენსი" განახორციელებს, რომლის მფლობელიც "ოცნების" დეპუტატ ბექა ოდიშარიას ენათესავება რუსთაველის გამზირის რეაბილიტაციას "სმარტ სოლუშენსი" განახორციელებს, რომლის მფლობელიც "ოცნების" დეპუტატ ბექა ოდიშარიას ენათესავება
გადახედვა
-
Chaikhana: უშგულში, ლამარიასთან უნებართვოდ სატრაპეზო შენდება Chaikhana: უშგულში, ლამარიასთან უნებართვოდ სატრაპეზო შენდება
გადახედვა
-
ტრამპი: ირანელები ბოროტი, ავადმყოფი ადამიანები არიან, ისინი კიბო არიან და უნდა მოვიშოროთ ტრამპი: ირანელები ბოროტი, ავადმყოფი ადამიანები არიან, ისინი კიბო არიან და უნდა მოვიშოროთ
გადახედვა
-
პეტერ მადიარი: უკრაინა მსხვერპლია, რუსეთი კი — სასტიკი აგრესორი პეტერ მადიარი: უკრაინა მსხვერპლია, რუსეთი კი — სასტიკი აგრესორი
გადახედვა
-
კახა კალაძე: წვიმა და სტიქია მხოლოდ ჩვენთან არ ხდება, ასეთ დროს ნებისმიერ ევროპულ ქალაქში რთული მდგომარეობა იქმნება კახა კალაძე: წვიმა და სტიქია მხოლოდ ჩვენთან არ ხდება, ასეთ დროს ნებისმიერ ევროპულ ქალაქში რთული მდგომარეობა იქმნება
გადახედვა
-
შსს: ბოლო 24 საათში ქურდულ სამყაროსთან დაკავშირებული 29 პირი დააკავეს შსს: ბოლო 24 საათში ქურდულ სამყაროსთან დაკავშირებული 29 პირი დააკავეს
გადახედვა
კომენტარები