სიახლე არ ყოფილა, პარტიის შიგნით ვიცოდით, წარმატებას ვუსურვებ ახალ გზაზე — ბაქრაძე ხოშტარიას წასვლაზე
ფოტო: კადრი ვიდეოდან / რუსთავი 2
ევროპული საქართველოს ლიდერის, დავით ბაქრაძის განცხადებით, პარტიიდან ელენე ხოშტარიას წასვლა სიახლე არ ყოფილა და მათ ამის შესახებ დიდი ხნის განმავლობაში იცოდნენ. გარდა ამისა, მან დაამატა, რომ პარტიაში დაპირისპირება არ ყოფილა.
როგორც ბაქრაძემ ჟურნალისტებთან განმარტა, ელენე ხოშტარიას გადაწყვეტილება ჰქონდა მიღებული, რომ არჩევნების შემდეგ დამოუკიდებელ პოლიტიკურ საქმიანობას დაიწყებდა და სამოქალაქო აქტივიზმზე უფრო მეტი აქცენტის გაკეთებას.
"ამიტომ, როგორც არ უნდა დასრულებულიყო ეს არჩევნები, ჩვენთვის ეს სიახლე და სიურპრიზი არ ყოფილა, ეს იყო ის, რაზეც ჩვენ პარტიის შიგნით ვიცოდით და რაზეც ვიყავი მოლაპარაკებული. წარმატებას ვუსურვებ მის ახალ გზაზე ელენეს. ვფიქრობ, რომ მიზანი გვაქვს საერთო, მიზანი არის ამ ქვეყანაში განვითარება, წინსვლა და ნორმალური დემოკრატიული საზოგადოების ჩამოყალიბება", — განაცხადა ბაქრაძემ.
ელენე ხოშტარიამ ოფიციალურად დაადასტურა, რომ პარტია ევროპულ საქართველოს ტოვებს და დამოუკიდებელ პოლიტიკურ საქმიანობას იწყებს.
ელენე ხოშტარია 2016-2020 წლებში საქართველოს მე-9 მოწვევის პარლამენტის წევრი იყო. 2017 წელს ევროპულმა საქართველომ თბილისის მერობის კანდიდატად წარადგინა. რაც შეეხება 2020 წლის საპარლამენტო არჩევნებს, აქ ხოშტარია ვაკის მაჟორიტარულ ოლქში ოპოზიციის დეპუტატობის კანდიდატი იყო
-
დიმიტრი პესკოვი: კატეგორიულად უარვყოფთ რუსეთში პოლიტიკური პატიმრების არსებობას დიმიტრი პესკოვი: კატეგორიულად უარვყოფთ რუსეთში პოლიტიკური პატიმრების არსებობას
გადახედვა
-
2027 წლიდან 70 წელს ზემოთ პირებს პენსია 60 ლარით გაეზრდებათ, 70 წელს ქვემოთ მყოფებს — 20 ლარით 2027 წლიდან 70 წელს ზემოთ პირებს პენსია 60 ლარით გაეზრდებათ, 70 წელს ქვემოთ მყოფებს — 20 ლარით
გადახედვა
-
საქართველოს ბანკმა AI-ის ყველაზე ინოვაციური გამოყენებისთვის DataIQ-სგან ჯილდო მიიღო საქართველოს ბანკმა AI-ის ყველაზე ინოვაციური გამოყენებისთვის DataIQ-სგან ჯილდო მიიღო
-
აშშ ირანისთვის იარაღის შესყიდვებთან დაკავშირებულ 13 პირსა და ორგანიზაციას სანქციებს უწესებს აშშ ირანისთვის იარაღის შესყიდვებთან დაკავშირებულ 13 პირსა და ორგანიზაციას სანქციებს უწესებს
გადახედვა
-
სამეფო კარის თამაშების ფილმს მალე კინოთეატრებში ვიხილავთ — პრემიერის თარიღი ცნობილია სამეფო კარის თამაშების ფილმს მალე კინოთეატრებში ვიხილავთ — პრემიერის თარიღი ცნობილია
გადახედვა
-
EPP ყველა პოლიტიკური პატიმრის, მათ შორის მიხეილ სააკაშვილის გათავისუფლებას მოითხოვს EPP ყველა პოლიტიკური პატიმრის, მათ შორის მიხეილ სააკაშვილის გათავისუფლებას მოითხოვს
გადახედვა
-
შეუძლია თუ არა გადანერგილ გულს ადამიანის გაახალგაზრდავება? — კვლევა შეუძლია თუ არა გადანერგილ გულს ადამიანის გაახალგაზრდავება? — კვლევა
გადახედვა
-
ციხეებში ადგილების 1.9% არის დარჩენილი — სტატისტიკა ციხეებში ადგილების 1.9% არის დარჩენილი — სტატისტიკა
გადახედვა
-
GASOLINE — Reckless-ისა და Tegeta-ს ლიმიტირებული კოლექცია უკვე ხელმისაწვდომია GASOLINE — Reckless-ისა და Tegeta-ს ლიმიტირებული კოლექცია უკვე ხელმისაწვდომია
-
Rapporteur: საქართველოს ეუთო-ს თავმჯდომარეობა სურს, თუმცა EU-ის ქვეყნები მის კანდიდატურას ეწინააღმდეგებიან Rapporteur: საქართველოს ეუთო-ს თავმჯდომარეობა სურს, თუმცა EU-ის ქვეყნები მის კანდიდატურას ეწინააღმდეგებიან
გადახედვა
-
მორიგი ჯილდო The Digital Banker-ისგან — საუკეთესო საკრედიტო ბარათი მაღალშემოსავლიანი სეგმენტის მომხმარებლებისთვის აღმოსავლეთ ევროპაში მორიგი ჯილდო The Digital Banker-ისგან — საუკეთესო საკრედიტო ბარათი მაღალშემოსავლიანი სეგმენტის მომხმარებლებისთვის აღმოსავლეთ ევროპაში
-
100 000 ლარამდე შემოსავლის მქონე პირები ქონების გადასახადისგან გათავისუფლდნენ — ცვლილება დამტკიცებულია 100 000 ლარამდე შემოსავლის მქონე პირები ქონების გადასახადისგან გათავისუფლდნენ — ცვლილება დამტკიცებულია
გადახედვა
-
"სააკაშვილის გზით წახვედი" — "ოცნების" დეპუტატები ღარიბაშვილის წერილს ეხმაურებიან "სააკაშვილის გზით წახვედი" — "ოცნების" დეპუტატები ღარიბაშვილის წერილს ეხმაურებიან
გადახედვა
-
სკოლის ტერიტორიების გასხვისებასთან დაკავშირებით გავრცელებული ინფორმაცია სრული სიცრუეა — განათლების სამინისტრო სკოლის ტერიტორიების გასხვისებასთან დაკავშირებით გავრცელებული ინფორმაცია სრული სიცრუეა — განათლების სამინისტრო
გადახედვა
-
ამბოლი ზამთრის საბურავებზე უპრეცედენტო აქციას იწყებს! ამბოლი ზამთრის საბურავებზე უპრეცედენტო აქციას იწყებს!
-
დუბაი-თელ-ავივის რეისზე პილოტი თვითმფრინავის ჩამოგდებას ცდილობდა — მედია დუბაი-თელ-ავივის რეისზე პილოტი თვითმფრინავის ჩამოგდებას ცდილობდა — მედია
გადახედვა
-
1500-2500 ლარის შემოსავლის მქონე პირებისთვის კრედიტის ლიმიტი ნახევრდება — სებ-ის განმარტება 1500-2500 ლარის შემოსავლის მქონე პირებისთვის კრედიტის ლიმიტი ნახევრდება — სებ-ის განმარტება
გადახედვა
-
30+ სერიალი, რომლებიც New York Times-ის საუკეთესო სერიალთა სიაში ვერ მოხვდა 30+ სერიალი, რომლებიც New York Times-ის საუკეთესო სერიალთა სიაში ვერ მოხვდა
გადახედვა
-
პუტინი ოკუპირებული აფხაზეთის ე.წ. პრეზიდენტ ბადრა გუნბას გამარჯვებისა და დამოუკიდებლობის დღეს ულოცავს პუტინი ოკუპირებული აფხაზეთის ე.წ. პრეზიდენტ ბადრა გუნბას გამარჯვებისა და დამოუკიდებლობის დღეს ულოცავს
გადახედვა
-
არსენალის მთაზე სამთავრობო ქალაქთან მისასვლელი გზების პროექტირებისთვის ₾10.3-მილიონიანი ტენდერი გამოცხადდა არსენალის მთაზე სამთავრობო ქალაქთან მისასვლელი გზების პროექტირებისთვის ₾10.3-მილიონიანი ტენდერი გამოცხადდა
გადახედვა
-
"გულდასაწყვეტია, რომ ასეთი ლიდერი გვყავდა" — მაჭავარიანი ღარიბაშვილზე "გულდასაწყვეტია, რომ ასეთი ლიდერი გვყავდა" — მაჭავარიანი ღარიბაშვილზე
გადახედვა
კომენტარები