ჩინეთის ხორცით ვაჭრობისგან გადარჩენილი 29 ძაღლი აშშ-ში გადაიყვანეს
China Rescue Dogs ცხოველებზე ზრუნვის ორგანიზაციაა, რომელიც ჩინეთში ძაღლის ხორცით ვაჭრობის მსხვერპლი ცხოველების გადარჩენას და რეაბილიტაციას ისახავს მიზნად. მისი ინფორმაციით, პარასკევს 29 ცუგა გადააფრინეს ნიუ-იორკში.
ისინი ხორცით ვაჭრობის რისკისგან დაიხსნეს და აშშ-ში გადაიყვანეს და ნაწილმა მზრუნველი ოჯახი უკვე იპოვა. ადამიანებმა შეხვედრის გარეშე გადაწყვიტეს, რომ შინაურ ცხოველზე იზრუნებდნენ. ცხოველების ნაწილი ორგანიზაციის პარტნიორ თავშესაფრებში გადაიყვანეს, სადაც უსაფრთხო გარემოში აგრძელებენ რეაბილიტაციისა და სოციალიზაციის პროცესს.
"ახალი პატრონების ნაწილმა სამსახური დაკარგა, ოჯახის წევრი თუ შინაური ცხოველი. გადარჩენილი ძაღლები მათ ცხოვრებაში გამოჩნდნენ, რათა ახალ პატრონებს უპირობო სიყვარული აჩუქონ. ჩვენ მათ გადარჩენაზე ვზრუნავთ, მაგრამ ხშირად ეს ოთხფეხა მეგობრები ყველაზე დიდი გადამრჩენები არიან", — განაცხადა ჯილ სტიუარტმა, China Rescue Dogs-ის დამფუძნებელმა.
პანდემიამ ორგანიზაციის მუშაობა გაართულა, იქამდე ორგანიზაციის წევრები პირადად სტუმრობდნენ ჩინეთს ძაღლების გადარჩენისა და ტრანსპორტირების მიზნით. შინაური ცხოველების აშშ-ში გადაყვანის პროცესს მოხალისეებიც აგვარებდნენ.
პანდემიის შეზღუდვებმა ცხოველების კომერციული ფრენების საშუალებით გადარჩენა და მოხალისეების მიერ მათი დამგზავრება შეუძლებელი გახადა, ერთადერთი გამოსავალი სატვირთო ვერტმფრენებია, რაც ბევრად ძვირი ჯდება. ერთი ძაღლის ტრანსპორტირების ხარჯები 3 500 დოლარამდეც კი აღწევს.
თუმცა ორგანიზაციას მუშაობა მაინც არ შეუწყვეტია. გარდა ამ გადარჩენის ოპერაციისა, რამდენიმე თვის წინ 100 ძაღლი დაიხსნეს. ორგანიზაცია თანხის შეგროვებას ცდილობს, რათა მეტი ცხოველის გადარჩენა და ტრანსპორტირება შეძლოს.
"პანდემიის საყოველთაოდ გავრცელება ძაღლების გადარჩენის და მათი აშშ-ში ან კანადაში ტრანსპორტირების საჭიროებას არ ამცირებს", — განაცხადა რაიან მაკდონელმა, ორგანიზაციის ვიცეპრეზიდენტმა.
"საზოგადოების მხარდაჭერით უკეთ შევძლებთ ცხოველებზე ზრუნვას. ჩვენი მომდევნო გეგმა 150-ზე მეტი ძაღლის გადარჩენაა, რათა მზრუნველ ოჯახებში გააგრძელონ მშვიდი ცხოვრება", — დაამატა სტიუარტმა.
China Dog Rescue-ს დახმარება და ძაღლების გადარჩენა დონაციით თქვენც შეგიძლიათ, ამისთვის ორგანიზაციის ვებგვერდს უნდა ეწვიოთ.
-
გადახედვაატაკამის უდაბნოს მიწისქვეშ, 4 მეტრ სიღრმეში, მიკრობული სიცოცხლე აღმოაჩინეს ატაკამის უდაბნოს მიწისქვეშ, 4 მეტრ სიღრმეში, მიკრობული სიცოცხლე აღმოაჩინეს
-
გადახედვამეცნიერებმა ალმასი სულ რაღაც 150 წუთში შექმნეს მეცნიერებმა ალმასი სულ რაღაც 150 წუთში შექმნეს
-
გადახედვაLIO with ILA — ქართული მუსიკალური პროექტი, რომლის სიმღერა პროტესტის ჰიმნად იქცა LIO with ILA — ქართული მუსიკალური პროექტი, რომლის სიმღერა პროტესტის ჰიმნად იქცა
-
გადახედვა126 სამოქალაქო და მედიაორგანიზაცია ხელისუფლებასთან თანამშრომლობას წყვეტს 126 სამოქალაქო და მედიაორგანიზაცია ხელისუფლებასთან თანამშრომლობას წყვეტს
-
გადახედვაკროსვორდი: გამოიცანი ევროპის ქალაქი ღირშესანიშნაობით კროსვორდი: გამოიცანი ევროპის ქალაქი ღირშესანიშნაობით
-
-
გადახედვაჰაბლის მონაცემებში 1000-ზე მეტი ახალი ასტეროიდი აღმოაჩინეს ჰაბლის მონაცემებში 1000-ზე მეტი ახალი ასტეროიდი აღმოაჩინეს
-
გადახედვაშსს-მ დააკავა პირი, რომელმაც გარდაბანში თანასოფლელი მოკლა შსს-მ დააკავა პირი, რომელმაც გარდაბანში თანასოფლელი მოკლა
-
გადახედვამანჯგალაძე: მინდა იცოდეს ყველამ, ვინც აპირებს 29 აპრილის აქციაზე მისვლას, ეს არ არის უბრალოდ თბილისში გასეირნება, ეს არის ღალატში თანამონაწილეობა მანჯგალაძე: მინდა იცოდეს ყველამ, ვინც აპირებს 29 აპრილის აქციაზე მისვლას, ეს არ არის უბრალოდ თბილისში გასეირნება, ეს არის ღალატში თანამონაწილეობა
-
გადახედვასანქციები ივანიშვილს და უვიზო რეჟიმის პუნქტების გადახედვა — ევროპარლამენტმა საქართველოზე რეზოლუცია შესწორებებით მიიღო სანქციები ივანიშვილს და უვიზო რეჟიმის პუნქტების გადახედვა — ევროპარლამენტმა საქართველოზე რეზოლუცია შესწორებებით მიიღო
-
გადახედვანიკა გვარამია : სრული კატასტროფა — რუსული კანონის გამო, ევროპარლამენტი საქართველოსთან უვიზო მიმოსვლის გადახედვას ითხოვს ნიკა გვარამია : სრული კატასტროფა — რუსული კანონის გამო, ევროპარლამენტი საქართველოსთან უვიზო მიმოსვლის გადახედვას ითხოვს
-
გადახედვათვითმკვლელობამდე მიყვანის და ადევნების ფაქტებზე ერთ პირს ბრალდება წარედგინა თვითმკვლელობამდე მიყვანის და ადევნების ფაქტებზე ერთ პირს ბრალდება წარედგინა
-
გადახედვა"ლგბტ პროპაგანდის ამკრძალავი" კანონის გამო, რუსეთში პაზოლინის ბიოგრაფიულ წიგნის ნაწილს ცენზურა დაადეს "ლგბტ პროპაგანდის ამკრძალავი" კანონის გამო, რუსეთში პაზოლინის ბიოგრაფიულ წიგნის ნაწილს ცენზურა დაადეს
-
გადახედვაჯო ბაიდენმა TikTok-ის აკრძალვის კანონპროექტს ხელი მოაწერა ჯო ბაიდენმა TikTok-ის აკრძალვის კანონპროექტს ხელი მოაწერა
-
გადახედვატროლები და ბოტები: როგორ გამოვააშკარაოთ ყალბი პროფილები — ინტერვიუ ანი ქისტაურთან ტროლები და ბოტები: როგორ გამოვააშკარაოთ ყალბი პროფილები — ინტერვიუ ანი ქისტაურთან
-
გადახედვავენეციაში შესასვლელად €5 უნდა გადაიხადოთ ვენეციაში შესასვლელად €5 უნდა გადაიხადოთ
-
გადახედვადააკავეს საქართველოს 4 მოქალაქე, რომლებმაც ევროკავშირის ქვეყნების ბიბლიოთეკებიდან ძვირადღირებული წიგნები მოიპარეს დააკავეს საქართველოს 4 მოქალაქე, რომლებმაც ევროკავშირის ქვეყნების ბიბლიოთეკებიდან ძვირადღირებული წიგნები მოიპარეს
-
გადახედვაორბანი მიიჩნევს, რომ კობახიძე პოლიტიკაში დიდი მოჭადრაკეა, მას გროსმაისტერის უნარები აქვს — რა თქვეს ლიდერებმა უნგრეთში, კონფერენციაზე ორბანი მიიჩნევს, რომ კობახიძე პოლიტიკაში დიდი მოჭადრაკეა, მას გროსმაისტერის უნარები აქვს — რა თქვეს ლიდერებმა უნგრეთში, კონფერენციაზე
-
-
გადახედვარამ გამოიწვია ათენის ცის გასაოცარი მოწითალო შეფერილობა რამ გამოიწვია ათენის ცის გასაოცარი მოწითალო შეფერილობა
-
გადახედვახატია დეკანოიძე: 29 აპრილს იქნება აქცია "რუსული მარში" რუსული კანონის დასაცავად ხატია დეკანოიძე: 29 აპრილს იქნება აქცია "რუსული მარში" რუსული კანონის დასაცავად
კომენტარები