ევროკავშირმა საქართველოს სოფლის მეურნეობისა და სოფლის განვითარებისთვის 55 მილიონი ევრო გამოყო
ფოტო: gip
საქართველოში სოფლისა და სოფლის მეურნეობის განვითარების ევროპის სამეზობლო პროგრამის (ENPARD IV) მეოთხე ფაზა დაიწყო, რომლის ფარგლებშიც ევროკავშირმა ჩვენთვის დამატებით 55 მილიონი ევრო გამოყო.
"ევროკავშირის ENPARD-ის პროგრამის მეოთხე ფაზა საქართველოს დამატებით დახმარებას გაუწევს სურსათის უვნებლობისა და სტანდარტების დანერგვაში, რათა ქვეყანაში უკეთ იქნას დაცული მომხმარებელთა უფლებები და გაიზარდოს ქართული პროდუქციის ევროკავშირის წევრ ქვეყნებში ექსპორტის პოტენციალი. პროგრამა ასევე გააგრძელებს საქართველოს სოფლის განვითარების მხარდაჭერას და სოფლად საცხოვრებელი პირობების გაუმჯობესების ხელშეწყობას", — ნათქვამია ევროკავშირის განცხადებაში.
პროგრამის დაწყებას საქართველოს საგარეო საქმეთა მინისტრის მოვალეობის შემსრულებელმა, დავით ზალკალიანმა და ევროკავშირის ელჩმა საქართველოში, კარლ ჰარცელმა მოაწერეს ხელი.
"2013 წლიდან, ევროკავშირი ეხმარება საქართველოს სოფლის მეურნეობის კონკურენტუნარიანობის ამაღლებასა და სოფლად ცხოვრების ხარისხის გაუმჯობესებაში. მოხარული ვარ, რომ ENPARD-ის მეოთხე ფაზის ფარგლებში მთავრობასთან ამ მიმართულებებით თანამშრომლობას ვაგრძელებთ. მომავალში, გვსურს ვიხილოთ უკეთ აღჭურვილი ქართველი ფერმერები, კოოპერატივები, მცირე და საშუალო მეწარმეები, რომლებიც მაღალი ხარისხის პროდუქციის წარმოებას და ევროკავშირში ექსპორტს უკეთ შეძლებენ. გარდა ამისა, გვსურს ვიხილოთ სოფლად უკეთესი ინფრასტრუქტურა და სერვისები, უფრო განვითარებული ტურიზმი, ეფექტიანი ადგილობრივი საჯარო და კერძო სექტორის თანამშრომლობა და მეწარმეობა. ყოველივე ეს ხელს შეუწყობს ახალი სამუშაო ადგილების შექმნას და ქვეყნის ეკონომიკის ზრდას", — განაცხადა ჰარცელმა.
საქართველოს საგარეო საქმეთა მინისტრის მოვალეობის შემსრულებლის, დავით ზალკალიანის თქმით, აღნიშნული პროგრამა მნიშვნელოვნად აუმჯობესებს სოფლის მეურნეობაში წარმოებული პროდუქციის ხარისხს და ეს განსაკუთრებით პანდემიის ფონზე, უფრო მნიშვნელოვანი პროგრამა გახდა.
"ENPARD-ის პროგრამას უკვე წლებია მოაქვს კონკრეტული შედეგები ჩვენი ქვეყნისთვის, განსაკუთრებით რეგიონში მცხოვრები ჩვენი მოსახლეობისთვის. ამ პროგრამის შედეგად მნიშვნელოვნად უმჯობესდება პროდუქციის ხარისხი, სოფლად მცხოვრები ჩვენი მოქალაქეების დასაქმება და ევროპულ ბაზარზე ექსპორტი. კიდევ უფრო მნიშვნელოვანია, ამ პროგრამის განხორციელება COVID-19-ის ფონზე და აღსანიშნავია, რომ მისი მეოთხე ფაზა ნაწილია იმ ფინანსური მხარდაჭერისა, რომელიც ევროკავშირმა საქართველოს გამოუყო პანდემიასთან ბრძოლისთვის", — განაცხადა მან.
მთავრობის განცხადებაში ნათქვამია, რომ პროგრამის IV ფაზა მეტად ორიენტირებული იქნება მოწყვლადი რეგიონებისა და ოჯახების (მათ შორის ეკო-მიგრანტების, კონფლიქტით დაზარალებული პირების, ეთნიკური უმცირესობების, მიგრანტების) ეკონომიკურ და სოციალურ ინტეგრაციაზე. ამასთან, პროგრამა გააგრძელებს ადგილობრივი განვითარების გადაწყვეტილების მიღების პროცესში სამოქალაქო ჩართულობის ხელშეწყობას, მათ შორის ახალგაზრდებისა და ქალების გაძლიერებას.
.
-
NASA-სთვის მარსის ახალ ზონდს ჯეფ ბეზოსის კომპანია შექმნის — $700-მილიონიანი კონტრაქტი NASA-სთვის მარსის ახალ ზონდს ჯეფ ბეზოსის კომპანია შექმნის — $700-მილიონიანი კონტრაქტი
გადახედვა
-
როგორ ხედავს მარკუს აპენცელერი თბილისის ჩრდილოეთ უბნების განვითარების პოტენციალს როგორ ხედავს მარკუს აპენცელერი თბილისის ჩრდილოეთ უბნების განვითარების პოტენციალს
-
გლობალური ტემპერატურის 1.5°C-იანი მატება შეიძლება გარდაუვალი იყოს — გაეროს ანგარიში გლობალური ტემპერატურის 1.5°C-იანი მატება შეიძლება გარდაუვალი იყოს — გაეროს ანგარიში
გადახედვა
-
საქართველოს ბანკის მხარდაჭერით ნიუ-იორკში eZo Festival გაიმართება საქართველოს ბანკის მხარდაჭერით ნიუ-იორკში eZo Festival გაიმართება
-
ფინანსური განათლების ეროვნული ჯილდოს 5 ფინალისტი გამოვლინდა — პროექტის მთავარი მხარდამჭერი ბაზისბანკია ფინანსური განათლების ეროვნული ჯილდოს 5 ფინალისტი გამოვლინდა — პროექტის მთავარი მხარდამჭერი ბაზისბანკია
-
თამაზ ელიზბარაშვილი: "თუ ჩემი იქ მისვლით ის 7 კაცი შევაშინე, საჯაროდ მოვუხდი ბოდიშს" თამაზ ელიზბარაშვილი: "თუ ჩემი იქ მისვლით ის 7 კაცი შევაშინე, საჯაროდ მოვუხდი ბოდიშს"
გადახედვა
-
ხობში ავტოსაგზაო შემთხვევის შედეგად 6 ადამიანი დაშავდა ხობში ავტოსაგზაო შემთხვევის შედეგად 6 ადამიანი დაშავდა
გადახედვა
-
სატურნის სამხრეთ პოლუსზე ღრუბლის გიგანტური ათკუთხა სტრუქტურა აღმოაჩინეს სატურნის სამხრეთ პოლუსზე ღრუბლის გიგანტური ათკუთხა სტრუქტურა აღმოაჩინეს
გადახედვა
-
საქართველოს ბანკი x Emolas Corporation — ამერიკაში ქართული კულტურის ღონისძიებების ახალი სერია იწყება საქართველოს ბანკი x Emolas Corporation — ამერიკაში ქართული კულტურის ღონისძიებების ახალი სერია იწყება
-
მიხეილ სარჯველაძე: დიუშენის სამკურნალო მედიკამენტი "ჯივინოსტატი" თბილისში მომდევნო კვირაში ჩამოვა მიხეილ სარჯველაძე: დიუშენის სამკურნალო მედიკამენტი "ჯივინოსტატი" თბილისში მომდევნო კვირაში ჩამოვა
გადახედვა
-
"გეგმაა, რომ საერთო რევოლუციურ სცენარში გარკვეული წვლილი შეიტანოს" — გია ვოლსკი ღარიბაშვილზე "გეგმაა, რომ საერთო რევოლუციურ სცენარში გარკვეული წვლილი შეიტანოს" — გია ვოლსკი ღარიბაშვილზე
გადახედვა
-
ჩატბოტები 3 სექტემბერს ბუნდოვანი მიზეზით გაითიშა — "ადამიანებს ტვინის გამოყენება ისევ მოუწიათ" ჩატბოტები 3 სექტემბერს ბუნდოვანი მიზეზით გაითიშა — "ადამიანებს ტვინის გამოყენება ისევ მოუწიათ"
გადახედვა
-
მცხეთაში "სამხედროს ქუჩას" ილია მეორის სახელი ეწოდა მცხეთაში "სამხედროს ქუჩას" ილია მეორის სახელი ეწოდა
გადახედვა
-
როგორი იქნება iPhone 18 Pro? — 3 მთავარი ცვლილება, რომლებსაც წლები ველოდით როგორი იქნება iPhone 18 Pro? — 3 მთავარი ცვლილება, რომლებსაც წლები ველოდით
გადახედვა
-
დენის კულანინს რუსეთში არ გააძევებენ — სასამართლომ მას საქართველოს დასატოვებლად 7 დღე მისცა დენის კულანინს რუსეთში არ გააძევებენ — სასამართლომ მას საქართველოს დასატოვებლად 7 დღე მისცა
გადახედვა
-
CERN-ში შექმნეს მატერია, რომელიც უშუალოდ დიდი აფეთქების შემდეგ არსებობდა CERN-ში შექმნეს მატერია, რომელიც უშუალოდ დიდი აფეთქების შემდეგ არსებობდა
გადახედვა
-
წინანდლის მამული კლასიკური მუსიკის საერთაშორისო ფესტივალის მერვე სეზონს მასპინძლობს წინანდლის მამული კლასიკური მუსიკის საერთაშორისო ფესტივალის მერვე სეზონს მასპინძლობს
-
ზაზა შათირიშვილი: ბიძინა ივანიშვილი წლებია უმწიკვლოდ მუშაობს, მისთვის მთავარი გარანტია სუფთა წარსულია ზაზა შათირიშვილი: ბიძინა ივანიშვილი წლებია უმწიკვლოდ მუშაობს, მისთვის მთავარი გარანტია სუფთა წარსულია
გადახედვა
-
პროკრედიტ ბიზნესი — თბილისში ახალი სპორტული სივრცე Hubs გაიხსნა პროკრედიტ ბიზნესი — თბილისში ახალი სპორტული სივრცე Hubs გაიხსნა
-
თელავში პიტბულმა პატრონი დაგლიჯა თელავში პიტბულმა პატრონი დაგლიჯა
გადახედვა
-
ბათუმში, ზღვაში, ორი კატერი ერთმანეთს შეეჯახა — 5 ადამიანი დაშავდა ბათუმში, ზღვაში, ორი კატერი ერთმანეთს შეეჯახა — 5 ადამიანი დაშავდა
გადახედვა
კომენტარები