Apple-ის "სუპერ ფანობა" დაახლოებით 80 000 დოლარი დაგიჯდებათ
Apple-ის პროდუქცია ძალიან ძვირია, რაც გასაკვირი არაა იმიტომ, რომ ის ბოლო დროა "პრემიუმ ხარისხის" ელექტრონული ხელსაწყოების მწარმოებლად პოზიციონირდა. შიგადაშიგ Apple ბიუჯეტურ პროდუქტებსაც უშვებს, როგორიცაა iPhone SE, თავის დროზე iPod Nano და ა.შ
თუმცა, საბოლოო ჯამში Apple მაინც ძვირადღირებულ მოწყობილობებს ყიდის, რომლებსაც ბევრი ადამიანი ენთუზიასმით ყიდულობს და მზადაა ცხოვრების სხვა "კომფორტები" მოიკლოს, ოღონდაც ხელში ახალი iPhone ჩაუვარდეს. ეს ენთუზიაზმი გასაგებიცაა თუ გავითვალისწინებთ, რომ iPhone ერთ-ერთი საუკეთესო სმარტფონია, გასაოცარი კამერით და სისწრაფით.
თუმცა, თუ iPhone-ის გარდა Apple-ის სხვა პროდუქციის შეძენაც გინდათ საკმაოდ დიდი რაოდენობის თანხის დახარჯვა მოგიწევთ. კომპანიის ყველა პროდუქტის ახალი, ყველაზე სრულფასოვანი მოდელი რომ შეიძინოთ, საერთო ჯამში დაახლოებით 80 000 $-ს დახარჯავთ.
თუმცა, ამ თანხის ნახევარზე მეტი სავარაუდოდ Apple-ის ყველაზე ძვირ პროდუქტზე, Mac Pro-ზე დაგეხარჯებათ.
Mac Pro კომპანიის ყველაზე ძვირადღირებული პერსონალური კომპიუტერია, რომელიც ჩვეულებრივ მოხმარებაზე გათვლილი არც არის და მას ძირითადად სხვადასხვა დარგის სპეციალისტები ყიდულობენ, მაგალთად დიზაინერები ან მუსიკის პროდუსერები და ა.შ.
Mac Pro-ს საწყისი ფასი 5 999 აშშ დოლარია, თუმცა ყველა შესაძლო განახლებით მისი ფასი დაახლოებით 55 000 დოლარი გამოდის. აქ შედის 2.5 GHZ-იანი 28 ბირთვიანი Intel Xeon W პროცესორი ( 7 000 $), 1,5 ტერაბაიტიანი მეხსიერების ბარათი (25 000 დოლარი), გრაფიკული ბარათები (10, 800 $) დამატებით 8 ტერაბაიტიანი სივრცე თქვენი ფაილებისთვის (2 600$), წინასწარ ინსტალირებული Final Cut და Logic Pro (საერთო ჯამში 500 $), Apple-ის მაუსი და ტრეკპედი კი დამატებით 149 $ დაგიჯდებათ. ამას მიამატეთ Apple-ის 32 ინჩიანი ეკრანი 6k გამოსახულებით (6 000 $) და თქვენი ხარჯი 60 000 $-ს მიაღწევს.
აღსანიშნავია, რომ სტაციონარული კომპიუტერის მარტივი გადაადგილებისთვის შეიძლება ბორბლებიც მოგინდეთ, რომელსაც Apple 699 $-ად ყიდის. ეს ბორბლები Apple-ის ყველაზე ძვირადღირებული პროდუქტია თუ გავითვალისწინებთ მის ფუნქციონალობას... დიახ, ბორბლები.
იგივე მონაცემების მქონე კომპიუტერის აწყობა თქვენით, ბევრად იაფ ფასად შეგიძლიათ, თუმცა Apple-ის ტექნიკის მთავარი ხიბლი ისაა, რომ ფიზიკური პროდუქტი და პროგრამები, ისევე როგორც ოპერაციული სისტემა საოცრად ჰარმონიულად თანამშრომლობენ და Apple-ის ექსკლუზიური პროგრამები, როგორიცაა Logic ან Final Cut სხვადასხვა სპეციალისტებისთვის ძალიან ძალიან მიმზიდველია.
Apple-ს მრავალი ისეთ პროდუქტი აქვს, რომელიც ძალიან გავრცელებული არაა, თუმცა კომპანიის ეკოსისტემაში კარგადაა ინტეგრირებული. იქნება ეს HomePod, iPod (რომელსაც ბოლო განახლება 2019ში ჰქონდა და ჯერ კიდევ გაყიდვადია) თუ Apple Watch, რომლის გაყიდვებიც ბოლო დროა საკმაოდ სწრაფად იზრდება.
საბოლოო ჯამში, Apple-ის ოჯახში ნაკლებად ცნობადი პროდუქტებიც მნიშვნელოვან როლს თამაშობენ და თქვენ ყველა სიახლე თუ გინდათ, მათ შორის Mac Mini ან Apple TV, საერთო ჯამში საკმაოდ დიდი თანხის გადახდა მოგიწევთ.
კომენტარები