აშშ-ს კოსმოსურმა სააგენტომ ოთხ კომპანიას ხელშეკრულება გაუფორმა, რათა მათ 1 აშშ დოლარიდან 15 000 აშშ დოლარამდე ღირებულების მთვარის ნიმუშები შეაგროვონ. ეს მიზნად ისახავს კერძო სექტორის მიერ კოსმოსური რესურსების მოპოვების წახალისებას.

"ვფიქრობ, საოცარია, რომ ოთხი კომპანიისგან მთვარის რეგოლითის ყიდვა შეგვეძლება" -თქვა ფილ მაკ მალისტერმა, NASA-ს კომერციული კოსმოსური ფრენების განყოფილების დირექტორმა.

კონტრაქტი შემდეგ კომპანიებთან გაფორმდა: Lunar Outpost of Golden, ispace Japan of Tokyo, ispace Europe of Luxembourg და Masten Space Systems of Mojave. ისინი სხვადასხვა ღირებულების პროდუქტის მოპოვებაზე იმუშავებენ. ისინი პროდუქტის შეგროვებას 2022-2023 წლის მთვარის მისიების განმავლობაში გეგმავენ. მათ უნდა იმუშაონ მთვარის ნიადაგზე და შეაგროვონ მისი რეგოლითები. შემდეგ მთვარის ნიადაგი გადაეცემა NASA-ს და მისი საკუთრება გახდება.

არტემისის პროგრამის ფარგლებში, NASA გეგმავს 2024 წლისთვის მთვარეზე მამაკაცის და ქალის გაშვებას. ამით საფუძველი ჩაეყრება ახალ ძიებას, რაც საბოლოოდ მარსის მისიით უნდა დასრულდეს.

"რასაც ახალ ვაკეთებთ, ეს ძალიან მნიშვნელოვანი პრეცედენტია. ჩვენ ვფიქრობთ, რომ მსგავსი პრეცედენტი ძალიან მნიშვნელოვანია, ეს ნიშნავს, რომ კერძო სექტორის სუბიექტებს შეეძლებათ ასეთ მისიებში აქტიურად ჩართვა. ეს სახელმწიფოს და კერძო სექტორის თანამშრომლობის სრულიად ახალი ეპოქა იქნება. ჩვენ უნდა ვისწავლოთ საკუთარი წყლის, ჰაერისა და საწვავის გამომუშავება. ეს წაახალისებს მეცნიერებას და საფუძველს დაუდებს ახალ აღმოჩენებს." — თქვა მაიკ გოლდმა, NASA-ს საერთაშორისო ურთიერთობების ადმინისტრატორმა.

მნიშვნელოვანია, რომ მთვარეზე მიღებული ნებისმიერი ახალი გამოცდილება, გადამწყვეტი შეიძლება იყოს მარსის მისიისთვის.

"ადამიანის მისია მარსზე კიდევ უფრო რთული იქნება, ვიდრე ეს მთვარეზე განხორციელებული ოპერაციებია. ამიტომ, ძალიან მნიშვნელოვანია, რომ მთვარეზე ჩვენი გამოცდილებიდან ბევრი ვისწავლოთ და ეს სწავლა მარსის ათვისებაში გამოვიყენოთ" — ამბობენ ნასაში.

ამით შეერთებული შტატები ცდილობს შექმნას პრეცედენტი, რადგან ამჟამად არ არსებობს საერთაშორისო კონსენსუსი საკუთრების უფლებების შესახებ კოსმოსში. საინტერესოა 1967 წლის საგარეო სივრცის ხელშეკრულება. ხელშეკრულება ბუნდოვანია, მაგრამ მის მიხედვით მიიჩნევა, რომ კოსმოსური სივრცე კონკრეტულ სახელმწიფოს არ შეიძლება ეკუთვნოდეს.