როგორ გადავურჩეთ მარტოობას სოციალური დისტანციის ეპოქაში
რჩევები, როგორ შევინარჩუნოთ მენტალური ჯანმრთელობა მაშინ, როცა ფიზიკური სიახლოვისგან თავის არიდებას ვცდილობთ
ფოტო: Nicole / Dribbble
კორონავირუსის შემთხვევების ზრდასთან ერთად მეტი ადამიანი რჩება თვითიზოლაციაში, იცავს სოციალურ დისტანციას ან, საყოველთაო კარანტინის გამო, უბრალოდ გარეთ ვერ გადის. ამ ფონზე ვირუსი ერთადერთი რამ არაა, რაც ჩვენს ჯანმრთელობას საფრთხეს უქმნის — მარტოობაც არანაკლებ საზიანოა.
მკვლევრებმა დიდი ხნის წინ დაადგინეს, რა გავლენას ახდენს მარტოობა და საზოგადოებისგან იზოლაცია ჩვენს ორგანიზმზე. ადამიანები, რომლებიც სხვებთან კავშირებს კარგავენ, გაციების უფრო მაღალი რისკის ქვეშ არიან, ემართებათ დეპრესია, უვითარდებათ გულის დაავადებები, აქვთ დაბალი კოგნიტური ფუნქციები და მათი ცხოვრება ხანმოკლეა. ფაქტობრივად, ზიანი, რომელსაც ხანგრძლივი მარტოობა იწვევს მწეველობის ან ჭარბწონიანობის მსგავსია.
იანვარში აშშ-ში ჩატარებული ეროვნული კვლევის შედეგად ცხადი გახდა, რომ თაობა Z-ის 79%, მილენიალების 71% და "ბეიბი ბუმერების" 50% თავს მარტოსულად გრძნობს. ამასთან, გასული ათწლეულის განმავლობაში იმ ადამიანების წილი, რომლებიც რაიმე სახის საზოგადოებრივ ჯგუფში, სპორტულ ლიგებში, მოხალისეთა გუნდებში თუ კლუბებში არიან გაწევრიანებული, 75%-დან 57%-მდე დაეცა. იმისდა მიუხედავად, თუ როგორ გვაშორებს ერთმანეთისგან კორონავირუსი, ჩანს, რომ მოსახლეობის უმეტესობის სოციალური კავშირები და ეგრეთ წოდებული სოციალური ჯანმრთელობა ისედაც საკმაოდ მწირია.
ამგვარად, რამდენადაც იზოლაციაა კორონავირუსის პანდემიასთან ბრძოლის გამართლებული მეთოდი, იმდენად საჭიროა, "მარტოობის ეპიდემიასაც" მოვუძებნოთ შესაფერისი საპასუხო რეაქცია. საინტერესოა, როგორ გავაუმჯობესოთ ჩვენი სოციალური კეთილდღეობა ისე, რომ ინფიცირებისგან თავი დავიცვათ? — პასუხი მარტივია: მოწყობილობით, რომლითაც ახლა ამ სტატიას კითხულობთ.
ფოტო: Mildeo / Dribbble
ადამიანები საყოველთაო მარტოობას ხშირად ტექნოლოგიებს აბრალებენ, ამბობენ, რომ ჩვენ დიდ დროს ვუთმობთ სოციალურ ქსელებში სქროლვას და რეალურ ცხოვრებაში ერთმანეთთან საკმარის კომუნიკაციას არ ვამყარებთ. თუმცა, ჰარვარდის საზოგადოებრივი ჯანდაცვის სკოლის მეცნიერებმა გამოსცეს კვლევა, რომელიც უფრო მრავალმხრივ სურათს გვიჩვენებს: როგორც ჩანს, გაცილებით დიდი მნიშვნელობა აქვს, როგორ ვიყენებთ ინტერნეტ პლატფორმებს, ვიდრე იმას, თუ რამდენ ხანს ვატარებთ ამ პლატფორმებზე. სინამდვილეში, ყველას შეგვიძლია, ციფრული ჩვევების განვითარებით სარგებელი ვნახოთ და შინაარსიანი ადამიანური კავშირების დამყარებას ხელი შევუწყოთ — განსაკუთრებით ახლა, როცა ეს ერთადერთი არჩევანია, სანამ ეპიდემიის გავრცელება შესუსტდება.
არ აქვს მნიშვნელობა კარანტინში ხართ, დისტანციურად მუშაობთ თუ უბრალოდ, ფრთხილობთ, ახლა ყველაზე კარგი დროა სოციალურად ჯანსაღი გზით ტექნოლოგიებში გავარჯიშდეთ. გთავაზობთ რამდენიმე ხერხს, როგორ შეინარჩუნოთ კავშირები პირისპირ კონტაქტის გარეშე.
იკონტაქტეთ პირისპირ — შორიდან
ფოტო: Clint Hess / Dribbble
პირისიპირ ურთიერთობის შემდეგ კავშირების შენარჩუნების საუკეთესო გზა ვიდეო-ზარებია, რადგან მიმიკები, სხეულის ენა და კომუნიკაციის სხვა არავერბალური ფორმები სიახლოვის შეგრძნებისთვის მნიშვნელოვანი ფაქტორებია. როცა შესაძლებელია, მესიჯობისა და ტელეფონზე საუბრის ნაცვლად ვიდეო-ზარით დაუკავშირდით მეგობრებს და გაითამაშეთ ის სცენარები, რასაც ჩვეულებრივ ერთად გააკეთებდით. მაგალითად, მოაწყვეთ ციფრული ვახშამი მასთან ერთად, ვისაც სოციალური მედიიდან გაცნობის აპლიკაციიდან დაუახლოვდით ან განიხილეთ ბოლოს გამოსული სერიალები მეგობრებთან ერთად.
გაიღეთ ერთწუთიანი სიკეთე
ფოტო: Gummy / Vijay Verma
სოციალურ ქსელში პოსტზე ბევრი ლაიქის დაგროვება ყველასთვის სასიამოვნოა, მაგრამ პირადად მოწერილი შეტყობინება, რომელშიც გულწრფელ კომპლიმენტს გვეუბნებიან თუ მადლიერებას გამოხატავენ უფრო პერსონალურია და მისგან მიღებული განცდა დიდხანს გასტანს. ამგვარად, როცა მეგობრების პოსტებს ათვალიერებთ, შეაჩერეთ სქროლვა და მისწერეთ ერთი ორი კარგი სიტყვა. ბოლოსდაბოლოს, ამ გაურკვეველ დროს სტრესთან საბრძოლველად ყველას ხომ გვჭირდება ცოტა მეტი სიკეთე?!
ჩამოაყალიბეთ საერთო ინტერესის ჯგუფი
ფოტო: Lindsay M / Dribbble
კავშირების დამყარებას წინ საერთო ენის გამონახვა უძღვის. რაც არ უნდა იშვიათი ინტერესი გქონდეთ, ყოველთვის არსებობს ონლაინ ერთობა, რომელიც თქვენს მისწრაფებებს იზიარებს და მის წევრებს ერთი სული აქვთ, ამაზე როდის ისაუბრებენ თქვენთან ერთად. გარდა ამისა, არსებობს უამრავი ჯგუფი, სადაც ახალბედა მშობლებს, იშვიათი დაავადების მქონე პაციენტებს ან გაჭირვებულ ადამიანებს ეხმარებიან. გამოიყენეთ ეს ქსელები, რათა იმ საქმით დაკავდეთ, რაც ყველაზე მეტად გაინტერესებთ.
გააღრმავეთ ან გააფართოვეთ ურთიერთობები
ფოტო: Stephen Verhalleman / Dribbble
მარტოობის გადალახვის ორი გზა არსებობს: "ასაზრდოვეთ" არსებული ურთიერთობები ან ჩამოაყალიბეთ ახალი კავშირები. გადადგით ერთი ციფრული "ნაბიჯი", რომ გააღრმავოთ ურთიერთობები — დაუკავშირდით მეგობარს ან ოჯახის წევრს, რომელთანაც დიდი ხანია არ გისაუბრიათ ან გააფართოვეთ კავშირები — მისწერეთ ისეთ ვინმეს, ვისი გაცნობაც ყოველთვის გინდოდათ.
კორონავირუსის პანდემიამ შეგვახსენა, რომ პირისპირ ურთიერთობებით დაავადებები შეიძლება გავრცელდეს, თუმცა ეს კავშირები, ამავდროულად, ჩვენი კეთილდღეობის საწინდარია. ამგვარად, დროა, ჩვენი ჯანმრთელობისთვის გავიაზროთ, რა მნიშვნელობა აქვს ადამიანურ ურთიერთობებს და ტექნოლოგიები სოციალური კეთილდღეობისთვის გამოვიყენოთ.
-
სემ ალტმანი: AI-ს სარგებლიანობის სანაცვლოდ მსოფლიო უნდა შეეგუოს "ცუდ რაღაცებს" სემ ალტმანი: AI-ს სარგებლიანობის სანაცვლოდ მსოფლიო უნდა შეეგუოს "ცუდ რაღაცებს"
გადახედვა
-
სომხეთის პარლამენტში დეპუტატები ერთმანეთს ფიზიკურად დაუპირისპირდნენ სომხეთის პარლამენტში დეპუტატები ერთმანეთს ფიზიკურად დაუპირისპირდნენ
გადახედვა
-
თამაზ ელიზბარაშვილი საპროცესო შეთანხმების გაფორმებას ითხოვს თამაზ ელიზბარაშვილი საპროცესო შეთანხმების გაფორმებას ითხოვს
გადახედვა
-
ქუთაისში მოძრავი ავტომობილი გაჩერებულს შეეჯახა, რომელიც ქვეითს დაეჯახა — ქალი გარდაიცვალა ქუთაისში მოძრავი ავტომობილი გაჩერებულს შეეჯახა, რომელიც ქვეითს დაეჯახა — ქალი გარდაიცვალა
გადახედვა
-
ოპოზიციური პარტიების აკრძალვის შესახებ "ქართული ოცნების" სარჩელი საკონსტიტუციო სასამართლოს პლენუმს გადაეცა ოპოზიციური პარტიების აკრძალვის შესახებ "ქართული ოცნების" სარჩელი საკონსტიტუციო სასამართლოს პლენუმს გადაეცა
გადახედვა
-
სტამბოლის სკოლაში 15 წლის მოსწავლემ 8 მოსწავლე დაჭრა — ერთი გარდაიცვალა სტამბოლის სკოლაში 15 წლის მოსწავლემ 8 მოსწავლე დაჭრა — ერთი გარდაიცვალა
გადახედვა
-
Wikipedia-ს მშობელი ორგანიზაცია აცხადებს, რომ OpenAI-ს AI აგენტების სამიზნე გახდა Wikipedia-ს მშობელი ორგანიზაცია აცხადებს, რომ OpenAI-ს AI აგენტების სამიზნე გახდა
გადახედვა
-
ვიდეო: ვირტუალური უჯრედები და ბიოლოგიის მომავალი AI-ს ეპოქაში | ილია ყიფშიძე ვიდეო: ვირტუალური უჯრედები და ბიოლოგიის მომავალი AI-ს ეპოქაში | ილია ყიფშიძე
გადახედვა
-
ნარკოდანაშაულის ბრალდებით ჟურნალისტი ნოდარ ჩაჩუა დაკაავეს ნარკოდანაშაულის ბრალდებით ჟურნალისტი ნოდარ ჩაჩუა დაკაავეს
გადახედვა
-
საქართველოს ბანკის ინდმეწარმეების გათამაშებაში სექტემბრის გამარჯვებულები გამოვლინდნენ საქართველოს ბანკის ინდმეწარმეების გათამაშებაში სექტემბრის გამარჯვებულები გამოვლინდნენ
-
მეცნიერებმა კატებსა და ბედნიერებას შორის კავშირი აღმოაჩინეს მეცნიერებმა კატებსა და ბედნიერებას შორის კავშირი აღმოაჩინეს
გადახედვა
-
შალვა პაპუაშვილი: რაც უფრო მეტად გაქებს ბრიუსელი, მით უფრო მეტად გვნებს ის საკუთარი გადაწყვეტილებებით შალვა პაპუაშვილი: რაც უფრო მეტად გაქებს ბრიუსელი, მით უფრო მეტად გვნებს ის საკუთარი გადაწყვეტილებებით
გადახედვა
-
რატომ ვუწოდებთ ნობელიანტებს "ლაურეატებს"? რატომ ვუწოდებთ ნობელიანტებს "ლაურეატებს"?
გადახედვა
-
გერმანიის ყოფილი სადაზვერვო სამსახურის უფროსი ჯაშუშობის ბრალდებით დააკავეს გერმანიის ყოფილი სადაზვერვო სამსახურის უფროსი ჯაშუშობის ბრალდებით დააკავეს
გადახედვა
-
KIIS: უკრაინელების 62% მზად არის, ომს იმდენ ხანს გაუძლოს, რამდენიც საჭირო იქნება KIIS: უკრაინელების 62% მზად არის, ომს იმდენ ხანს გაუძლოს, რამდენიც საჭირო იქნება
გადახედვა
-
გარდაბანში მამამ შვილისთვის მიყენებული სიტყვიერი შეურაცხყოფის გამო კაცი დანით მოკლა გარდაბანში მამამ შვილისთვის მიყენებული სიტყვიერი შეურაცხყოფის გამო კაცი დანით მოკლა
გადახედვა
-
პაველ ჰერჩინსკი: საკუთარი იდენტობის შენარჩუნებასა და ევროინტეგრაციას შორის არჩევანის გაკეთება არ გიწევთ, ეს ყალბი დილემაა პაველ ჰერჩინსკი: საკუთარი იდენტობის შენარჩუნებასა და ევროინტეგრაციას შორის არჩევანის გაკეთება არ გიწევთ, ეს ყალბი დილემაა
გადახედვა
-
ბაზისბანკმა, ქართული ბიზნესის მხარდასაჭერად, BSTDB-ისგან 25 მილიონი ევროს დაფინანსება მიიღო ბაზისბანკმა, ქართული ბიზნესის მხარდასაჭერად, BSTDB-ისგან 25 მილიონი ევროს დაფინანსება მიიღო
-
ვის უწინასწარმეტყველებენ წლევანდელ ნობელს ლიტერატურაში ვის უწინასწარმეტყველებენ წლევანდელ ნობელს ლიტერატურაში
გადახედვა
-
თეონა ჭალიძე: პროტესტის გამოხატვის გამო ვასილ მაღლაფერიძემ საზმაუს რადიოგადაცემაში სტუმრობა გამიუქმა თეონა ჭალიძე: პროტესტის გამოხატვის გამო ვასილ მაღლაფერიძემ საზმაუს რადიოგადაცემაში სტუმრობა გამიუქმა
გადახედვა
-
საქართველოში ახალი კომერციული ბანკი შეიქმნა — ვინ არიან დამფუძნებლები? საქართველოში ახალი კომერციული ბანკი შეიქმნა — ვინ არიან დამფუძნებლები?
გადახედვა
კომენტარები