გაიცანით 90 წლის ბებო, რომელიც TikTok-ის ნამდვილი ვარსკვლავია
ფოტო: TikTok / Instagram
როგორც წესი, TikTok-ს მოზარდები და თინეიჯერები იყენებენ ყველაზე აქტიურად, ამიტომაც ბევრს ჰგონია, რომ ეს პლატფორმაც მხოლოდ ამ ასაკობრივი კატეგორიისთვისაა განკუთვნილი.
თუმცა 90 წლის ლილიან დრონიაკი ამ წარმოდგენას შეგიცვლიათ. დიახ, 1930 წელს დაბადებული ქალი დღეს აქტიურად იყენებს ტიკტოკს და მეტსაც გეტყვით — ის ამ სოციალური ქსელის ვარსკვლავია: მას ამჟამად 1,5 მილიონზე მეტი გამომწერი ჰყავს, მისმა ვიდეოებმა კი 31 მილიონზე მეტი მოწონება დააგროვა.
თუ როგორ მოახერხა ეს და რაში მდგომარეობს კონექტიკუტის შტატში მცხოვრები ბებოს პოპულარობის საიდუმლო, ამაში მაშინვე გაერკვევით, თუ უბრალოდ მის ვიდეოებს ნახავთ.
ყველაფერი აქედან დაიწყო: ის ჯერ იმას სწავლობდა, თუ როგორ გამოეთქვა ტიკტოკი.
და ეტაპობრივად ტიკტოკის მომხმარებლებს ასეთი მრავალფეროვანი ვიდეოები შესთავაზა:
როგორც ყველა ჩვენგანს, ერთხელაც ლილიანსაც მოსწყინდა და თავის მაყურებელს წუხილი გაუზიარა: შეყვარებული მინდაო.
თუმცა მოგვიანებით ტიკტოკის ერთ-ერთი მომხმარებლის კომენტარი, რომელიც ლილიანისთვის შეყვარებულის პოვნას ისურვებდა, დიდად არ ეპრიანა:
"არ მინდა და არც მჭირდება შეყვარებული, დამოუკიდებლად ვარ და ძალიანაც მომწონს ეს!"
კიდევ უფრო ბრაზდება, თუ ვინმე მას არასწორად მიმართავს და თქვენც გაითვალისწინეთ: მას ლილი, ლილიანი ჰქვია და არა კარენი.
როგორც ნამდვილი ლედი, ასაკთან დაკავშირებული კითხვებიც დიდად არ ეხატება გულზე.
"მე გეკითხებით რამდენი წლის ხართ? არ მადარდებს რა ასაკის ხართ. საკუთარ ასაკზეც კი არ ვფიქრობ, რადგან თავს 65 წლის ქალივით ვგრძნობ", — ამბობს ლილიანი.
საკუთარ გარეგნობასაც სათანადოდ აფასებს: კომპლიმენტს, ლამაზად გამოიყურებიო, შემდეგნაირად გამოეხმაურა
"ვიცი, რომ ასეა. დაბადებიდან ლამაზი ვარ. ასე რომ, მადლობა აღნიშვნისთვის".
თავის გამომწერებს იმაშიც არწმუნებს, თუ რა ძალა აქვს სწორად შერჩეულ ვარცხნილობას
და რომელ ზედატანს როგორი შარვალი უხდება.
ტიკტოკთან ერთად ბებია ლილის საკმაოდ პოპულარული ინსტაგრამიც აქვს 73 ათასზე მეტი გამომწერით.
ამ ყველაფრის დაორგანიზებაში კი მას, ცხადია, ვიღაც ეხმარება: თავისი შვილიშვილი კევინი, რომელიც იუთუბერია.
ლილიან დრონიაკი უკვე ცნობილი ნამდვილად არის და ისღა დაგვრჩენია, მას კიდევ უფრო დიდხანს და ბედნიერად სიცოცხლე ვუსურვოთ.
-
Apple-ის 3 მთავარი სიახლე წლევანდელი პრეზენტაციიდან — პროდუქტების მოკლე მიმოხილვა Apple-ის 3 მთავარი სიახლე წლევანდელი პრეზენტაციიდან — პროდუქტების მოკლე მიმოხილვა
გადახედვა
-
მზია ამაღლობელი შალვა პაპუაშვილის განცხადებას ეხმაურება მზია ამაღლობელი შალვა პაპუაშვილის განცხადებას ეხმაურება
გადახედვა
-
The Foundation of Things Tbilisi Architecture Forum 2026-ის ფარგლებში The Foundation of Things Tbilisi Architecture Forum 2026-ის ფარგლებში
გადახედვა
-
ძალიან ცხელი სასმელების დალევა, შესაძლოა, საყლაპავის კიბოს რისკს ზრდიდეს ძალიან ცხელი სასმელების დალევა, შესაძლოა, საყლაპავის კიბოს რისკს ზრდიდეს
გადახედვა
-
ქვიზი: გამოიცანი რომელი უფრო ძვირია ქვიზი: გამოიცანი რომელი უფრო ძვირია
-
რუსეთში სიღარიბე 7%-მდე შემცირდა — მკვლევრების მოსაზრებით, შემცირება ახალ მეთოდოლოგიას უკავშირდება რუსეთში სიღარიბე 7%-მდე შემცირდა — მკვლევრების მოსაზრებით, შემცირება ახალ მეთოდოლოგიას უკავშირდება
გადახედვა
-
რუსეთის 26 მსხვილი აეროპორტი თვითმფრინავების საწვავით შევსებას ზღუდავს რუსეთის 26 მსხვილი აეროპორტი თვითმფრინავების საწვავით შევსებას ზღუდავს
გადახედვა
-
"პლაჟზე წამოკოტრიალებული ოპოზიცია" — რა ფრაზების გამოყენებისთვის გააფრთხილა ComCom-მა "რუსთავი 2"? "პლაჟზე წამოკოტრიალებული ოპოზიცია" — რა ფრაზების გამოყენებისთვის გააფრთხილა ComCom-მა "რუსთავი 2"?
გადახედვა
-
როგორ გადავიქცეთ 80-იანების პერსონაჟებად და რამდენად უსაფრთხოა ეს? როგორ გადავიქცეთ 80-იანების პერსონაჟებად და რამდენად უსაფრთხოა ეს?
გადახედვა
-
რატომ გაძვირდა Apple-ის ახალი iPhone-ები და რა შეიძლება იდგეს ახალი ფასების უკან? რატომ გაძვირდა Apple-ის ახალი iPhone-ები და რა შეიძლება იდგეს ახალი ფასების უკან?
გადახედვა
-
Anthropic-ის მკვლევარი: "AI-მ შესაძლოა ყველა ჩვენგანი მოკლას" Anthropic-ის მკვლევარი: "AI-მ შესაძლოა ყველა ჩვენგანი მოკლას"
გადახედვა
-
საქართველოში ქიმიურ და ბიოლოგიურ საფრთხეებზე რეაგირების ერთობლივი სწავლება ჩატარდა — აშშ-ის საელჩო საქართველოში ქიმიურ და ბიოლოგიურ საფრთხეებზე რეაგირების ერთობლივი სწავლება ჩატარდა — აშშ-ის საელჩო
გადახედვა
-
ირაკლი კობახიძის თქმით, საქართველო კოსმოსის უსაფრთხოების საკითხებზე 3 დეკლარაციას შეუერთდა ირაკლი კობახიძის თქმით, საქართველო კოსმოსის უსაფრთხოების საკითხებზე 3 დეკლარაციას შეუერთდა
გადახედვა
-
ფოტონი, რომელსაც დედამიწამდე არ უნდა მოეღწია — როგორ ხსნიან მის არსებობას ფოტონი, რომელსაც დედამიწამდე არ უნდა მოეღწია — როგორ ხსნიან მის არსებობას
გადახედვა
-
საია: "თორნიკე რაზმაძის შემთხვევა ცხადად წარმოაჩენს მსგავსი სამართალდარღვევის საქმეების აბსურდულობასა და ცინიკურობას" საია: "თორნიკე რაზმაძის შემთხვევა ცხადად წარმოაჩენს მსგავსი სამართალდარღვევის საქმეების აბსურდულობასა და ცინიკურობას"
გადახედვა
-
რობოტების აქცია ვარშავაში: ორგანიზატორები AI-ის რეგულირებას ითხოვენ რობოტების აქცია ვარშავაში: ორგანიზატორები AI-ის რეგულირებას ითხოვენ
გადახედვა
-
OpenAI-ს მტკიცებით, თავისმა ხელოვნურმა ინტელექტმა საუკუნოვანი მათემატიკური თავსატეხი ამოხსნა OpenAI-ს მტკიცებით, თავისმა ხელოვნურმა ინტელექტმა საუკუნოვანი მათემატიკური თავსატეხი ამოხსნა
გადახედვა
-
ოთარ ფარცხალაძე: "ქართული ეროვნული ლეგიონის" მებრძოლები სამხედრო დამნაშავეები არიან ოთარ ფარცხალაძე: "ქართული ეროვნული ლეგიონის" მებრძოლები სამხედრო დამნაშავეები არიან
გადახედვა
-
შრომის ინსპექცია: 2025 წელს სამუშაო სივრცეში ფატალური უბედური შემთხვევები 46%-ით შემცირდა შრომის ინსპექცია: 2025 წელს სამუშაო სივრცეში ფატალური უბედური შემთხვევები 46%-ით შემცირდა
გადახედვა
-
ევროპარლამენტი სომხეთიდან იმპორტის გამარტივების დროებით ზომებს მომავალ კვირას უყრის კენჭს ევროპარლამენტი სომხეთიდან იმპორტის გამარტივების დროებით ზომებს მომავალ კვირას უყრის კენჭს
გადახედვა
-
ღიპი თუ ასაკი? — რა უფრო იწვევს კაცებში ტესტოსტერონის დაქვეითებას ღიპი თუ ასაკი? — რა უფრო იწვევს კაცებში ტესტოსტერონის დაქვეითებას
გადახედვა
კომენტარები