"ორმაგი პლანეტა", უკანასკნელი 800 წლის მანძლზე პირველად, დეკემბერში გამოჩნდება
მზის სისტემის ორი უდიდესი პლანეტა — იუპიტერი და სატურნი, ასეულობით წლის მანძილზე ასტრონომების დაკვირვების საგანს წარმოადგენდა, თუმცა შემდეგ თვეში ამ ორი გიგანტის ცაზე განლაგება ისეთ ხედს მოგვცემს, როგორი უკანასკნელი 800 წლის მანძილზე არავის უნახავს — ისინი ცაზე ერთიან ორმაგ პლანეტას დაემსგავსებიან.
ამ უიშვიათესი მოვლენის დაკვირვებას 2020 წლის 21 დეკემბერს, მზის ჩასვლის შემდეგ, ზამთრის ნაბუნიობის დასაწყისში შეძლებთ.
"იუპიტერისა და სატურნის გათანაბრება ძალიან იშვიათად, დაახლოებით 20 წელიწადში ერთხელ ხდება, მაგრამ ეს შემთხვევა გამონაკლისს წარმოადგენს, რადგან წელს, 800 წლის შემდეგ პირველად, პლენეტები იმდენად მიუახლოვდებიან ერთმანეთს, რომ ისინი ერთაინ ორმაგ პლანეტას მოგვაგონებენ", — აღნიშნა რაისის უნივერსიტეტის ასტრონომმა მატრიკ ჰარტინგმა თავის განცხადებაში. "უკანასკნელად, ღამის ცაზე ციური ობიექტების გათანაბრება 1226 წლის 4 მარტს დაფიქსირდა", — დასძინა მან.
"დეკემბერში, 16-დან 25-მდე, ამ ორ პლანეტას შორის მანძილი მთვარის დიამეტრზე ნაკლები იქნება. 21 დეკემბრის საღამოს, როდესაც ისინი ყველაზე მეტად მიუახლოვდებიან ერთმანეთს, მათ შორის მანძილი მთვარის დიამეტრის მეხუთედს გაუტოლდება და ისინი ერთიან პლანეტას დაემსგავსებიან. მათთვის, ვინც ღამის ცას ტელესკოპით აკვირდება ხოლმე, იმ საღამოს, იმავე ხედით შეძლებენ მზის სისტემის ყველა პლანეტისა და რამდენიმე დიდი თანამგზავრის დანახვას", — განმარტავს ჰარინგტონი.
ამ მოვლენის დაკვირვება შესაძლებელი იქნება დედამიწის ნებისმიერი წერტილიდან, თუმცა, ჰარინგტონი აღნიშნავს, რომ "რაც უფრო ჩრდილოეთით იმყოფება დამკვირვებელი, მით უფრო ნაკლები დრო ექნება მას "ორმაგი პლანეტისთვის თვალის მოსაკრავად".
ჰარინგტონის განმარტებით, ასტრონომიიის მოყვარულები ამ მოვლენის დასაკვირვებლად შემდეგი თვისთვის უნდა მოემზადონ, რადგან ორი პლანეტა ერთმანეთს ასეთ მოკლე მანძილზე 2080 წლის 15 მარტამდე და შემდეგ 2400 წლის შემდგომ პერიოდამდე აღარ მიუახლოვდება.
კომენტარები