ადამიანის თავის ტვინსა და სამყაროს შორის უცნაური მსგავსებებია
ბოლონიის უნვიერსიტეტის ასტროფიზიკოსი, ფრანკო ვაზა და ვერონას უნივერსიტეტის ნეიროქირურგი ალბერტო ფელეტი თავიანთ კვლევაში ტვინისა და სამყაროს სტრუქტურას შორის არსებულ პარალელებზე წერენ.
მიუხედავად იმისა, რომ ხილული სამყარო და ადამიანის თავის ტვინი ძალიან სხვდასხვა ზომის რაღაცებია, მკვლევრები ამტკიცებენ, რომ ორივე თანაბრად კომპლექსურია და ორივეს თანაბარი თვითორგანიზაცია ახასიათებს.
ადამიანის თავის ტვინი დაახლოებით 69 მილიარდ ნეირონს შეიცავს, სამყარო კი დაახლოებით 100 მილიარდი გალაქტიკისგან შედგება. ნეირონები, გალაქტიკების მსგავსად რთულ სტრუქტურებს წარმოქმნიან და გადახლართულ ძაფებზე დაკიდებულ ბურთულებს გვანან. ამასთანავე, ნეირონები ტვინის მასის 30 პროცენტს შეადგენენ, სამყაროს მასის იგივე პროცენტული წილი კი გალაქტიკებზე მოდის.
სამყაროს მასის დანარჩენი 70% ბნელ ენერგიას უჭირავს. ტვინის შემთხვევაში კი წყალს. მეცნიერება ორივე სისტემის სპექტრალური სიმკვრივე გამოიანგარიშეს, რამაც აჩვენა რომ ნათხემის ნერვული ქსელების და მატერიის განაწილება კოსმოსურ ქსელში მსგავს პროგრესიას მიყვება.
მეცნიერები იმედოვნებენ, რომ მსგავსებების გამოაშკარავებით, კოსმოლოგიასა და ნეირომეცნიერებაში ანალიზის ახალი ტექნიკების განვითარებას შეუწყობს ხელს, რაც სამყაროში და ჩვენს ტვინში არსებული ორგანიზებული სტრუქტურების ჩამოყალიბების შესახებ მეტ ინფორმაციას მოგვცემს.
კომენტარები