ფილმს ჩაკ პალანიკის "ძილისპირულზე" ხალხის მიერ მოგროვილი თანხით დააფინანსებენ
ჩაკ პალანიკი ცნობილი ამერიკელი მწერალია, რომელმაც მსოფლიო პოპულარობა რომან მებრძოლთა კლუბის კინო-ადაპტაციის ეკრანებზე გამოსვლის შემდეგ მოიპოვა. დევიდ ფინჩერის გადაღებული Fight Club 1999 წელს გამოვიდა და მასში მთავარი როლები ბრედ პიტმა, ედვარდ ნორტონმა და ჰელენა ბონემ კარტერმა შეასრულეს.
2008 წელს კი პალანიკის რომანის დახრჩობა (Choke) სრულმეტრაჟიანი ეკრანიზაცია გამოვიდა.
ერთი თვის წინ, Kickstarter-ზე პალანიკის კიდევ ერთი რომანის, ძილისპირულის ეკრანიზაციისთვის საჭირო სახსრების ასაკრეფად, ახალი პროექტი შეიქმნა. კიკსტარტერი ე.წ. croudfunding პლატფორმაა, სადაც ყველას შეუძლია განათავსოს პროექტი, რომელსაც ფინანსური დახმარება სჭირდება და მოაგროვოს თანხები მომხმარებლებისგან.
ფილმზე დამოუკიდებელი კინოსტუდია და რეჟისორი ენდი მინგო იმუშავებენ. რეჟისორს აქამდე მხოლოდ შორტებზე უმუშავია, ძილისპირულის ეკრანიზაცია მისთვის პირველი სრულმეტრაჟიანი პროექტი იქნება. მინგოს ერთ-ერთი შორტი რომანსი (უყურეთ აქ) პალანიკის ამავე სახელწოდების მოთხრობის მიხედვითაა გადაღებული. შესაბამისად, ეს პროექტი მათი მეორე კოლაბორაცია იქნება.
იმისთვის, რომ პროექტი კიკსტარტერით დაფინანსდეს, 17 ივნისამდე მომხმარებლებმა მინიმუმ 250 ათასი დოლარი უნდა შეაგროვონ.
ამ წუთისთვის პროექტს 559 დამფინანსებელი ჰყავს და აგროვებული თანხის რაოდენობა $46 331-ს შეადგენს.
პროექტისთვის ნებისმიერი თანხის გადარიცხვა შეიძლება და ყოველი ტრანზაქციისთვის მომხმარებელი სხვადასხვა სახის წამახალისებელს მიიღებს:
- $1-ის გადარიცხვის შემთხვევაში - თქვენ ექსკლუზიურად მიიღებთ ახალ ამბებს ფილმის გადაღების პროცესის შესახებ.
- $15-ს თუ გაიმეტებთ - ძილისპირულის სცენარის PDF ფაილს გადმოგიგზავნიან.
- $25 - ფილმის გამოსვლის შემდეგ მისი ლეგალურად ჩამოტვირთვის საშუალება გექნებათ.
- $30 - თქვენი სახელი ფილმის ბოლოს ტიტრებში გამოჩნდება.
- $40 - გახდებით ფილმის ვირტუალური პროდიუსერი. მიიღებთ მონაწილეობას გამოკითხვებში, სამუშაო ჯგუფი სწორედ ამ გამოკითხვის შედეგების მიხედვით მიიღებს სხვადასხვა გადაწყვეტილებებს.
- $125-ის შეწირვის შემთხვევაში - დაესწრებით ერთ-ერთ სპეციალურ ჩვენებას, ლოს-ანჯელესში, ნიუ იორკში, ოსტინში, ჩიკაგოში, ტორონტოში ან პორტლენდში.
- $200 - ძილისპირულის ხელმოწერილი ეგზემპლარი.
- $500 - მებრძოლთა კლუბის ხელმოწერილი ეგზემპლარი.
- $750 - მეგობართან ერთად დაესწრებით წვეულებას და ფილმის ჩვენებას გადამღებ ჯგუფთან ერთად.
- $1,500 - ისევ მეგობართან ერთად, ერთი დღით ესტუმრებით გადასაღებ მოედანს.
- $2 ათასი - ითამაშებთ ეპიზოდურ როლს.
- $3 ათასი - ეპიზოდურ როლებში თქვენ და თქვენს მეგობარს გადაგიღებენ.
- $5 ათასად - ოდნავ დიდ ეპიზოდურ როლს მოგცემენ.
- $8 ათასი - ფილმის საწყის ტიტრებში პროდუქტის წარმდგენად ჩაგწერენ.
- $10 ათასად - კიკსტარტერის პროდიუსერის ტიტრს მიიღებთ, ეწვევით გადასაღებ მოედანს და ტელეფონზე ფილმის პროდიუსერი და რეჟისორი დაგირეკავენ და გაგესაუბრებიან, ხოლო ფილმის ბოლოს არსებულ ტიტრებში თქვენი ფოტო და შესაბამისი წარწერა იქნება.
- $15 ათასი - თქვენი ბიზნესის რეკლამა/პროდაქტ პლეისმენტი ფილმში.
- $25 ათასი - ტელეფონზე დაგირეკავთ ენდი მინგო, მეგობართან ერთად ეწვევით გადასაღებ მოედანს, რეჟისორის სკამის გვერდით დადგამენ თქვენს სკამს და უკანა მხარეს სახელსა და გვარსაც წააწერენ, მიიღებთ 4 VIP ბილეთს თქვენ მიერ არჩეულ პრემიერაზე, გექნებათ ლანჩი მსახიობებთან და გადამღებ ჯგუფთან, პრემიერაზე წითელი ხალიჩის გავლით შეხვალთ, დაესწრებით დახურულ წვეულებას, ფილმის საწყის ტიტრებსა და ფილმის ოფიციალურ პოსტერზე თქვენი სახელი და გვარი დაიწერება.
სრული ჩამონათვალი პროექტის გვერდზე შეგიძლიათ იხილოთ. გადარიცხეთ სასურველი თანხა, დაეხმარეთ ჯგუფს ახალი და კარგი ფილმის გადაღებაში და მიიღეთ წამახალისებელი საჩუქარი.
-
გადახედვაატაკამის უდაბნოს მიწისქვეშ, 4 მეტრ სიღრმეში, მიკრობული სიცოცხლე აღმოაჩინეს ატაკამის უდაბნოს მიწისქვეშ, 4 მეტრ სიღრმეში, მიკრობული სიცოცხლე აღმოაჩინეს
-
გადახედვამეცნიერებმა ალმასი სულ რაღაც 150 წუთში შექმნეს მეცნიერებმა ალმასი სულ რაღაც 150 წუთში შექმნეს
-
გადახედვა126 სამოქალაქო და მედიაორგანიზაცია ხელისუფლებასთან თანამშრომლობას წყვეტს 126 სამოქალაქო და მედიაორგანიზაცია ხელისუფლებასთან თანამშრომლობას წყვეტს
-
-
-
გადახედვაჰაბლის მონაცემებში 1000-ზე მეტი ახალი ასტეროიდი აღმოაჩინეს ჰაბლის მონაცემებში 1000-ზე მეტი ახალი ასტეროიდი აღმოაჩინეს
-
გადახედვაშსს-მ დააკავა პირი, რომელმაც გარდაბანში თანასოფლელი მოკლა შსს-მ დააკავა პირი, რომელმაც გარდაბანში თანასოფლელი მოკლა
-
გადახედვამანჯგალაძე: მინდა იცოდეს ყველამ, ვინც აპირებს 29 აპრილის აქციაზე მისვლას, ეს არ არის უბრალოდ თბილისში გასეირნება, ეს არის ღალატში თანამონაწილეობა მანჯგალაძე: მინდა იცოდეს ყველამ, ვინც აპირებს 29 აპრილის აქციაზე მისვლას, ეს არ არის უბრალოდ თბილისში გასეირნება, ეს არის ღალატში თანამონაწილეობა
-
გადახედვასანქციები ივანიშვილს და უვიზო რეჟიმის პუნქტების გადახედვა — ევროპარლამენტმა საქართველოზე რეზოლუცია შესწორებებით მიიღო სანქციები ივანიშვილს და უვიზო რეჟიმის პუნქტების გადახედვა — ევროპარლამენტმა საქართველოზე რეზოლუცია შესწორებებით მიიღო
-
გადახედვანიკა გვარამია : სრული კატასტროფა — რუსული კანონის გამო, ევროპარლამენტი საქართველოსთან უვიზო მიმოსვლის გადახედვას ითხოვს ნიკა გვარამია : სრული კატასტროფა — რუსული კანონის გამო, ევროპარლამენტი საქართველოსთან უვიზო მიმოსვლის გადახედვას ითხოვს
-
გადახედვათვითმკვლელობამდე მიყვანის და ადევნების ფაქტებზე ერთ პირს ბრალდება წარედგინა თვითმკვლელობამდე მიყვანის და ადევნების ფაქტებზე ერთ პირს ბრალდება წარედგინა
-
გადახედვა"ლგბტ პროპაგანდის ამკრძალავი" კანონის გამო, რუსეთში პაზოლინის ბიოგრაფიულ წიგნის ნაწილს ცენზურა დაადეს "ლგბტ პროპაგანდის ამკრძალავი" კანონის გამო, რუსეთში პაზოლინის ბიოგრაფიულ წიგნის ნაწილს ცენზურა დაადეს
-
გადახედვაჯო ბაიდენმა TikTok-ის აკრძალვის კანონპროექტს ხელი მოაწერა ჯო ბაიდენმა TikTok-ის აკრძალვის კანონპროექტს ხელი მოაწერა
-
გადახედვატროლები და ბოტები: როგორ გამოვააშკარაოთ ყალბი პროფილები — ინტერვიუ ანი ქისტაურთან ტროლები და ბოტები: როგორ გამოვააშკარაოთ ყალბი პროფილები — ინტერვიუ ანი ქისტაურთან
-
გადახედვადააკავეს საქართველოს 4 მოქალაქე, რომლებმაც ევროკავშირის ქვეყნების ბიბლიოთეკებიდან ძვირადღირებული წიგნები მოიპარეს დააკავეს საქართველოს 4 მოქალაქე, რომლებმაც ევროკავშირის ქვეყნების ბიბლიოთეკებიდან ძვირადღირებული წიგნები მოიპარეს
-
გადახედვაორბანი მიიჩნევს, რომ კობახიძე პოლიტიკაში დიდი მოჭადრაკეა, მას გროსმაისტერის უნარები აქვს — რა თქვეს ლიდერებმა უნგრეთში, კონფერენციაზე ორბანი მიიჩნევს, რომ კობახიძე პოლიტიკაში დიდი მოჭადრაკეა, მას გროსმაისტერის უნარები აქვს — რა თქვეს ლიდერებმა უნგრეთში, კონფერენციაზე
-
-
გადახედვარამ გამოიწვია ათენის ცის გასაოცარი მოწითალო შეფერილობა რამ გამოიწვია ათენის ცის გასაოცარი მოწითალო შეფერილობა
-
გადახედვაემა სტოუნს უნდა, თავისი ნამდვილი სახელი დავუძახოთ ემა სტოუნს უნდა, თავისი ნამდვილი სახელი დავუძახოთ
-
გადახედვახატია დეკანოიძე: 29 აპრილს იქნება აქცია "რუსული მარში" რუსული კანონის დასაცავად ხატია დეკანოიძე: 29 აპრილს იქნება აქცია "რუსული მარში" რუსული კანონის დასაცავად
-
გადახედვაროგორი ამინდი იქნება საქართველოში უქმეებზე როგორი ამინდი იქნება საქართველოში უქმეებზე
კომენტარები