მიხეილ სააკაშვილმა საკუთარ ფეისბუქგვერდზე პირდაპირი ჩართვისას ხალხს მიმართა, რომ მათ შეუქმნეს სააკაშვილზე წარმოდგენა, თითქოს, გაუწონასწორებელია.

"არასდროს არ ვყოფილვარ არც გიჟი, არც გაუწონასწორებელი. კი, ახალგაზრდა ვიყავი, ფიცხი ვიყავი, შევიცვალე ბევრ რამეში, მაგრამ ის, რომ აი, ახლა მოჯდა, დაღვინდა...კი, დავღვინდი უფრო მეტად, მაგრამ ამას პლუსებიც აქვს და მინუსებიც, ძალიან დიდი გამოცდილება მივიღე", — განაცხადა სააკაშვილმა.

სააკაშვილმა, ასევე, აღნიშნა, რომ ქვეყნის ჭაობიდან ამოყვანას, შესაძლოა, სწორედ, გიჟი სჭირდებოდეს და არა, უბრალოდ, მომჯდარი, სოლიდური და რისკებს რომ არ წევს ისეთი ვინმე.